NASDAQ-მა ციფრული ბაზრის სერვისების პლატფორმა წარმოადგინა
აშშ-ის სააქციო ბირჟამ, NASDAQ-მა სერვისების პლატფორმა წარმოადგინა, რომელიც ციფრული ბაზრების ეკოსისტემებს შორის აქტივების, მომსახურების და ინფორმაციის გაცვლის პროცესს ამარტივებს.
SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი) ბაზრისთვის ისეთ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს ტრანზაქციის სასიცოცხლო ციკლს სტანდარტული ფინანსური აქტივებისთვის, ტოკენიზირებული აქტივებისთვის, საკრედიტო ბარათის ვალდებულებებისთვის, ლოიალობის ქულებისთვის, უძრავი ქონებისთვის, სადაზღვევო ხელშეკრულებებისთვის, თამაშებისთვის, გარიგებებისთვის და სხვა.
პლატფორმაში გაერთიანებულია Digital Asset Suite მომსახურების პაკეტი, რომელიც DLT და მულტიღრუბლოვანი ტექნოლოგიის ბაზაზე მუშაობს. მისი მთავარი ამოცანა ციფრული აქტივების ტრანზაქციების სასიცოცხლო ციკლის და ტოკენიზებული ბაზრების მხარდაჭერაში მდგომარეობს.
გარდა ამისა, NASDAQ მაიკროსოფტთან თანამშრომლობით შემდეგი თაობის საბაზრო ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს. NASDAQ Digital Assets Suite ასევე მაიკროსოფტის ღრუბლოვანი სერვისების პლატფორმა Azure-ზე განთავსებული ბაზრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
"Marketplace Services Platform-ის შექმნით ჩვენ გთავაზობთ ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, სრულ მზადყოფნაში მყოფ ინფრასტრუქტურას ციფრული ბაზრისთვის. იგი გაძლევთ საშუალებას, ააწყოთ პლატფორმა, რომლის გამოყენებაც ბიზნესის შექმნის, ადაპტირების და გაფართოების პარალელურადაა შესაძლებელი", — აღნიშნავს NASDAQ-ის პროდუქტების მართვისა და საბაზრო ტექნოლოგიების ხელმძღვანელი, მაგნუს ჰაგლინდი.
კომენტარები