რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში — 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს
ფოტო: ევროპაბეთი
სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკვალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება.
ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის 3 თვის წინ გაფორმებული მემორანდუმი, პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" ნაწილია. კომპანია სპორტის ამ სახეობას მხარს აქტიურად უჭერს და მის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. სხვა მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ responsible.ge-ზე გაეცნოთ.
რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატის ჩატარების იდეაზე, მის მიზანსა და მნიშვნელობაზე, ასევე სამომავლო გეგმებაზე, ევროპაბეთის პოკერის, მაგიდის თამაშებისა და მინი-თამაშების განყოფილების უფროსი სანდრო ქოქოსაძე, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი რევაზ ცხოვრებაშვილი და სომხეთის ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს ჩემპიონი ხაჩიკ მელიქიანი გვესაუბრნენ.
ნარდი, როგორც სპორტი
სანდრო ქოქოსაძე: ევროპაბეთმა თებერვალში სამაგიდო თამაშების პლატფორმა მოამზადა, რომელიც ნარდის გარდა, ასევე მოიცავს დომინოს და ბურას. კომპანიამ სტრატეგიად დაისახა, რომ ეს მიმართულება ყველაზე მეტად განევითარებინა და ამ სფეროში მომხმარებლისთვის საუკეთესო პირობები შეეთავაზებინა. აქედან დაიბადა იდეა, რომ აქცენტი საქართველოში ძალიან პოპულარულ, ყველაზე მეტად საყვარელ, ცოდნაზე და არა იღბალზე დამყარებულ თამაშზე — ნარდზე გაგვეკეთებინა და სპორტული ნარდის ფედერაციასთან გვეთანამშრომლა. კომპანიასა და ფედერაციას შორის არის ურთიერთშეთანხმება. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ნარდის პოპულარიზაციაზე. კომპანიას სურს, რომ თავის პლატფორმაზე მომხმარებლებს საუკეთესო შეთავაზებები წარუდგინოს. ეს პირველი ონლაინ რეგიონალური ტურნირიც სწორედ ამის დადასტურებაა. პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად საშუალოდ 10 000 ადამიანი თამაშობს, ეს კი რეგიონში საუკეთესო შედეგია. ევროპაბეთი ჩამოყალიბდა რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდ პლატფორმად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ონლაინ რეგიონალური ტურნირი.
ჩემპიონატში რეგიონის რომელი ქვეყნებიდან ელოდებით მონაწილეებს, ჯამში, რამდენი მონარდის ჩართვას ვარაუდობთ და რამდენად ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს?
სანდრო ქოქოსაძე: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირში მონაწილეობას ქართველი გამორჩეული მონარდეებიც მიიღებენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სპორტის ამ ინტელექტუალურ სახეობაში. ასევე ველოდებით მონაწილეებს მეზობელი ქვეყნებიდან - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სავარაუდოდ, უკრაინიდანაც. ვფიქრობ, ტურნირზე კონკურენცია მაღალი იქნება და მასში მაღალი დონის მოთამაშეებიც გამოვლენ, რომლებიც ნარდს, როგორც პროფესიონალურ სპორტს, ისე უყურებენ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოსცადოს თავი პროფესიონალ მოთამაშეებთან.
როგორ აპირებს ევროპაბეთი უსაფრთხოებისა და სამართლიანი თამაშის გაკონტროლებას?
სანდრო ქოქოსაძე: არიან მოთამაშეები, რომლებიც თაღლითობენ — სვლის გასაკეთებლად სპეციალურ პროგრამას იყენებენ, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოთამაშეებისთვის განკუთვნილი დროის კონვენციები შევცვალეთ - სვლის გასაკათებლად ფიქრის დრო შევამცირეთ. აქედან გამომდინარე, ტურნირი სწრაფ რეჟიმში წარიმართება, რაც თაღლითობის შესაძლებლობას შეამცირებს. ამავდროულად, ჩვენ გვყავს სათამაშო კონტროლის გუნდი, რომელიც 12 ადამიანისგან შედგება. ტურნირის მიმდინარეობას მკაცრად გავაკონტროლებთ და თუ არასამართლიან თამაშს შევნიშნავთ, მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას.
როგორია ევროპაბეთის სამომავლო გეგმები ნარდის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში და თუ აპირებთ მსგავსი ონლაინ ტურნირების კიდევ გამართვას?
სანდრო ქოქოსაძე: კომპანიას სტრატეგიად აქვს დასახული, რომ სამაგიდო თამაშების, მათ შორის ნარდის მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში კარგი და მომგებიანი აქციებით წაახალისოს. იქნება ახალ-ახალი სიურპრიზები. რა თქმა უნდა, იქნება ახალი ტურნირებიც.
ნარდი არ განიხილება, როგორც აზარტული თამაში, ჩვენ მას ვუყურებთ, როგორც სპორტს. ჩვენი კომპანია ყველანაირად მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალური სპორტის წახალისებასა და პოპულარიზაციას. ეს ონალინ რეგიონალური ტურნირი პირველი საერთო ღონისძიებაა, რომელსაც ნარდის ფედერაციასთან ერთად ვაკეთებთ. ამ შეჯიბრით ვიწყებთ, არცთუ შორეულ მომავალში კი ვაპირებთ, კიდევ უფრო უკეთესი და დიდი ტურნირები ჩავატაროთ, გაცილებით დიდი საპრიზო ფონდით. და ბოლოს, წარმატებას ვუსურვებ მოთამაშეებს!
რევაზ ცხოვრებაშვილი: კომპანია ევროპაბეთთან გვქონდა გარკვეული ურთიერთობები, რის შემდეგაც გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც წელს ბევრი ღონისძიება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ, სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი. ონლაინ ტურნირის ჩატარების მიზანიც, პანდემიის გამო, გარკვეულ პერიოდში შინ დარჩენილი ადამიანების წახალისება და მათთვის თამაშის შესაძლებლობის მიცემაა.
საქართველოს მასშტაბით, უშუალოდ ფედერაციის ეგიდით, ონლაინ ტურნირი არ გამართულა და ეს პირველი მცდელობაა არამხოლოდ საქართველოში, მთლიანად რეგიონში. მსოფლიო ფედერაციის მხარდაჭერით, სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ ფედერაციას ამ მიმართულებით აქვს გარკვეული წამოწყებები, თუმცა არა ფართო მასშტაბებით.
ზოგადად, რამდენად წარმატებულები არიან ქართველი მონარდეები მსოფლიო მასშტაბით?
რევაზ ცხოვრებაშვილი: გამორჩეულებიც გვყავს და საკმაოდ წარმატებულებიც. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად არაერთი ტურნირი ტარდება, მაგრამ რაც შეეხება გრანდ-ტურნირებს, ასეთი რამდენიმე იმართება, მათ შორის არის: კვიპროსის გრანდ-ტურნირი, მონტენეგროს გრანდ-ტურნირი და მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მონტე კარლოში, აგვისტოში იმართება ხოლმე.
საერთაშორისო ტურნირებზე ყოველწლიურად ვაღწევთ წარმატებებს. მაგალითად, მხოლოდ შარშანდელი ოთხი დიდი ტურნირიდან ორი სწორედ ჩვენმა მონარდეებმა მოიგეს — ბაქარ მათიკაშვილმა მონტენეგროს გრანდ-ტურნირზე გაიმარჯვა, კახაბერ ნაჭყებიამ — კვიპროსის გრანდიოზულ ტურნირზე.
ონლაინ-ტურნირში რეგიონის სხვა რომელი ქვეყნებიდან იქნებიან მონაწილეები და მათ შორის თუ იქნებიან საერთაშორისო დონეზე წარმატებული სპორტსმენები?
სანდრო ქოქოსაძე: უკვე დავუკავშირდი სომხეთის, უკრაინის, თურქეთის ფედერაციებს და მათაც გამოთქვეს ტურნირში მონაწილეობის სურვილი. დადასტურებულად ვიცი, რომ უკრაინის ნარდის ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი და გუნდის კაპიტანი, მსოფლიო ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, მრავალი ტურნირის გამარჯვებული იაკობ გარალი არა მხოლოდ მიიღებს ტურნირში მონაწილეობას, თავად ჩაერთვება მის ორგანიზებასა და ტექნიკურ საკითხებშიც.
ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მონაწილეთა სიები ჯერ ისევ დგინდება, თუმცა უკვე ვიცით, რომ დაახლოებით ათი მონაწილით იქნება წარმოდგენილი სომხეთი, რომელთა შორის იქნება არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, სომხეთის ფედერაციის პრეზიდენტი ხაჩიკ მელიქიანიც.
ონლაინ-ჩემპიონატთან დაკავშირებით თავისი მოლოდინი სომხეთის ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა, მსოფლიოს ჩემპიონმა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულმა, ხაჩიკ მელიქიანმა გაგვიზიარა:
"საქართველოს ნარდის ფედერაციასთან არა მხოლოდ სპორტული, არამედ ახლო მეგობრული ურთიერთობა 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, თითქმის სამი ათეული წელიწადია გვაქვს. ჩვენ საკმაოდ ხშირად, თითქმის ყოველწლიურად ვთამაშობთ საქართველოში ორგანიზებულ ტურნირებში. პარალელურად, ქართველი მონარდეები ჩამოდიან სომხეთში სათამაშოდ. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ ურთიერთობით.
რაც შეეხება დაგეგმილ ონლაინ-ჩემპიონატს, ზოგადად, ცოცხლად თამაში მნიშვნელოვნად განსხვავდება ვირტუალურად თამაშისგან და ეს ერთგვარი სიახლეა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები შეძლებენ, ევროპაბეთის მხარდაჭერით, ტურნირის უმაღლეს დონეზე ორგანიზებას.
ამ ჩემპიონატში სომხეთიდან მონაწილეობას ათკაციანი გუნდით მივიღებთ. პირადად მე სომხეთის მრავალგზის, არაერთი საერთაშორისო ტურნირის და მათ შორის, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. გამოცდილი და ტიტულოვანი მოთამაშეები არიან ჩვენი გუნდის დანარჩენი წევრებიც, რომელთა შორის უმეტესობა სომხეთის ჩემპიონია. ასევე არიან სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები — მათ შორის საქართველოში, თურქეთში, კვიპროსში, ევროპასა და ამერიკაში გამართული ტურნირების.
ბოლოს კი, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოვიკითხავ ჩვენს კოლეგებს —საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას, რევაზ ცხოვრებაშვილის ხელმძღვანელობით, ფედერაციის წევრებსა და მოთამაშეებს. მადლობა მათ ამ მონდომებისთვის და ვუსურვებ ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩატარებას, რაშიც ჩვენი, სომეხი სპორტსმენების მხრიდან თანადგომას ვპირდებით".
ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარია, 26 ივლისს, 14:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი უკვე 5 ივლისიდან საკვალიფიკაციო პირველობები იღებს სტარტს. პრიზიორებს სოლიდურ ფულად ჯილდოსთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცემათ. ყოველი თამაში ¼ ფინალის ჩათვლით იქნება - 5 ქულამდე, ½ ფინალებში - 7 ქულამდე, ხოლო ფინალში - 9 ქულამდე. ჩემპიონატის გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს.
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
კომენტარები