CNN: ტრამპის მინისტრთა კაბინეტში თეთრკანიანი მამაკაცები დომინირებენ
ფოტო: AP
არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სულ 4 ათასამდე სამთავრობო პოსტისთვის უნდა შეარჩიოს კანდიდატები, თუმცა, მათგან მხოლოდ სამთავრობო კაბინეტის წევრთა დანიშვნას სჭირდება სენატის თანხმობა. გაეცანით CNN-ის მიერ მომზადებულ მასალას, რომელიც ასახავს ბოლო მონაცემებს, თუ რომელ პოსტზე ვინ არის წარდგენილი, ან ვისი წარდგენა იგეგმება.
თავდაცვის მდივანი
გენერალი ჯეიმს მატისი
საზღვაო ქვეითთა ყოფილი გენერალი
ნომინირებული
ერაყის ომის მნიშვნელოვანი ფიგურა, 4-ვარსკვლავიანი გენერალი, ჯეიმს მატისი, ჯარში 44 წლის განმავლობაში მსახურობდა. მან სახელი გაითქვა 2004 წელს საზღვაო ქვეითების ხელმძღვანელობისას ერაყის ქალაქ ფალუჯაში ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი სამხედრო ოპერაციით. მატისს "ცოფიანი ძაღლის" მეტსახელით იცნობენ. მან 2005 წელს, მან სან დიეგოში ჯარისკაცებს მიმართა სიტყვებით, "სახალისოა, როცა ადამიანებს ესვრი", რამაც გენერლის მიმართ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია მის მიმართ.
ხაზინის მდივანი (ფინანსთა მინისტრი)
სტივენ მნიუჩინი
ბიზნესმენი
ნომინირებული
სტივენ მნიუჩინი მსხვილ საინვესტიციო კომპანიაში, Goldman Sachs-ში, 17 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის ტრამპის საარჩევნო კამპანიას მიმდინარე წლის მაისში შეუერთდა და მის ფინანსებს განაგებდა. დღესდღეობით, მნიუჩინი ჰოლივუდელი პროდიუსერია. უმუშავია ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა თვითმკვლელთა რაზმი, ამერიკელი სნაიპერი და ფილმი LEGO. მნიუჩინი იყო როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების შემომწირველი. მათ შორის, ის 2008 წელს ჰილარი კლინტონს ეხმარებოდა სენატში მოსახვედრად. მნიუჩინს ასევე უმუშავია ჯორჯ სოროსთან, მილიარდერ ფინანსისტთან, რომელიც ლიბერალ კანდიდატებსა და აქტივისტებს აფინანსებს და რომელიც ტრამპის უახლეს სარეკლამო კამპანიაში ბოროტმოქმედად იყო წარმოჩენილი.
იუსტიციის მინისტრი
ჯეფ სეშენსი
ალაბამას შტატის სენატორი
ნომინირებული
ჯეფ სეშენსი 1997 წლიდან ალაბამას წარმომადგენელია სენატში. ის იყო პირველი მოქმედი სენატორი, რომელიც ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას მიესალმა და წინასაარჩევნოდ მისი მთავარი მხარდამჭერიც იყო. სეშენსი მისი კარიერის ადრეულ ეტაპზე ნომინირებული იყო ფედერალური მოსამართლის პოზიციაზე, თუმცა, სავარაუდო რასისტული კომენტარების გამო, რაც მან უარყო, სენატის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. სეშენსი მასშტაბური საემიგრაციო რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მთვარი ოპონენტი იყო კონგრესში.
ვაჭრობის მდივანი
უილბურ როსი
ინვესტორი
ნომინირებული
78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი, როსი არჩევნებამდეც ტრამპის ღია მხარდამჭერი იყო და "უფრო რადიკალური და მართვის ახალი მიდგომების" საჭიროებას უსვამდა ხაზს, რომელიც საშუალო და საშუალოზე დაბალი კლასის ამერიკელებს დაეხმარებოდა. როსმა კარიერა გაქრობის პირას მყოფი კომპანიების რესტრუქტურიზაციით გაიკეთა. როსსა და ტრამპს სურთ ისეთი დემორალიზებული ინდუსტრიების გაცოცხლება, როგორებიცაა ფოლადი და ქვანახშირი.
შრომის მდივანი
ენდრიუ პაზდერი
ბიზნესმენი
ნომინირებული
66 წლის ენდრიუ პაზდერი მოქმედი ხელისუფლების ღია კრიტიკოსია. ის 15-დოლარიან მინიმალურ ხელფასს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებასა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება. პაზდერის კომპანიას ხშირად ადანაშაულებენ შრომითი უფლებების დარღვევასა და სექსისტურ რეკლამებში. ის სწრაფი კვების რესტორნების ქსელის, CKE Restaurants-ის ხელმძღვანელი იყო 2000 წლიდან.
განათლების მდივანი
ბეტსი დევოსი
რესპუბლიკელთა დონორი, აქტივისტი
ნომინირებული
ბეტსი დევოსი ორგანიზაციის, ამერიკის ფედერაცია ბავშვებისთვის, ხელმძღვანელია.
ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისის მდივანი
ტომ პრაისი
სენატის ბიუჯეტის კომიტეტის თავმჯდომარე
ნომინირებული
ტომ პრაისის ერთ-ერთი პრიორიტეტი ე.წ. ობამაქეარის, ჯანდაცვის შესახებ კანონის გაუქმება იქნება, რომლის შემუშავებაზე მისმა წინამორბედებმა 6 წელი დახარჯეს. პრაისი დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა ობამაქეარს. ის მიიჩნევს, რომ პროგრამა საფრთხეს უქმნის ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანმრთელობის დაზღვევას. პრაისი ობამაქეარის ალტერნატიული რამდენიმე ინიციატივის ავტორია. მისი და ტრამპის ხედვა ჯანდაცვის სისტემაზე დიდი დოზით ემთხვევა. პრაისის აზრით, აბორტზე სახელმწიფო ფონდიდან თანხა ლიმიტირებულად უნდა დაიხარჯოს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც რელიგიური მიზეზების გამო აბორტის შესრულება არ სურთ, დაცული უნდა იყვნენ.
სახელმწიფო მდივანი
რექს ტილერსონი
ინვესტორი და ბიზნესმენი
ნომინირებული
რექს ტილერსონი ნავთობკომპანია ექსონ მობილში 2004 წლიდან მუშაობს, ამ კომპანიას აქვს ბიზნეს ინტერესები რუსეთში, თავად ტილერსონს კი მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. ექსონ მობილის პრეზიდენტმა საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა აშშ–ს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო და მას "დიდი ზიანის მომტანი" უწოდა.
ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მდივანი
გენერალი ჯონ კელი
საზღვაო ქვეითთა ყოფილი გენერალი
ნომინირებული
ჯონ კელი პასუხისმგებელი იყო იმ საფრთხეების განეიტრალებაზე, რომლებიც სამხრეთ და ცენტრალური ამერიკაში მდებარე ნარკოტიკების კრიმინალური ქსელებიდან მომდინარეობდა. ეს არის საკითხი, რომელზეც ტრამპი აქტიურად აპელირებდა კამპანიის პერიოდში. კელი, ასევე, ხელმძღვანელობდა ოპერაციებს კუბაში.
ეროვნული დაზვერვის დირექტორი
ადმირალი მაიკ როჯერსი
ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი
სავარაუდო
მაიკ როჯერსი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსია, ის უსაფრთხოების კუთხით აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას ხელმძღვანელობს, თუმცა ცოტა ხნის წინ, The Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, ამჟამინდელმა დაზვერვის დირექტორმა და თავდაცვის მდივანმა ობამას ურჩიეს, როჯერსი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.
ენერგეტიკის მდივანი
რიკ პერი
ტეხასის ყოფილი გუბერნატორი
სავარაუდო
რიკ პერი ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკელი იყო, რომელიც ტრამპს აკრიტიკებდა, მას თავადაც სურდა პრეზიდენტობისთვის ბრძოლა, თუმცა საარჩევნო მარათონს მალევე გამოეთიშა და ტრამპის კანდიდატურასაც მიესალმა. პერი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრიდა კენჭს. 2011 წელს, დებატებში, პერი ამტკიცებდა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო გასაუქმებელი იყო, ამის ფონზე მისი ამ უწყების სათავეში შესაძლო მოსვლა, ბევრში ირონიას იწ
მშენებლობისა და ურბანული განვითარების მდივანი
ბენ კარსონი
ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი
ნომინირებული
ბენ კარსონი ტრამპის ყოფილი მოწინააღმდეგე და შემდგომში მხარდამჭერი იყო. კარსონი პროფესიით ნეიროქირურგია. მისი კანდიდატურა განიხილებოდა ჯანმრთელობისა და განათლების მდივნის პოზიციაზეც. ტრამპის მსგავსად, კარსონს არ აქვს ქვეყნის მართვის გამოცდილება.
ტრანსპორტის მდივანი
ელაინე ჩაო - Elaine Chao
ყოფილი შრომის მდივანი
ნომინირებული
ჩაოს დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. ის პირველი ეთნიკურად აზიელი ქალია, რომელიც ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო კაბინეტში მოხვდა და შრომის მდივანი გახდა. ის, ასევე იყო United Way-ს გენერალური დირექტორი და მშვიდობის კორპუსის ხელმძღვანელი. მისი მეუღლე სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიტჩ მაკკონელია.
შინაგან საქმეთა მდივანი
ამ თანამდებობაზე ტრამპს კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია, თუმცა სავარაუდო კანდიდატები არიან:
- სარა პეილინი, ალასკას ყოფილი გუბერნატორი;
- მერი ფელონი, ოკლაჰომას გუბერნატორი;
- რიკ პერი, ტეხასის ყოფილი გუბერნატორი;
- კეტი მაკმორის როჯერსი, კონგრესის წევრი ვაშინგტონიდან;
სოფლის მეურნეობის მდივანი
ფორესტ ლუკას
Lucas Oil Products-ის დამფუძნებელი
სავარაუდო
ლუკასი ცხოველთა დაცვის მოწინააღმდეგე აქტივისტია, მან ცხოველთა უფლებების "რადიკალური დამცველების" წინააღმდეგ არაკომერციული ორგანიზაცია დააფუძნა. ორგანიზაციის სახელია დაიცავი მოსავალი, დევიზი კი - "შევინარჩუნოთ თავისუფალი, მაძღარი და მხიარული ამერიკა".
მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორი
ტომ კობარნი
ყოფილი სენატორი
სავარაუდო
კობარნმა თავისი სენატორის კარიერა სამთავრობო ხარჯების წინააღმდეგ "ჯვაროსნულ ომად" გადააქცია. მას ბატონ არას (Dr. No) ეძახდნენ იქედან გამომდინარე, რომ კობერნი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს რესურსის ხარჯვას. მენეჯმნეტისა და ბიუჯეტის ოფისი არის უწყება, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს ეხმარება ბიუჯეტის მომზადებაში. ის აფასებს სხვადასხვა პროგრამის ეფექტიანობას და განსაზღვრავს ხარჯების პრიორიტეტებს.
გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორი
სკოტ პრუიტი
ოკლაჰომას გენერალური პროკურორი
ნომინირებული
პრუიტი გარემოს დაცვის სააგენტოს აქტიური კრიტიკოსია და არაერთხელ შეუტანია საჩივარი მის წინააღმდეგ სასამართლოში. პრუიტი არ აღიარებს კლიმატურ ცვლილებებს.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი
მაიკ პომპეო
კონგრესმენი კანზასიდან
ნომინირებული
პომპეო 2010 წელს Tea Party-ს წევრი იყო. სწავლობდა West Point-სა და ჰარვარდის სამართლის სკოლაში.
ამერიკის ელჩი გაეროში - UN Ambassador
ნიკი ჰეილი
სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი
ნომინირებული
მიუხედავად იმისა, რომ ჰეილი ტრამპის რიტორიკას პრაიმერების დროს ძალიან აკრიტიკებდა, ის რესპუბლიკური პარტიის ძალიან მნიშვნელოვანი წევრია. ჰეილი ერთ-ერთია ტრამპის კაბინეტის იმ რამდენიმე სავარაუდო წევრთაგან, რომელიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს. ასევე, იგი პირველი ქალი გუბერნატორია სამხრეთ კაროლინას ისტორიაში. თუმცა, ელჩის პოზიციაზე, შესაძლოა, სენატისგან წინააღმდეგობაც შეხვდეს, ვინაიდან საგარეო პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს.
მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია
ლინდა მაკმაჰონ
ორთაბრძოლის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი გენერალური დირექტორი
ნომინირებული
ლინდა მაკმაჰონი პროფესიანალურ ორთაბრძოლის ფრენჩაიზის დამფუძნებელია. იგი ორჯერ იყო რესპუბლიკელების კანდიდატი სენატში კონექტიკუტიდან.
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა



















კომენტარები