ეფლის უჩვეულო პატენტი "ყურადღებიანი" AirPods-ის მუშაობას აღწერს
კომპანია ეფლმა ახლახან დაარეგისტრირა პატენტი, რომელიც AirPods-ს უფრო "ყურადღებიანს" გახდის. Business Insider-ის ინფორმაციით, პატენტში ტექნიკურად აღწერილია "ახალი ყურსასმენები", მაგრამ თუ მეტად რეალისტურები ვიქნებით, დიდი ალბათობით მასში აღწერილია AirPods-ის ახალი ფუნქცია, რომელიც ავტომატურად დაარეგულირებს ხმას იმის მიხედვით, თუ სად ხართ და რას აკეთებთ.
Business Insider-ისვე ინფორმაციით, სისტემა შეეცდება გაარკვიოს, რას აკეთებთ და სად ხართ თქვენ ირგვლივ არსებული ხმაურის მიხედვით და შესაბამისად დაარეგულიროს ხმა ყურსასმენებში.
მაგალითისთვის, თუ თქვენ ისეირნებთ ტროტუარზე, ამ სისტემამ უნდა დაუწიოს ხმას იმ ყურის მხარეს სადაც მანქანები არ დადიან. შესაბამისად, მანქანების მხარეს შექმნილი ხმაური თქვენთვის შემაწუხებელი აღარ იქნება.
როგორც ყოველთვის, განაცხადი პატენტის რეგისტრაციაზე არ ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგია აუცილებლად გახდება კომპანიის რომელიმე კომერციული პროდუქტის ნაწილი. ტექნოლოგიურ კომპანიებს ხშირად ჩვევიათ ისეთი პატენტების რეგისტრირება, რომლებიც მათ არასდროს გამოუყენებიათ.
თუმცა, ვინ იცის? შესაძლოა, ჩვენ მომავალში ჭკვიანი AirPods ვიხილოთ ან, შესაძლოა, ეს სულაც ერთ-ერთი ინჟინრის ფანტაზიის ნაყოფია და ის დღის სინათლეს ვერასოდეს იხილავს.
კომენტარები