აშშ-ის საჰაერო დანაყოფის, Air Force-ის მფრინავ მანქანას უჩვეულო დიზაინი აქვს
აშშ-ის შეირაღებული ძალების საჰაერო დანაყოფი, Air Force, ტეხასურ კომპანია LIFT Aircraft-თან თანამშრომლობს. ამ ეროვნული სააგენტოს მიზანი 2030 წლისთვის რამდენიმე ათეული მფრინავი მანქანის ყოლაა.
ცოტა ხნის წინ Air Force-ის ამ მფრინავი მანქანის პროტოტიპის დემონსტრაცია ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ პროტოტიპი შთამბეჭდავია, მისი დიზაინი, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ გამოიყურება და თითქოს 2000-იანი წლების პიქსარის ანიმაციიდანაა აღებული.
კომპანია LIFT Aircraft-მა, რომელმაც ეს მფრინავი მანქანა შექმნა, ჯერ კიდევ აპრილში გამოაცხადა, რომ Air Force-თან ინოვაციურ პროგრამაზე მუშაობდა, რომელსაც Agility Prime ჰქვია.
მფრინავ პროტოტიპს 18 დამოუკიდებელი როტორი აქვს, რომელიც მცირე ზომის პროპელერებს ამოძრავებს და მანქანის ჰაერში გადაადგილებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მანქანას მსუბუქი წონის და ჭკვიანური დიზაინის მეშვეობით წყალზე ტივტივიც შეუძლია.
LIFT-ში ამბობენ, რომ ისინი ისეთი მფრინავი მანქანის შექმას ცდილობენ, რომელიც ყველასთვის იქნება განკუთვნილი, რადგან მისი მართვა უბრალოდ სამღერძიანი ჯოისტიკით არის შესაძლებელი და პილოტის ლიცენზიას არ საჭიროებს.
კომენტარები