Sløborn — ევროპული სერიალი, რომელმაც კორონავირუსი იწინასწარმეტყველა
ფოტო: ZDF/Stefan Erhard
როცა ჩრდილოეთ ჩინეთში ფრინველისგრიპისმაგვარ დაავადებას აღმოაჩენენ მტრედებში, ჩრდილოეთ ზღვაში მდებარე ერთ-ერთ იდილიურ კუნძულზე წარმოდგენაც არ აქვთ, რამხელა საფრთხე მიემართება მათკენ.
თუმცა ერთ დღეს ნაპირს სამგზავრო გემი მიადგება, რომლის ბორტზეც ბრიტანელი წყვილის მუმიფიცირებული სხეულებია. მალევე ცნობილი ხდება, რომ გვამებთან ერთად კუნძულზე უცნობი ვირუსიც ჩამოვიდა.
ეს სიუჟეტი შეიძლება COVID-19-ით შთაგონებულ ისტორიად ჩანდეს, თუმცა, რეალურად, დანიურ-გერმანული სატელევიზიო სერიალი, Sløborn, გასულ წელს გადაიღეს, მისი ჩვენება კი გერმანულ არხზე მაშინ დაიწყო, როცა ევროპა და დანარჩენი მსოფლიო ნამდვილ პანდემიას ებრძვის.
სერიალი, რომლის სახელიც სიტყვების თამაშია და "ნელ წვად" ითარგმნება, მოგვითხრობს ამბავს, თუ როგორ ცვლის ვირუსი გამოგონილ კუნძულზე მშვიდ ცხოვრებას ქაოსით და დესტრუქციით.
კუნძულზე მცხოვრებლებს ურჩევენ, რომ ატარონ ნიღაბი და დაიცვან სოციალური დისტანცია. შემუშავდება კარანტინის წესები და უმალ იჩენს თავს კონსპირაციული თეორიებიც ვირუსის წარმოშობის შესახებ.
სერიალის შემქმნელები მას აღწერენ, როგორც "პოსტაპოკალიფსურ უბედურების თრილერს", რომელიც თანამედროვე ეპიკურობითაა გაჟღენთილი, მისი საშუალებით კი შესაძლებელია, გავიგოთ "რა ემართება თანამედროვე საზოგადოებას, როცა პატარა ნაპერწკალიც კი ჩვენი ცივილიზაციის დანგრევის საფუძველი ხდება". იმის გამო, რომ გამოგონილი ისტორია არსებულ რეალობასთან ძალიან ახლოსაა, ტელეკომპანია ZDF სერიალის არგაშვებასაც კი აპირებდა.
"უპირველესად, ის კითხვა გაგვიჩნდა, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ჩვენი მაყურებლისთვის სერიალი ახლა შეგვეთავაზებინა", — ამბობს სერიალის შემქმნელი და რეჟისორი, კრისტიან ალვარტი.
ალვარტი წერის პროცესში ვირუსოლოგებთან და გადაუდებელი დახმარების პერსონალთან გადიოდა კონსულტაციებს, თუ რა გეგმა ჰქონდა გერმანიას იმ შემთხვევაში, თუკი სასიკვდილო ვირუსის პანდემია გაჩნდებოდა. მისი თქმით, შთაგონების წყარო იყო ის მოსაზრება, რომ უბედურებები "მეტწილად სხვაგან ხდება". ამის შემდეგ იგი დაფიქრდა, რა იქნებოდა, თუ ერთ-ერთი უბედურება მასთან ძალიან ახლოს მოხდებოდა.
ბუნდესვერის ქვეითები კუნძულზე ევაკუაციას უზრუნველყოფენ.
ფოტო: Krzysztof Wiktor/ZDF
"გაოცებული ვიყავი, თუ როგორ გამუდმებით ვიგებთ მედიის საშუალებით მსოფლიოში მომხდარ უბედურებებსა და კატასტროფებზე, თუმცა ჩვენი ცხოვრება მაინც ჩვეულებრივად გრძელდება", — ამბობს იგი.
სერიალის გადაღებები 2019 წლის მიწურულს მიმდინარეობდა აღმოსავლეთ ფრიზის კუნძულ ნორდერნაიზე და პოლონურ საზღვაო კურორტ სოპოტში.
როცა გერმანიაში კარანტინი გამოცხადდა, გადაღებები უკვე დამთავრებული იყო. "ტანში ჟრუანტელმა დამიარა, როცა გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი წინა წელს გადავიღეთ", — აღნიშნავს ალვარტი.
-
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
გადახედვა
-
ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
-
პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა
გადახედვა
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
-
18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის 18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის
გადახედვა
-
მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს? მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
კომენტარები