საყვარელიძე: ვინც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, ის გახდება პრემიერი, ჩვეულებრივი მათემატიკაა
სტატიის თავდაპირველი ტექსტი, ისევე, როგორც სათაური, შეცვლილია. მასალა გამოქვეყნდა ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ფარგლებში, დამკვეთი: სტრატეგია აღმაშენებელი. თავდაპირველი სათაური იყო: თუ ვაშაძე აიღებს ხმათა უმრავლესობას, ის იქნება კარგი პრემიერობის კანდიდატი — საყვარელიძე. On.ge ბოდიშს იხდის უზუსტობისთვის.
დავით საყვარელიძე მიიჩნევს, რომ როცა ერთ მაჟორიტარულ ოლქში ორი ძლიერი კანდიდატი იყრის კენჭს, არ არის კარგი, რადგან ხმები იფანტება. ის ამ შემთხვევაში ისნის მაჟორიტარულ ოლქზე, გიორგი ვაშაძესა და ხატია დეკანოიძეზე საუბრობს.
"ზოგადად, როდესაც ასეთი ძლიერი კანდიდატები ერთ ოლქში იყრიან კენჭს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, ვინაიდან ხმების გაფანტვა ხდება. მიჭირს ამ სიტუაციაში ობიექტური ვიყო — გიორგი ჩემი მეგობარია, ხატიაც მეგობარია და არ მინდა, ან ერთს ვაწყენინო, ან მეორეს. მე ვისურვებდი, რომ როგორც გიორგი ვაშაძე, ასევე ხატია დეკანოიძეც ვიხილო პარლამენტში. დარწმუნებული ვარ გიორგიში, რომ გადამწყვეტ მომენტში ის დადგება მართალ ადგილას.
ვერ წარმომიდგენია გიორგი ბიძინა ივანიშვილის ან მათ მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის გვერდით. ზოგს საკუთარი ძალების იმედი აქვს, დარწმუნებულები არიან თავიან ენერგიაში და ფიქრობენ, რომ ბევრად მეტი საქმის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე რომელიმე სხვას, ეს იწვევს ზოგჯერ იმას, რომ ვერ შედგება ხოლმე მოლაპარაკება ოპოზიციურ ძალებს შორის", — განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვას გიორგი ვაშაძის მიერ საკუთარი თავის პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ, საყვარელიძე პასუხობს, რომ ამ პოსტს ის დაიკავებს, ვინც ხმების უმრავლესობას მოიპოვებს. ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე დიდ პარტიასთან, ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.
"პრემიერმინისტრი ხდება ის ადამიანი, ვისაც აქვს ხმათა უმრავლესობა პარლამენტში. თუ გიორგიმ აიღო ხმათა უმრავლესობა პარლამენტში, ისიც და ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსიც გახდება პრემიერმინისტრი, ჩვეულებრივი მათემატიკაა და ლოგიკა პოლიტიკური. ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ მოლაპარაკება უფრო ფართო უნდა ყოფილიყო და როდესაც პარტნიორობაში ხარ დიდ პოლიტიკურ პარტიასთან, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ყველაზე მეტ ხმებს აიღებს, ალბათ ეს ამბავი უნდა მოხდეს დიდ პარტიასთან შეთანხმებით. ნაციონალურ მოძრაობას არ დაუყენებია ჯერ თავისი პრემიერობის კანდიდატი, ალბათ დააყენებს და მანდ გაირკვევა, რამდენად რეალურია ეს ამბავი.
თუმცა არჩევნებია წინ, გიორგის ენერგია არ აკლია და თუ ის ხმების უმრავლესობას მოიპოვებს პარლამენტში, იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა. საქართველოს ხომ პრემიერმინისტრები არ ჰყავს ბოლო პერიოდში, საქართველოს ჰყავს ბიძინა ივანიშვილი და ვისაც ის კაცი დანიშნავს, ტექნიკური ვიღაც სახეები, ისინი იცვლებიან. ნებისმიერი ენერგიული ადამიანი, ვინც არ იქნება ბიძინას ხელქვეითი და არ იქნება მავნებელი, ექნება ტვინი, პოტენციალი და რესურსი, იქნება საქართველოსთვის სიკეთის მომტანი", — ამბობს საყვარელიძე.
სტატიის თავდაპირველ ვერსიაში დავით საყვარელიძის კომენტარი იყო შემდეგი ფორმით:
"მე ვთვლი, რომ თუ გიორგი აიღებს ხმათა უმრავლესობას პარლამენტში ან ნებისმიერი სხვა, რომელიც დასახელდება ოპოზიციური ძალებიდან იქნება კარგი პრემიერობის კანდიდატი. ჯერ არც ნაციონალურ მოძრაობას დაუსახელებია პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ყველაფერი გაირკვევა არჩევნების შემდეგ, თუმცა გიორგის ნამდვილად არ აკლია ენერგია და თუ ის ხმების უმრავლესობას მოიპოვებს, ნამდვილად იქნება შესაძლებელი, რომ გახდეს ქვეყნის პრემიერმინისტრი.
რეალურად, საქართველოს ბოლო წლების მანძილზე არ ჰყოლია პრემიერმინისტრი, საქართველოს ჰყავდა ბიძინა ივანიშვილი და ეს კაცი ნიშნავდა ტექნიკურად სახეებს ამ პერიოდის მანძილზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს გათენდება და ეს სიბნელე, უიმედობა და განუვითარებლობა, რომელიც 8 წლის განმავლობაში დასადგურებულია ქვეყანაში გადაივლის და საქართველო ისევ დაუბრუნდება განვითარების გზას".
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები