როგორ უნდა მოვიქცეთ მოლებში და სავაჭრო ცენტრებში — ახალი წესები
ფოტო: GETTY
დღეიდან, პირველი ივნისიდან, მოლები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფროსები მონატრებულ შოპინგს დავუბრუნდებით და ბავშვებსაც, რომლებიც ამ სამ თვეში სწრაფად გაიზარდნენ, შესაბამისი ზომის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ექნებათ.
თუმცა, ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურად ნამდვილად აღარ იქნება. მოლებში და სავაჭრო ცენტრებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა და ცოდნა მოგვიწევს. კონკრეტულად კი:
- ვერ შევალთ პირბადის გარეშე, ზოგიერთ მაღაზიაში კი აუცილებელი ხელთათმანები, ასევე, შესვლამდე ხელების დამუშავება;
- გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცების თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის იქნება სპეციალური დახურული კონტეინერები;
- სავაჭრო კომპლექსში ერთი კონკრეტული შესასვლელით და გასასვლელით ვისარგებლებთ;
- შესასვლელთან დაგვხვდება თერმოსკრინინგის კამერა და თუ ტემპერატურა დაფიქსირდა, შეატყობინებენ 112-ს;
- შესასვლელთან იქნება დეზობარიერები, რომლებზე გავლა სავალდებულოა;
- მოგვიწევს დავიცვათ დისტანცია მოლების საერთო სივრცეებში. აქ ერთდროულად ძალიან ბევრი მომხმარებელი არ უნდა იყოს და ნაკადს მოლის ადმინისტრაცია გააკონტროლებს;
- მოლის საერთო სივრცეში ერთი ადამიანისთვის გათვლილია 10 კვადრატული მეტრის ფართი, ხოლო მაღაზიებში 5 კვადრატული მეტრი;
- შეზღუდვა იქნება ლიფტით გადაადგილებაზეც — აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა და ლიფტში ერთდროულად ბევრი ადამიანი ვერ მოთავსდება;
- სავაჭრო ცენტრებში ჯერჯერობით არ იქნება კინოთეატრები, კვების ობიექტები და გასართობი ცენტრები;
- სასურველია, შეძენილი ნივთის საფასური გადავიხადოთ ბარათით და არა ნაღდი ანგარიშსწორებით;
- მოლებში ხშირად გავიგონებთ ან დავინახავთ ინფორმაციას კორონავირუსის პროფილაქტიკის შესახებ.
ცხადია, მომხმარებლისთვის ამ პირობების შექმნა მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვისაც დამატებითი მოთხოვნების აუცილებლობას გულისხმობს. გარდა იმ რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფისა, რაც მომხმარებლებზეა გათვლილი, მათ ევალებათ ისეთი ღონისძიებებიც, რომლებიც შესაძლოა ვერ ვნახოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ. მათ შორის:
- უსაფრთხო დისტანციისთვის იატაკზე უნდა დაამაგრონ სტიკერები ან ნახაზები წარწერებით: "აქ დაელოდეთ რიგს!", "მოიცადეთ აქ! დაიცავით დისტანცია!";
- საერთო გამოყენების ფართი ყოველდღიურად უნდა დაალაგონ და ჩაატარონ დეზინფექცია სველი წესით;
- ყოველ ორ საათში ერთხელ სადეზინფექციო ხსნარით უნდა დაამუშაონ ესკალატორების სახელურები, ლიფტის ღილაკები, მოაჯირები, კარების სახელურები, საბანკო ტერმინალები და სხვა ხშირად გამოყენებული ზედაპირები;
- დაბინძურების შესაბამისად უნდა დაალაგონ სანიტარული კვანძები (საპირფარეშო და ა.შ.), მაგრამ არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით.
რაც შეეხება ზაფხულში ძალიან აქტუალურ საკითხს, სიგრილეს მოლებში, მთავრობამ ესეც განსაზღვრა. ვენტილაცია იქნება, თუმცა მხოლოდ გარედან შემოსული ჰაერით. ამასთან, ადმინისტრაციამ ის ნომინალურ სიჩქარეზე მოლის გახსნამდე 2 საათით ადრე უნდა დააყენოს და სიჩქარე მინიმალურამდე შეამციროს დახურვიდან 2 საათის შემდეგ. არ შეიძლება ვენტილაციის გამორთვა და არასამუშაო საათებში მინიმალური სიჩქარით უნდა მუშაობდეს. გარდა ამისა, ჰაერის ნაკადის სწორი მიმართვისთვის, სველ წერტილებში ფანჯრები არ უნდა იყოს ღია. კიდევ ერთი მოთხოვნაა ცენტრალური კონდიცირების სისტემის ფილტრების ყოველთვიურად შემოწმება და მათი გაწმენდა დაბინძურების შემოწმებისა, მაგრამ არანაკლებ 4 თვეში ერთხელ.
ვალდებულებები აქვთ არამარტო სავაჭრო ცენტრებისა და მოლების ადმინისტრაციებს, არამედ აქ მდებარე სხვადასხვა მაღაზიების მფლობელებს. ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტში განსაზღვრულია დამსაქმებლის და დასაქმებულის ვალდებულებები.
დამსაქმებელი/კომპანია ვალდებულია:
-
არ დაუშვას სამუშაო სივრცეში პირი, რომელიც არ არის აღჭურვილი სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (შესაძლებელია როგორც პირდაპირი აკრძალვა, ასევე ობიექტის მიერ სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა): ნიღაბი სავალდებულოდ მოსახმარი; ხელთათმანები საჭიროებისამებრ; სახის დამცავი ფარიც საჭიროებისამებრ; სპეციფიკური სამუშაოს შემთხვევაში კი აუცილებელი სპეცტანსაცმელი;
-
განათავსოს ხელის ჰიგიენის, რესპირატორული ჰიგიენის და კორონავირუსული ინფექციის გადაცემის თავიდან აცილების სხვა თვალსაჩინოებები (მათ შორის ნიღბის მორგების, მოხსნის შესაბამისი წესები);
-
ობიექტზე უზრუნველყოს დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახური მეშვეობით;
- უზრუნველყოს სივრცეში 5მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვების შესაძლებლობა;
- სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნეს აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლები უზრუნველყოს სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი სამედიცინო ნიღბით;
- "სავაჭრო კუნძულები" აღჭურვოს ოთხივე მხრიდან გამჭვირვალე დამცავი ბარიერით, ხოლო ისეთ სავაჭრო კუნძულებზე, რომელთა დიზაინი და სპეციფიკა არ იძლევა კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას, დასაქმებულები აღჭურვოს სახის დამცავი ფარებით, პირბადეებით, ხელთათმანებით და უზრუნველყოს უსაფრთხო დისტანციით (2 მ);
- საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე,აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, ნიღაბი, დამცავი ფარი);
- უზრუნველყოს სათავსებში ავეჯის ისეთი განლაგება, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია; იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება უსაფრთხო დისტანციის დაცვა დასაქმებულებს შორის (დახლების შემთხვევაში), გამოიყენოს გამყოფი ტიხრები (ბარიერები);
- უზრუნველყოს საკუთარი სივრცის შესასვლელში/სამუშაო ადგილზე ხელის სადეზინფექციო 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება;
- აკონტროლოს ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენოს სავაჭრო დახლების წინ (არსებობის შემთხვევაში) მოინიშნოს უსაფრთხო დისტანცირების მაჩვენებელი პირობითი ნიშნით;
- სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით): "აქ დაელოდეთ რიგს!", "მოიცადეთ აქ! დაიცავით დისტანცია!";
- დამლაგებელი უნდა აღჭურვოს ერთჯერადი სამედიცინო ნიღბით, სპეც-ფორმით და ზემოდან ერთჯერადი ხალათით, რომელსაც ექნება სრული სახელოები, სპეციალური/სქელი ხელთათმანებით (მრავალჯერადი), თვალის დამცავით (სათვალე ან სახის ფარი); დახურული სპეცფეხსაცმლით;
- მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს დასაქმებულებს COVID-19 ვირუსთან დაკავშირებული ყველა საკითხისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელია აუდიო ვიდეო სისტემის მეშვეობით);
- განათავსოს ჰიგიენური საშუალებებით დაცვის ღონისძიებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია სათანადო ადგილას, მათ შორის ხელის დაბანის, ნიღბის მორგების, ტარების და მოხსნის წესები;
- უზრუნველყოს ყველა ხშირად შეხებადი ზედაპირის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით ორსაათიანი ინტერვალებით (მათ შორის კლავიატურის, ქალაქის ტელეფონის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების);
- უზრუნველყოს ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით ორსაათიანი ინტერვალებით, ხოლო სამუშაო დღის ბოლო მოხდეს მისი სრული დეზინფექცია;
- უზრუნველყოს სამუშაო სივრცის მუდმივი ვენტილაცია;
- უზრუნველყოს დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინოს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
- ანგარიშსწორებისთვის უპირატესობა მიანიჭოს უნაღდო ანგარიშსწორებას.
სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში დასაქმებული ვალდებულია:
- დაიცვას ჰიგიენის წესები;
- იმუშაოს დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
- მისალმებისას არ ჩამოართვას ხელი თანამშრომელს და მოერიდოს სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
- მოერიდოს თავშეყრას, დაიცვას რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);
- სამუშაოების შესრულებისას სრულად გამოიყენოს ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც აწვდის დამსაქმებელი;
- სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთაოს სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებს სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
- გამოიყენოს 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებს ხელების დაბანას და გაშრობას. ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
- დახველების და დაცემინების დროს მიიფაროს სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი, გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდოს ურნაში;
- მოერიდოს ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში თმა უნდა ჰქონდეს შეკრული ან მჭიდროდ დამაგრებული, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.
ეს იმ წესების ჩამონათვალია, რომელთა დაცვა ყველას მოგვიწევს. ჯანდაცვის სამინისტრო გვახსენებს, რომ ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება ვირუსების უმეტესობისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
კომენტარები