რკინის ხანის დროინდელი მკვლელობის მსხვერპლი — არქეოლოგიური აღმოჩენა
ბრიტანეთში, ბუკინგემშირში მეცნიერებმა 2 ათასი წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს, რომელიც სახით მიწისკენ იყურებოდა და ხელები შეკრული ჰქონდა.
გათხრების ხელმძღვანელმა, რეიჩელ ვუდმა სიკვდილის სავარაუდო მიზეზს "იდუმალი" უწოდა. თუმცა, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ განამარხებული ადამიანი თავის დროზე განზრახ მკვლელობის მსხვერპლი გახდა.
მიმდებარე ტერიტორიაზე მეცნიერბმა რომაული დაკრძალვის ადგილებს და სტოუნჰენჯის მსგავს ხის ფორმაციებს მიაგნეს. გათხრებისას გაკეთებული აღმოჩენები მხოლოდ ერთ ისტორიულ დროს არ ეკუთვნის. ამ ადგილას ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ჩვენი წელთაღრიცხვით 43 წლამდე პერიოდის არტეფაქტები და ნაგებობები იპოვეს.
სტოუნჰენჯის მსგავსი კონსტრუქცია 65 მეტრი დიამეტრისაა და მის მსგავსად, სავარაუდოდ, ზამთრის ნაბუნიობისთვის აიგო. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანის ნამარხებიც აღმოაჩინეს, მაგალითად, ძველი ფარდულები და ცხოველების ფერმები.
განსაკუთრებით საინტერესო რომაული სასაფლოებია, სადაც თავის დროზე მხოლოდ მაღალი სტატუსის ადამიანებს მარხავდნენ. აღმოჩენილი სამარხებიდან ერთის გარდა ყველა მსგავსად "ელიტურია" — სხეულები ძვირადღირებული მასალისგან დამზადებულ კუბოებში არიან მოთავსებულნი. რკინის ხანის დროინდელი ჩონჩხი მათგან ერთადერთია, რომელიც გაკოჭილი უბრალოდ მიწაში ჩააგდეს.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მალე "რკინის ხანის" კაცის სიკვდილის ზუსტი გარემოების და მიზეზის გარკვევას შეძლებენ.
კომენტარები