ახალი კვლევის მიხედვით, ძაღლებს პატრონების გადარჩენა ნამდვილად სურთ
ახალი კვლევის მიხედვით, ძაღლებს საკუთარი პატრონების საფრთხისგან დაცვა ნამდვილად სურთ — ამის გასაგებად კი მკვლევრებმა რიგი ექსპერიმენტები ჩაატარეს.
მათ მიერ ჩატარებულ მთავარ ტესტში 60 ძაღლი მონაწილეობდა. ტესტის ფარგლებში, ძაღლების პატრონები დიდ ყუთში იყვნენ გამოკეტილნი, რომელსაც მსუბუქი კარი ჰქონდა, რათა ძაღლს იგი მარტივად გაეღო. ყუთში ყოფნისას კი პატრონები დახმარებას ითხოვდნენ.
"ძაღლების ერთმა მესამედმა საკუთარი პატრონი გაადაარჩინა. საქმე იმაშია, რომ იმ ძაღლების რაოდენობა, რომლებმაც პატრონი გადაარჩინეს ჩამოუვარდება იმ ძაღლების რაოდენობა, რომლებსაც პატრონის გადარჩენა სურდათ", — განაცხადა ფსიქოლოგმა ჯოშუა ბორგმა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პატრონის გადარჩენა უფრო მეტ ძაღლს სურდა, თუმცა არ იცოდნენ ეს როგორ ექნათ.
ისეთ ტესტში, სადაც ყუთში საჭმელი მოათავსეს, 60 ძაღლიდან 19-მა სასუნაოს მოპოვება შეძლო. ამ 19 ძაღლიდან კი 16-მა საკუთარი პატრონის გათავისუფლებაც მოახერხა.
ძაღლების მოტივაციის გასაგებად მკვლევრებმა სხვა ექსპერიმენტებიც ჩაატარეს. მეპატრონეებს საკუთარი ძაღლის სახელის თქმის უფლება არ ჰქონდათ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი უბრალოდ პატრონის ბრძანებებს არ ასრულებდნენ. კიდევ ერთ ტესტში კი მეპატრონეები ყუთში ყოფნის დროს უბრალოდ ჟურნალს კითხულობდნენ, რათა შედეგები იმ ტესტისთვის შეედარებინათ, სადაც ისინი დახმარებას ითხოვდნენ.
"როგორც აღმოჩნდა, იმ ტესტის დროს, როდესაც პატრონები დახმარებას ითხოვდნენ, ძაღლები ბევრად ნერვიულობდნენ — ისინი მეტად ყეფდნენ, მეტად წკმუტუნებდნენ", — აცხადებს ბორგი.
ტესტში, სადაც პატრონები ყუთში კითხულობდნენ, კარი 16-მა ძაღლმა გახსნა, რათა პატრონები გამოეყვანათ ან მათთან ერთად ყოფილიყვნენ. მკვლევრების თქმით, ძაღლებისთვის მოტივაციას უბრალოდ პატრონთან ყოფნა წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი საფრთხეში არიან, ეს სურვილი ბევრად ძლიერია.
ის ფაქტი, რომ ყუთი საკვებისთვისა და პატრონის გადარჩენისთვის ძაღლების თითქმის თანაბარმა რაოდენობამ გახსნა, მიგვანიშნებს, რომ ორივე ქმედება მათთვის თანაბრად მნიშნელოვანია.
"ეს კვლევა ყველაზე შთამბეჭდავი იმითაა, რომ იგი გვიჩვენებს თუ რამდენად ზრუნავენ ძაღლები პატრონებზე. სპეციალური ვარჯიშების გარეშეც კი ისინი გასაჭირში მყოფ ადამიანებს ეხმარებიან", — აცხადებს ფსიქოლოგი კლივ ვეინი.
კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები