ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. პაციენტი გუდაუთის კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 36 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 27 გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. "ეხო კავკაზას" ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტი 45 ადამიანს გაუკეთეს.