ხელმისაწვდომი გახდეს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში — სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილი Facebook-ს
ფოტო: SEAN GALLUP / GETTY IMAGES
არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები Facebook-ს მოუწოდებენ, გაითვალისწინოს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო და წინასაარჩევნოდ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ სოციალური მედიის გიგანტის ხელმძღვანელებს, რომ გაძლიერდეს ძალისხმევა საარჩევნო პერიოდში არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამოსავლენად. განცხადების ხელმომწერებს შორის, სხვა მედიებთან ერთად, არის On.ge-ც.
"ჩვენ — საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს, გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისა და უცხო ქვეყნის აქტორების მიერ ფეისბუქზე დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოყენებით თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობებზე, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და საქართველოს დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს", — წერია განცხადებაში.
ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციის კამპანია ფეისბუქზე ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეინიშნებოდა, რისი მიზანიც ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა და ნეგატიური კამპანიის ფონზე საარჩევნო პროცესის რადიკალიზაცია იყო. ამგვარი მეთოდები გამოიყენებოდა გასულ წელსაც, ყველა პოლიტიკურად გარდამტეხ მომენტში.
განცხადებაში აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის როლი საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელებაში და ხაზგასმულია, რომ 30 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყანა აგრესიულ ქმედებებს ახორციელებს, რომელთა ნაწილში ჰიბრიდული ომი მოიაზრება. ასევე, ხელმომწერების განცხადებით, ფეისბუქის მიერ კოორდინირებული არაავთენტური ქსელების წაშლამ, რომელთა დიდი ნაწილი მმართველ გუნდთან ასოცირდება, ნაწილი კი ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული, დაადგინა, რომ გარე მტრული აქტორების გარდა, მანიპულირებას ქვეყნის შიდა აქტორების მხრიდანაც აქვს ადგილი.
ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ არაავთენტური ანგარიშების წაშლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საინფორმაციო სივრცის განტვირთვაში თუმცა ამ ღონისძიებას დროებითი ეფექტი ჰქონდა, რადგან არაავთენტური გვერდები ახალი ტაქტიკების გამოყენებით ცდილობენ აირიდონ ფეისბუქის სანქციები. პოლიტიკური რეკლამების გაუმჭვირვალობის პირობებში, მავნე აქტორები ახერხებენ გვერდი აუარონ პოლიტიკური ხარჯების დეკლარირებისთვის საქართველოს კანონმდებლობის დადგენილ ვალდებულებებს.
"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ფეისბუქს აქვს შანსი მტკიცე ქმედებებით და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის ფეისბუქის ხელთ არსებული მექანიზმები", — წერია განცხადებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერები მოუწოდებენ კომპანიას:
- რაც შეიძლება მალე ხელმისაწვდომი გახდეს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში, ისევე როგორც ეს მოხდა 2019 წელს უკრაინაში და ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნების წინ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს რეკლამის დამკვეთის/გადამხდელის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, თითოეული რეკლამისთვის დახარჯული თანხის ოდენობა და ვალუტა, რეკლამის განთავსების პერიოდი, ასევე, პოსტის გავრცელების გეოგრაფიული არეალი და დემოგრაფიული დიაპაზონი;
- უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა საარჩევნო პერიოდში არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამოსავლენად და მასში ჩართული ანგარიშების პლატფორმიდან დროულად წასაშლელად;
- კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამოვლენისა და შესაბამისი ქსელების წაშლის შემდგომ, ამ ანგარიშების მიმდევრებსა და მომწონებლებს „ფეისბუქმა“ შეტყობინებით უნდა აცნობოს რომ შესაბამისი ანგარიში წაიშალა კოორდინირებული საეჭვო ქცევის გამო;
- ფეისბუქმა უნდა განავითაროს და გააღრმავოს თანამშრომლობა შესაბამისი რეპუტაციის მქონე მიუკერძოებელ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც სოციალური მედიის მონიტორინგსა და ფაქტების გადამოწმებაზე მეთოდოლოგიურად მუშაობენ და უზრუნველყოს მათ მიგნებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება.
აიკრძალოს პოლიტიკური რეკლამების მიკროტარგეტირება მომხმარებლის ქცევის მიხედვით; - აიკრძალოს უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან პოლიტიკური რეკლამის განთავსება.
ფეისბუქმა უნდა აამაღლოს გვერდების გამჭვირვალობის სტანდარტი და გაასაჯაროვოს გვერდების დადასტურებულ მფლობელთა შესახებ ინფორმაცია. ამასთან, კვლავ საჯარო უნდა იყოს „ფეისბუქ“ გვერდების ადმინისტრატორების რაოდენობისა და ლოკაციის, ასევე გვერდების სახელების ცვლილების შესახებ ინფორმაცია; - ფეისბუქმა უნდა შემოიღოს ფაქტების გადამოწმების უფრო მკაფიო მონიშვნის შესაძლებლობა და ამისთვის ითანამშრომლოს IFCN-ის მიერ აკრედიტირებულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან საქართველოში.
ხელმომწერები იმედს გამოთქვამენ, რომ ფეისბუქის მხრიდან დროული რეაგირება და ამ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის ქართული დემოკრატიისა და 2020 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების დაცვას ქვეყნის შიგნით თუ გარედან მომდინარე გამოწვევებისგან.
"როგორც თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, თქვენ გჯერათ, რომ დემოკრატიის პირობებში, მნიშვნელოვანია ხალხმა ნახოს და მოისმინოს რას ამბობენ პოლიტიკოსები და ამის საფუძველზე თავად გააკეთონ დასკვნები. თუმცა, საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები — ეს კი, თქვენი ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის, ხოლო ჩვენ გვჯერა, რომ ფეისბუქი დემოკრატიის მხარეს დადგება", — წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- მოძრაობა სირცხვილია;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- ონლაინგამოცემა პუბლიკა — publika.ge;
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი;
- მწვანე ალტერნატივა;
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;
- ტელეკომპანია ფორმულა;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- ტაბულა;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP);
- საქართველოს გაეროს ასოციაცია;
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- მთავარი არხი;
- კავშირი საფარი;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
- ევროპის ფონდი;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი — საქართველო;
- მედიასაშუალება ინდიგო;
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის;
- ცენტრი ემპათია;
- საზოგადოება და ბანკები;
- ლიბერალური აკადემია — თბილისი;
- ონლაინ გამოცემა On.ge;
- ტელეკომპანია პირველი;
- ტელეკომპანია კავკასია;
- სტუდია მონიტორი;
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ინტერნიუსი — საქართველო;
- თბილისი პრაიდი;
- საქართველოს მომავლის აკადემია;
- ფორსეტი;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრი (EMC);
- OC-Media;
- IWPR საქართველო;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები