გმირი ჯერ არ გვყავს — თავისუფლებისთვის მებრძოლი LGBTQ აქტივისტები კავკასიაში
მათთვის, ვინც მიღებული ნორმებიდან უხვევს, კავკასიაში ცხოვრება რთულია. მთელი კავკასიის მასშტაბით ხშირია მკაცრი პატრიარქალური წესები, სექსიზმი და ჰომოფობია. LGBTQ თემის ბევრი ადამიანი შევიწროების საფრთხის წინაშეა, თუკი მათი იდენტობა გამომჟღავნდება.
The Calvert Journal და O-zine რეგიონში მცხოვრებ ან ამ რეგიონების უფრო ვრცელი დიასპორების წარმომადგენელ აქტივისტებს ესაუბრნენ ცხოვრებაში, სამსახურსა და ხელოვნებაში სტერეოტიპებისა და საზოგადოებრივი მოლოდინების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
Deffaza
ბლოგერი
ჩრდილოეთ ოსეთში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ოჯახი რელიგიურია და მშობლებს ჩემს სექსუალურ ორიენტაციას ვერ ვუმხელდი. მრცხვენოდა, ეს სურვილები რომ გამაჩნდა. თინეიჯერობისას საზოგადოებისგან მთელ ამ ზეწოლას ვგრძნობდი. საკმაოდ მიმზიდველი ვიყავი და გოგოებს ჩემთან ერთად დროის გატარება უნდოდათ. მეც ვფიქრობდი, "რატომაც არა?", თუმცა კოცნაზე შორს საქმე არასდროს წასულა. ჩვენს სკოლაში ერთი ღიად გეი კაცი და ღიად ლესბოსელი ქალი იყო: თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი, როგორი კარგი ოჯახიდან იყო ეს ბიჭი და როგორ არაფერი ჰქონდა დასაკარგი. ვჩაგრავდი და ვამცირებდი ხოლმე. ამით ჩემი გონება იმის გააზრებას ცდილობდა, ვიყავი თუ არა ჰომოფობი.
LGBTQ თემი კავკასიაში ძლივს არსებობს. ჩრდილოეთ ოსეთში არ არის LGBTQ-კაფე, არც სხვა უსაფრთხო ადგილები. სოციალურ ქსელში თუ ბიჭს შეხვდი, ერთი კვირა მაინც უნდა დაიცადო, სანამ შენს ფოტოს აჩვენებ. უნდა იცოდე, ნამდვილ ადამიანს ესაუბრები თუ არა. აქ, ჩრდილოეთ ოსეთში, ერთი ორგანიზაცია არსებობდა, რომლის წევრებიც Hornet-ზე ბიჭებს უკავშირდებოდნენ, ხვდებოდნენ მათ, შემდეგ კი სცემდნენ, ვიდეოს უღებდნენ და აშანტაჟებდნენ ფულის გამოსაძალად.
მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ ოსეთში ხალხმა ჩემ შესახებ იცის, რადგან ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც რაღაც არატრადიციულსა თუ უჩვეულოს იცვამს, ლედი გაგას სტილში. ვლადიკავკაზში როცა ვცხოვრობდი, თავისუფლად მოაზროვნეთა ჯგუფი ჩამოვაყალიბე. ნათელ ტანსაცმელს ვიცვამდით: ჩრდილოეთ ოსეთში, თუკი ცისფერი გაცვია ლურჯის ან შავის ნაცვლად, უკვე "პიდარასტი" ხარ. ადგილობრივ მაღაზიებში ნათელი ფერების ტანსაცმელი არ იყიდებოდა, ამიტომ ონლაინ ვიწერდით ან მკერავს ვაკერინებდით. ცემით არასდროს ვუცემივარ, მხოლოდ მავიწროებდნენ. თუმცა ყოველთვის მანქანით გადავაადგილდებოდი და მხოლოდ რამდენიმე ძვირადღირებულ ადგილს ვსტუმრობდი. ამის მიუხედავადაც კი ხშირად ვეხვეოდით შარში, მათ შორის პოლიციაც გვაკავებდა.
საბოლოოდ, LGBTQ ხალხი ტოვებს რესპუბლიკას და მეც ასე მოვიქეცი — გეი კაცებისთვის ჩრდილოეთ რუსეთში უფრო მარტივია ცხოვრება. თუმცა, რაღაც გმირის მსგავსი მინდა ვიყო კავკასიისთვის, როდესაც ადგილობრივი LGBTQ თემის წარმომადგენლობაზე დგება საქმე. ბლოგერები, მაგალითად, ანდრეი პეტროვი, ამას უკვე აკეთებენ რუსეთის ევროპულ ნაწილში. თავისი ონლაინ აქტიურობით მან ბევრ ადამიანს გაუღო კარი მხოლოდ იმითაც კი, რომ კაცია და მაკიაჟს იკეთებს. თუმცა კავკასიელებს ჯერ ასეთი გმირი არ გვყავს.
ამ დროისთვის მე Instagram-ის სამ ანგარიშზე და TikTok-ზე ვაქტიურობ. უფრო დიდ პროექტებზე გადასვლას ვგეგმავ, YouTube-ისა და სხვა სოციალური ქსელების მეშვეობით, თუმცა ჯერ ისევ ჩემს აუდიტორიას ვაფართოებ.
ლილუ რამი
დიზაინერი, მხატვარი და ბლოგერი
მე არტ-დირექტორად ვმუშაობ Clever-ის გამომცემლობაში: ჩვენ გამოვცემთ წიგნებს ბავშვებისა და უფროსებისთვის. თუმცა ასევე Instagram-ის ბლოგი მაქვს, სადაც ვწერ წიგნებზე, ფემინიზმზე, სხეულის პოზიტიურად აღქმასა და საკუთარი თავის სიყვარულზე.
დაღესტნის რუსულ რესპუბლიკაში დავიბადე და გავიზარდე. პატრიარქატი აქ ძალიან ძლიერია: ქალებს არ შეუძლიათ ქმრების მიტოვება და იძულებულნი არიან, მთელი ცხოვრება იტანონ ძალადობა, რადგან განქორწინება სირცხვილად მიიჩნევა. დაზარალებულის ოჯახიც კი ხშირად მოძალადის მხარესაა. 17 წლამდე მაჰაჩყალაში ვცოვრობდი დედასთან ერთად, სკოლის დამთავრების შემდეგ კი მოსკოვში გადავედით. განათლებულ, წიგნიერ და არარელიგიურ ოჯახში გავიზარდე — დედაჩემი ტრადიციებს არ იცავდა და არც მე მაძალებდა. მაშინაც კი, როცა ვიზრდებოდი, მივხვდი, რომ არასწორია ადამიანების განსჯა მათი ორიენტაციის, გენდერისა თუ კანის ფერის მიხედვით.
თუმცა, რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში შეტყობინებების მიღება დავიწყე. მათში ნათქვამი იყო, რომ სვირინგებიან გოგოებს, როგორიც მე ვიყავი, დაღესტანთან არაფერი ესაქმებოდათ, და რომ ისინი მომკლავდნენ, გამაუპატიურებდნენ და ასე შემდეგ. იმითაც მემუქრებოდნენ, რომ მოსკოვში მიპოვიდნენ და შურს იძიებდნენ ჩემზე "კავკასიის შერცხვენისთვის". ასეთი წერილი ძალიან ბევრი იყო და ადრე მათი ძალიან მეშინოდა; წავშალე სურათები, უარს ვაცხადებდი ინტერვიუებზე და საჯაროდ იმასაც კი არ ვამბობდი, რომ კავკასიიდან ვარ.
ახლა მეგობრები ჩემს დამშვიდებას ცდილობენ და ამბობენ, რომ დაღესტანში სიტუაცია შეიცვალა, თუმცა მაინც არ მსურს, ჩემი კარგად ყოფნის რისკის ფასად გამოვცადო ამ თეორიის ჭეშმარიტება. მიუხედავად ამისა, რაღაც მომენტში გავიაზრე, რომ შეუძლებელია მუდმივად შიშში ცხოვრება: რომ ეს ზიზღი არ არის ჩემი პრობლემა და მან არ უნდა შემიშალოს ხელი იმაში, რომ ვიყო საკუთარი თავი.
შემდეგ, ერთ დღეს, გამოვაქვეყნეთ წიგნი სათაურით ისტორიები პატარა გოგონებისთვის, რომლებსაც ოცნება უყვართ (Stories for Little Girls Who Like to Dream), რომელშიც დიდი რუსი ქალების მოკლე ბიოგრაფიებს მოვუყარეთ თავი. ფემინიზმი ჩემთვის სიკეთის კეთებისადმი ლტოლვად იქცა. მინდოდა, დამეწერა ქალებზე და დავხმარებოდი მათ. საკუთარი ვებსაიტის შექმნის იდეაც მქონდა.
2019 წლის შუაში გავაკეთე მაისურები წარწერით, რომლებზეც "Love you" ("მიყვარხარ") იკითხებოდა სარკეში, რათა გოგონებს ეს თავიანთ ანარეკლში დაენახათ და გახსენებოდათ, რომ საკუთარი თავი უნდა დააფასონ. ყველანაირი მოგება Sisters Foundation-ს შევწირე — დამოუკიდებელ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს თავშესაფრით უზრუნველყოფს. რაც უფრო მეტს ვწერდი ჩემს ბლოგზე ფემინიზმისა და ძალადობრივ ურთიერთობაში ყოფნის საკუთარი გამოცდილების შესახებ, მით უფრო მეტ წერილს ვიღებდი ძალადობის მსხვერპლი ქალებისგან, რომლებსაც წასასვლელი არსად ჰქონდათ და რომლებმაც ისიც კი არ იცოდნენ, რომ მათი დასახმარებელი ცენტრები არსებობდა. საბოლოოდ, გადავწყვიტე, ჩემი ტანსაცმლებისა და აქსესუარების გაყიდვიდან მიღებული მოგების 25 პროცენტი გასაჭირში მყოფი ქალებისთვის შემეწირა.
დაღესტანში არსებულმა გარემომ რამით თუ იმოქმედა ჩემზე, მაშინ მხოლოდ კარგი უქნია: ვიცი, როგორი არ მინდა, რომ ვიყო. ნამდვილად არ მსურს, ვინმეს საქმეში ჩავერიო ან ვინმე განვსაჯო.
ეგანა ჯაბაროვა
მასწავლებელი და პოეტი
რუსეთში გავიზარდე, სრულიად აღმოსავლურ ოჯახში: მამაჩემი აზერბაიჯანიდანაა, დედაჩემი კი თურქული წარმოშობის აზერბაიჯანელია. ამან ჩემში სამუდამო ბზარი გააჩინა: რუსეთში მე "შავტრაკიანი" და "ჩურქა" ვარ (ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან წარმოშობილი ხალხის აღმნიშვნელი დამამცირებელი სიტყვები), აზერბაიჯანში კი — "rus uşağı" ("რუსი ძუკნა").
15 წლისამ გავიაზრე, რომ ჩემს კლასელ გოგონებს ბიჭები მოსწონდათ. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ხშირად მესაუბრებოდნენ "ქალის ყველაზე დიდ საიდუმლოებაზე": ქორწინებასა და შვილებზე. რა თქმა უნდა, არავინ საუბრობდა სექსზე, რადგან მუსლიმურ კულტურებში სექსი ვოლდემორივითაა — ის, რისი სახელიც არ ითქმის. მოგვიანებით მივხვდი, რომ ლესბოსელი ვარ, რაც ნიშნავდა, რომ ვერასდროს გავაბედნიერებდი ჩემს მშობლებს. მესმოდა, რომ ისინი ამას ვერასდროს შეეგუებოდნენ, ვერასდროს მიიღებდნენ, ვერასდროს მიხვდებოდნენ და ვერ დაუჭერდნენ მხარს.
ორიენტაციის ღიად გაცხადების ვიდეოებს ვუყურებდი სხვა ქვეყნებიდან — მაზოხიზმის ერთგვარი აქტი. ტრაგიკულია, როცა ადამიანს შეუძლია, მთელი გულით უყვარდეს და პატივს სცემდეს აზერბაიჯანის კულტურასა და თავის ოჯახს, შემდეგ კი უსაშინლესი არჩევანის წინაშე დადგეს: ოჯახი ან საკუთარი თავი. აქ, კომპრომისი თითქმის შეუძლებელია, ამიტომაც გვესმის ხოლმე ასე ხშირად ისტორიები ფიქციურ ქორწინებებზე, ორმაგ ცხოვრებასა და დაუსრულებელ ტყუილებზე. აქ, ტყუილს შენი გადარჩენა შეუძლია.
დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, თუ რამდენად მჭირდებოდა, ღიად მესაუბრა ჩემს ორიენტაციაზე — პირველ ყოვლისა, საკუთარი თავისთვის. ვფიქრობ, როდესაც ლესბოსელი ხარ კავკასიური ოჯახიდან, არასდროს კარგავ იმის იმედს, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებ და "ნორმალური" იქნები, შეგიყვარდება კაცი და გეყოლებათ შვილები, მხოლოდ იმიტომ, რომ შენმა ოჯახმა მიგიღოს, საზოგადოებამ კი არ დაგღეჭოს და არ გადმოგაფურთხოს.
რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ვხვდებოდი, რომ სანამ ჩემს თავთან არ ვაღიარებდი საკუთარ ორიენტაციას, ჩემში გამჯდარი ჰომოფობია არსად წავიდოდა, სამყარო კი უკეთეს ადგილად არ იქცეოდა. მხოლოდ გულწრფელობას აქვს ვიღაცის შიგნიდან გარდაქმნის განსაკუთრებული ძალა. გასაკვირი არაა, რომ გზა, რომელიც ყველაზე მეტად აშინებს ხალხს, ყველაზე სწორია.
დიმიტრი მოისწრაფიშვილი
დიზაინერი
დიზაინერად ვმუშაობ და ვსწავლობ, რომ გავხდე არტ-დირექტორი. ღიად გეი ვარ და ჩემი ორიენტაციის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტებს 2017 წლიდან ვწერ. რაღაც ეტაპზე YouTube-ს არხიც გავაკეთე: ვფიქრობდი, რომ რაღაც მქონდა ხალხისთვის სათქმელი. სოციალური ქსელი ის სივრცეა, რომელშიც შემიძლია, სხვებს გავუზიარო ჩემი ფიქრები და გრძნობები იმის თაობაზე, თუ რა ხდება ამა თუ იმ სფეროში, იქნება ეს დიზაინი თუ LGBTQ თემი.
მოსკოვში დავიბადე და აქ ვცხოვრობ, თუმცა მამაჩემი ქართველია და როცა პატარა ვიყავი, ყოველწლიურად ერთი ან ორი თვით ჩემს ბებია-ბაბუასთან ვრჩებოდი ხოლმე. მართალია, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ტრადიციული ღირებულებები იქ მაინც ჯერ კიდევ ძლიერია.
ბავშვობიდანვე წნეხს ვგრძნობდი ჩემი ნათესავებისგან, რომლებიც მეკითხებოდნენ, სად იყო ჩემი შეყვარებული, როდის მოვიყვანდი ცოლს და გავაჩენდი შვილებს. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა უფრო იყო ხოლმე, მაგრამ როცა ასეთი რამ ხშირად გესმის, ხუმრობად უკვე ვეღარ აღიქვამ — ეს მხოლოდ ვალდებულების ამ გრძნობას აჩენს, რომ ჩვენი ტრადიციები უნდა შევინახოთ.
ხშირად მწერენ კომენტარებსა და შეტყობინებებს, რომ ქართული გვარის მქონე კაცს ჩემნაირი ბლოგი არ უნდა ჰქონდეს, რომ ჩემს ოჯახსა და ქვეყანას ვარცხვენ. რეაქცია არ მაქვს. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეს ჩემი საქმეა, ჩემი გვერდი სოციალურ ქსელში და ჩემი ცხოვრება. აზრი არ აქვს ისეთ ხალხთან საუბარს, ვინც არ იცის, რა არის ტოლერანტობა და თანასწორობა.
სტატია წარმოადგენს The Calvert Journal-ისა და O-zine-ის ერთობლივ კოლაბორაციას — ეს უკანასკნელი არის დამოუკიდებელი გამოცემა რუსული ქვიარ კულტურის შესახებ.
-
გადახედვა"გახარია საქართველოსთვის" PACE-ს მოუწოდებს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები "გახარია საქართველოსთვის" PACE-ს მოუწოდებს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები
-
გადახედვამენაბდე: სამართლიანობის აღდგენის პროცესს "ოცნება" ვერ გაუძღვება, რადგან პირველ რიგში თავად უნდა დაექვემდებაროს ასეთ შეფასებას მენაბდე: სამართლიანობის აღდგენის პროცესს "ოცნება" ვერ გაუძღვება, რადგან პირველ რიგში თავად უნდა დაექვემდებაროს ასეთ შეფასებას
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მამუკა მდინარაძე: შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია
-
გადახედვასომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა დღეს ცდილობს შექმნას მმართველობის სურათი სალომე ზურაბიშვილი: დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა დღეს ცდილობს შექმნას მმართველობის სურათი
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე და მექნება მაღალი დონის შეხვედრები სალომე ზურაბიშვილი: მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე და მექნება მაღალი დონის შეხვედრები
-
გადახედვაკიდევ 3 ზღაპარი, რომლებშიც "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაგვაჯეროს კიდევ 3 ზღაპარი, რომლებშიც "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაგვაჯეროს
-
გადახედვამეცნიერებმა გამოქვაბულში პრეისტორიული სამგანზომილებიანი რუკა აღმოაჩინეს მეცნიერებმა გამოქვაბულში პრეისტორიული სამგანზომილებიანი რუკა აღმოაჩინეს
-
გადახედვაკალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოცხადდა კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოცხადდა
-
გადახედვა3 კოალიცია PACE-ს: მოგმართავთ თხოვნით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება 3 კოალიცია PACE-ს: მოგმართავთ თხოვნით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება
-
გადახედვაკალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს პერის ჰილტონის, ლეიტონ მისტერისა და სხვათა სახლები ემსხვერპლა კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს პერის ჰილტონის, ლეიტონ მისტერისა და სხვათა სახლები ემსხვერპლა
-
გადახედვაანდრო ჭიჭინაძის წინასასამართლო სხდომა 5 მარტისთვის გადაიდო ანდრო ჭიჭინაძის წინასასამართლო სხდომა 5 მარტისთვის გადაიდო
-
გადახედვაკოენი: საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები კოენი: საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს
-
გადახედვაკიტ კელოგი: დონალდ ტრამპი არ ცდილობს რაიმე მისცეს პუტინს და რუსეთს, ის ცდილობს უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის გადარჩენას კიტ კელოგი: დონალდ ტრამპი არ ცდილობს რაიმე მისცეს პუტინს და რუსეთს, ის ცდილობს უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის გადარჩენას
-
გადახედვამაიკ უოლცი: გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია მაიკ უოლცი: გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია
-
გადახედვა"რამშტაინის" შეხვედრაზე აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს "რამშტაინის" შეხვედრაზე აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს
-
გადახედვარუსებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13 ადამიანი, არიან დაშავებულებიც რუსებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13 ადამიანი, არიან დაშავებულებიც
-
გადახედვაენტონი ბლინკენი: ხედავთ მიზნის გარშემო ცხად ერთიანობას აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის ენტონი ბლინკენი: ხედავთ მიზნის გარშემო ცხად ერთიანობას აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის
-
გადახედვახვალ, 13:00 საათზე, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს ხვალ, 13:00 საათზე, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს
-
გადახედვაენტონი ბლინკენი: საქართველოში არის დემოკრატიული უკანდახევა, რაც ღრმად შემაშფოთებელია ენტონი ბლინკენი: საქართველოში არის დემოკრატიული უკანდახევა, რაც ღრმად შემაშფოთებელია
კომენტარები