რა მოუვიდა ლარს?
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჩემს ბლოგზე
ქვემოთ დაწერილი ტექსტი უსაშველოდ გამარტივებულია, სამაგიეროდ, გასაგებია. თუ უფრო დეტალურად გინდათ ყველაფერში გარკვევა, დაგუგლეთ სავალუტო კურსის შესახებ თემები.
მე მაქვს პატარა კომპანია. ჩემი კომპანია “აწარმოებს” პროდუქტს (რომელიც რეალურად არის სერვისი) და ყიდის ლოკალურ ბაზარზე, ხანდახან უშვებს ექსპორტზეც (კვირაში 1-2-ჯერ მოდიან სტუმრები, “ბუტკაში” აძლევენ დოლარებს, ითხოვენ, ლარები მოგვეცითო, მოაქვთ ლარები ჩვენთან და იღებენ სერვისს). ამ ჩემი “პროდუქტის” საწარმოებლად მე ვიძენ ნედლეულს და ვიხდი დოლარებს საზღვარგარეთ (ფულის დაახლოებით 20-30% იხარჯება ამაში).
დანარჩენი არის:
- გადასახადები (20% დაახლოებით)
- ხელფასები (25% დაახლოებით)
- ქირა ("კარგი თვისას" 20% დაახლოებით)
დარჩენილი ე.წ. მოგება არის 5-15% და ამ ეტაპზე "ეგრეთ წოდებული" იმიტომ ჰქვია ამ მოგებას, რომ ბიზნესის განვითარებაში იხარჯება. ამას ფინანსისტები აქტივების ზრდას ეძახიან და წესით, მან უნდა დაასტაბილუროს ბიზნესი და მომავალში მოგვცეს საშუალება, სუფთა მოგება სუფთა მოგებად დარჩეს. და აი, სად “ერხევა” ლარს – ვინაიდან მე ვმუშაობ ლოკალურ ბაზარზე და მჭირდება რაღაც რაოდენობა დოლარები “ნედლეულის” შესაძენად, მეც მივდივარ “ბუტკაში” (ანუ ბანკთან), მიმაქვს ლარები და ვეუბნები, მომეცი დოლარი, უნდა ვიყიდო რაღაც საზღვარგარეთ-მეთქი.
სად უნდა იშოვოს ბანკმა დოლარი?
ბანკს აქვს შემდეგი არჩევანი: აიღოს დოლარები მარაგიდან, რომელიც აქვს იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ბანკში ვინმემ დოლარები მიიტანა და უთხრა, ლარი მომეციო, ან - იყიდოს დოლარი მთავრობისგან.
პირველი ხდება როცა:
ა) ტურისტი ცვლის ფულს იმიტომ, რომ აქ ლარი სჭირდება სახარჯად;
ბ) ლოკალური ექსპორტიორი კომპანია ყიდის საზღვარგარეთ რამეს დოლარში (მაგ. თხილს, ღვინოს ან პროგრამულ უზრუნველყოფას), მიაქვს ბანკში ნაშოვნი დოლარები და სთხოვს ლარებს, რომ გადაუხადოს ხელფასი თანამშრომლებს, ან ნედლეულის ფული მისცეს გლეხს;
გ) მოდის ინვესტორი ქვეყანაში, მოაქვს დოლარები და აქ რამე ბიზნესს იწყებს, პროცესში კი ლოკალურ გარემოში სამოქმედოდ სჭირდება ლარები (ხელფასები, ადგილობრივი მასალები, დაკვეთები, რეკლამა და ა.შ.).
ამ გზით ბანკს საკუთარი დოლარი უგროვდება და მერე ყველა ბანკს აქვს თავისი გათვლითი ბრუნვა. თუ დოლარი ზედმეტი აქვს და ლარი შემოაკლდა, მიდის მთავრობასთან და ეუბნება, აი ეს დოლარები აღარ მინდა და ლარები მჭირდება, მომყიდე, მითავდებაო. მთავრობა კი ყველაზე ვაჭარია ამ შემთხვევაში და ეუბნება, რადგან გჭირდება ლარი, ესე იგი, გაძვირდა, ძმაო, მეტი დოლარი მომეცი და ნაკლებ ლარს მოგცემო (ასე “მყარდება” ლარი).
როცა ბანკს დოლარი არ აქვს, მიდის მთავრობასთან და ეუბნება: აღარ მაქვს დოლარები, არადა ხალხი მთხოვს, ამიტომ აიღე აგერ შენი დაბეჭდილი ნახატებიანი ფული და მომეცი ამაში დოლარებიო. რაც უფრო მეტი ბანკი მივა ამ თხოვნით მთავრობასთან მეტი დოლარისთვის, უფრო გაიაფდება ლარი, რადგან მთავრობას არ უნდა, რომ "იაფად" გაატანოს დოლარები ბანკებს.
სად უნდა იშოვოს მთავრობამ დოლარი?
საზღვარს იქით ვერავის ვერ მისცემ შენ ლარს. არ აინტერესებთ იქ, რომ ეს ფერადი ფურცელი ამდენ და ამდენ დოლარს უდრის. სხვა გარემოში ლარის ფასი ნოლია.
მთავრობა დოლარს შოულობს ან გადასახადების სახით საერთაშორისო ოპერაციებზე, ან “ბაჟის” სახით ფიზიკური ტვირთების მოძრაობისას (გინდა იმპორტისას, გინდა - ტრანზიტისას). მოკლედ, ვირტუალური ან ფიზიკური შუამავლობისთვის. არის კიდევ ერთი გზა: ისესხოს მთავრობამ ფული და გაეხვეს პროცენტიან ვალში უცხოურ ბანკებთან. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: ამ ვალში მართალია მთავრობა ეხვევა, მაგრამ მერე ხალხი იხდის. რაც უფრო მეტ ვალს იღებს ქვეყანა, მით უფრო უფუჭდება სახელი და უარეს პროცენტში აძლევენ შემდეგ სესხს, რაც კიდევ უფრო აძვირებს დოლარს. მერე მთავრობა უფრო ძვირად მიჰყიდის დოლარს ქვეყნის შიგნით ბანკებს და დოლარის კურსი კიდევ უფრო აიწევს.
მთავრობას დოლარი ნებისმიერ შემთხვევაში “უჭირს”. ჩანაფიქრში იმ ქვეყნებსაც კი უჭირთ, რომლებსაც უზარმაზარი ექსპორტი აქვთ. თან რომ დავუბრუნდეთ ბიზნესის თემას, აქ მე პირადად ვერაფრით ვეხმარები მთავრობას. მე ვაწარმოებ სერვისს ლოკალურ ბაზარზე და ნაწილი "ნედლეულისა" შემომაქვს საზღვარგარეთიდან, რა დროსაც ვმონაწილეობ ლარის გაუფასურების ჯაჭვში. ერთადერთი გზა, რომ ქვეყანამ აანაზღაუროს ჩემ მიერ ჩადენილი გაუფასურება არის ის, რომ სადმე სხვა სფეროში მეტი დოლარი იშოვოს. მერე უკვე ჭიდაობა იქნება, ვინ გადასძალავს: მე, ვისაც უცხოური ნედლეული შემომაქვს და ლოკალურ ბაზარზე ვყიდი, თუ – ტურისტები/ინვესტიციები/ექსპორტზე გასვლა.
მაგრამ მთელი “ვანდალიზმი” და აღვირახსნილი ქმედებები ლარის წინააღმდეგ სად ხდება იცით? საცობებში დგომისას თბილისის ქუჩებში. ყველა მანქანა, რომელიც წვავს ბენზინს, წვავს საზღვარგარეთ დოლარში ნაყიდ ბენზინს, რომელშიც ლოკალურად ვიხდით ლარს. მერე ეს ბენზინის კომპანია გარბის ბანკში, მიაქვს მილიარდი ფერადი ფურცელი და ბანკს ეხვეწება, მომეცი დოლარი, კიდევ უნდა ვიყიდო ბენზინიო. ბანკს უმეტეს შემთხვევაში არ აქვს დოლარის იმხელა შემოსავალი, რომ თავისი ჯიბიდან მისცეს “კარგი საქმით” შემოსული დოლარი, ამიტომ გარბის მთავრობასთან, მომყიდე დოლარებიო. მთავრობა ეუბნება, სად გიშოვო დოლარები, არაფერს არ ვაწარმოებთ ქვეყანა მაგდენს, რამდენსაც ხალხი წვავს მაგ მანქანებითო. ბანკი ეუბნება, რამდენიც გინდა, იმდენი აიღე ეს "შენი ფული", ოღონდ დოლარი მაშოვნინეო. მთავრობაც აძლევს დოლარს ბანკებს არაფრის მაქნის ფურცლებში. ეს დოლარი ხან ნასესხები აქვს, ხან "ბაქო-ჯეიჰანმა" დატოვა, ხან გამოგზავნილია, მაგრამ ამით პრობლემა არ იჭრება. მთავრობას რჩება ბევრი ლარი, რომელიც არ იცის, სად წაიღოს. მით უმეტეს, რომ შემდეგ თვეში ბანკი რომ მოვა, იმას კი არ ეტყვის, ლარები შემომაკლდა და მომყიდეო. არა, ისევ დოლარები ენდომება.
ლარი არის “შეტენვაზე” და დოლარი “წაგლეჯვაზე” და შედეგად ლარი კიდევ უფრო უფასურდება. არანაირი ერთჯერადი ქმედება არ უშველის ამას, რადგან ლარი ეკონომიკის სახეა, ეკონომიკა კიდევ ასე უცებ არ სწორდება. ჩვენი სესხების გალარება ვერ დაფარავს იმ თანხებს, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ უცხოეთიდან ბეზინის, ტექნიკის, საჭმლის თუ ტანსაცმლის შემოტანაზე.
ისევ ჩემზე, როგორც რიგით ბიზნესზე გადმოვერთვები: ნედლეული, რომელსაც USD-ში ვყიდულობ, მე უკვე გამიძვირდა ლარის გაუფასურების გამო 20%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი ბრუნვის 5-15% გაქრა. ამასთან ერთად მოკვდა აქტივების ზრდა და ფინანსური ინტერესი შორეულ მომავალში. რაც უფრო იაფდება ლარი, მით უფრო აღარ უნდა ხალხს დახარჯვა. რაც უფრო არ ხარჯავს, უფრო ცუდ დღეში ვარდება კომპანია და დაბალი ბრუნვის გამო ზოგი ხარჯი პროცენტულად იზრდება. რა უნდა ვქნა ასეთ დროს მე, როგორც ბიზნესმა? გავაძვირებ სერვისს და კიდევ უფრო აღარ მოუნდება ხალხს ფულის დახარჯვა, არ გავაძვირებ და ამ წამს 0-ზე ვარ და მომავალში კიდევ იქით მექნება გადასახდელი ფული, როცა დ.ღ.გ-ს გადამხდელი გავხდები, რომ როგორმე 15-მა დასაქმებულმა ადამიანმა იმუშაოს.
რას ველოდები, სიმართლე ითქვას, არ ვიცი. “სიტუაცია გამოსწორდება”? არ ჩანს ჰორიზონტზე. სერვისის გაძვირებაც გამორიცხულია. ამდენი წელი ვიკავებდით გახსნისგან თავს არარენტაბელურობის გამო და, როგორც იქნა, კონკრეტულ დროს და ადგილას გარემოებები ისე დაემთხვა, რომ ბიზნესი რენტაბელურობის ზღვარზე აღმოჩნდა. თანაც, ხალხი ისედაც წუწუნებს ფასზე. მეტს თუ ფიზიკურად ვერ გადაიხდის, გაძვირებას აზრიც არ აქვს. აი, ეს არის სიტუაცია, რომელსაც ლამაზად "არასარფიან საინვესტიციო გარემოს" უწოდებენ. ასეთ გარემოში ადამიანები, რომელთაც ფული ჩაუვარდებათ ხელში, ბიზნესის დაწყების ნაცვლად შეინახავენ თანხას მუთაქაში, ან უცხოეთში დააბანდებენ. ეს კი კიდევ უფრო გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკას.
წინა თვეში, ლარის ვარდნამდე 5 დღით ადრე, ფინანსთა სამინისტროდან მეგობარმა მომწერა: შენ, როგორც მოქალაქეს, რაზე გენდომებოდა, რომ ფინანსთა მინისტრს ესაუბრაო? მე ვუპასუხე, რომ გამიხარდებოდა, რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ ქვეყანა მზად არის იზარალოს, ბანკებიც აზარალოს, 10-20 წლით გააუქმოს ლარი და მარტო დოლარი დატოვოს-მეთქი. ეს მოკლავს ვალუტის გაცვლის სფეროს და შეეტყობა ბიუჯეტსაც, მაგრამ უბრალო მოკვდავებზე და მათ კომპანიებზე მაინც აღარ გადაივლის კრიზისი, იქნება დოლარი და ყველაფერს ფიქსირებული ფასი ექნება-თქო.
ზოგადად, ეს ლამაზი საქციელი არაა. თუ არსებობს ფულის შოვნის საშუალება, ფული უნდა იშოვებოდეს, მათ შორის - ვალუტაზე სპეკულაციებში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა ძალიან წამგებიანი პირობებით არის შესული "თამაშში" და ყოველთვის ასე იქნება, სანამ ექსპორტი არ დაჯაბნის იმპორტს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ფინანსთა მინისტრი არ იტყვის, სხვა ყველაფერი კიდევ ცარიელი პოპულიზმია.
4 დღეში ლარი გავარდა და წამოიჭრა სესხების გადალარების თემა. არადა ვინც ეს იდეა გამოთქვა, მათ ხომ ყველაზე კარგად იციან, როგორი ერთჯერადი და უსაფუძვლოა ლარში სესხების გადატანა. ასე ერთი ხელის მოსმით რომ შეიძლებოდეს ყველაფრის გამოსწორება, უკვე გამოსწორებული იქნებოდა.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა, რომ ცოტა ვუშველოთ სიტუაციას?
ბევრი არაფერი შეგვიძლია, მაგრამ, ზოგადად, ნაკლებად უნდა ვხარჯოთ ლარი იმაში, რასაც ბიზნესი დოლარის საფასურად იღებს:
- ნაკლებად მოვიხმაროთ პროდუქტები, რაშიც გადახდილია დოლარი, განსაკუთრებით “მზა” პროდუქტები, რომლებიც დოლარზეა ნაყიდი. მაგალითად, თუ ჩემი სერვისის 20-30% არის დოლარში შეძენილი "ნედლეული", ტანსაცმლის ყიდვისას ფასის 70-80% დოლარში მიდის მწარმოებელ ქვეყანაში.
- ვიაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით (ვიცი, რავარია – ზამთარში, სიცივეში)
- შევიძინოთ ადგილობრივი პროდუქტი შემოტანილის ნაცვლად (ოღონდ ყველაფერს ვერ შევიძენთ, ასეთი მრავალფეროვანი არჩევანიც არ გვაქვს).
შედეგად, ცუდი დღე დაადგებათ კომპანიებს, რომლებიც იმპორტს ეწევიან, ფულს ვეღარ დაატრიალებენ, ნაკლები იმპორტი გვექნება და ნაკლებ დოლარს ვიყიდით საზღვარგარეთ ჩვენი ლარებით. ამას ის მინუსი აქვს, რომ იმპორტზე მომუშავე კომპანიები ნაკლებ გადასახადებს გადაიხდიან და მაინც დაერხევა ქვეყნის ეკონომიკას, მაგრამ უფრო ნელა.
ყველაფერი იქამდე დადის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ არარაციონალური მოქალაქეებისგან შემდგარი ან ვერშემდგარი ქვეყანა, რომელიც სულ ახლოს არის კოლაფსთან ფულის მატრაკვეცული ხარჯვის გამო. ფაქტია, რომ ვერ გამოვიმუშავებთ იმ რაოდენობის ექსპორტს, რომ თუნდაც ჩვენი მანქანების "საარსებო წყაროს" იმპორტზე დახარჯული ფული დავაბალანსოთ. აქ მთავრდება ყველაფერი. იმისთვის, რომ გადავრჩენილიყავით, უნდა ვყოფილიყავით მეთოდურები, რაციონალურები, ხელმომჭირნეები. ჩვენ კიდევ ვართ მატრაკვეცები, მარიაჟები და ეგოისტები.
აბა რა ვქნათ? ასეთ დროს რაც შეიძლება ახლოს უნდა მიეწებო დოლარის "მწარმოებელს" (იქნებ ალაგ-ალაგ შედარებით იაფად იშოვო დოლარი) და ეცადო, რომ იქამდე გადარჩე, სანამ აღმოაჩენ, რა გაიტანო ექსპორტზე. გაყიდო შენი მიწა და აქტივები იმ იმედით, რომ ამასობაში ხალხი მოეშვება ფულის ხარჯვას ფუფუნებაში, რომელსაც ვერ "ქაჩავს", თაობებიც შეიცვლება და ნივთებზე დახამებული ხალხის პროცენტიც მოიკლებს. პარალელურად, ქვეყანა მიაგნებს სფეროებს, რომლებსაც დააექსპორტებს. ამ გზით თუ ვივლით, ოდესმე დადგება მომენტი, როცა ქვეყანას ექნება მეტი ექსპორტი, ვიდრე იმპორტი (ამ ამბავში ბენზინის გაძვირება და ელ. მანქანებზე გადასვლაც გვიშველიდა) და მერე ნელ-ნელა იმედია გამოვისყიდით გაჭირვების დროს გაყიდულ რესურსებს. ან არადა, უბრალოდ ნელა გადავიჩეხებით სწრაფად გადაჩეხვის ნაცვლად.
რა არის გადაჩეხვა? ეს არის ქვეყნის გაკოტრება, გადატრიალებები, დაშლა პატარა შემადგენელ ნაწილებად, რომლებიც ცალ-ცალკე ამავე გზას გაივლიან სრულ ბანკროტამდე, მუდმივი ომები და საგიჟეთი. რეალურად კი, გადაჩეხვა არის შთანთქმა დიდი "მოთამაშეების" მიერ, რომელთაც მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იმპორტ/ექსპორტის გამო უფრო ხანგრძლივი "დაშლის პერიოდი" აქვთ, ან ფეხზე ისე კარგად დგანან, რომ ვინმეს მიწებება მათთვის არაფერს წყვეტს.
P.S ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ზემოთ ხსენებული პატარა კომპანია არის Airsoft Arena. ესეც დროული "პროდაქტ პლეისმენტი".
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები