იაპონიის პატარა ქალაქში სიარულის დროს სმარტფონის გამოყენება აკრძალეს
იაპონიის ქალაქ იამატოში უცნაური ახალი კანონი შემოიღეს: ქვეითად მოსიარულეებს სმარტფონების გამოყენება ეკრძალებათ.
იამატოში თვლიან, რომ სმარტფონები საზოგადოების წევრების ჯანმრთელობისთვის საშიშია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის მოსახლეებში ეს ახალი წესი პოპულარობით სარგებლობს.
როდესაც მგზავრები იამატოს მატარებლის სადგურზე ჩამოვლენ, ჩანაწერი მათ გააფრთხილებს, რომ სიარულის დროს სმარტფონების გამოყენება აკრძალულია.
"სმარტფონების გამოყენება აკრძალულია. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მობილური მას შემდეგ, რაც სიარულს შეწყვეტთ", — ნათქვამია ჩანაწერში.
თუმცა, სიარულის დროს სმარტფონის გამოყენებისთვის გარკვეული სასჯელი არ არსებობს.
იამატოს მოსახლეობის გამოკითხვისას, მათი უმეტესობა თანხმდება, რომ სმარტფონის სიარულის დროს გამოყენება საშიშია, თუმცა ყველა არ ეთანხმება იმას, რომ ამის გამო მსგავსი კანონის მიღება საჭიროა.
"არ მგონია, რომ ამის აკრძალვა საჭიროა", — განაცხადა 17 წლის არიკა ინამ.
"ხშირად ვხედავ, რომ ადამიანები სიარულის დროს სმარტფონებს იყენებენ. ისინი ასეთ დროს მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებას არ აქცევენ", — განაცხადა 54 წლის კენზო მორიმ, — "მობილური ტელეფონის გამოყენება დამოკიდებულებას იწვევს, ისინი მობილურის ეკრანს თვალს არ აშორებენ და სურთ, რომ მეგობრებთან მუდმივი კავშირი შეინარჩუნონ".
კომენტარები