ჰაინანის კუნძულზე უიშვიათესი პრიმატის ორი ახალი წარმომადგენელი იპოვეს
ახლახან მსოფლიოს უიშვიათესი პრიმატის, გიბონის ახალი ორი წარმომადგენელი იპოვეს. სახეობა ტყის აქტიური გაჩეხვისა და ბრაკონიერობის გამო გადაშენების პირას იმყოფება და მათ ამჟამად მხოლოდ ჩინეთში, ჰაინანის კუნძულზე შეხვდებით.
1950-იან წლებში გიბონების რიცხვი 2 000-ს შეადგენდა, 1970-იანი წლებისთვის კი 10-მდე დაეცა. ბოლოს ჩატარებული აღწერის მიხედვით კი, სახეობის რიცხვი 30-მდე გაიზარდა — ისინი კუნძულზე, ხუთ სხვადასხვა ჯგუფში ცხოვრობენ.
სახეობის რაოდენობის მატება ათწლეულების განმავლობაში მუშაობისა და ჰაინანის კონსერვაციული პროექტის დამსახურებაა.
"ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჰაინანი ამ მშვენიერ ცხოველს და მის საოცარ სიმღერას დაკარგავს", — განაცხადა ერთ-ერთმა ბუნების დამცველმა ფილიპ ლომ.
გიბონები ტყეში ხმამაღალი შეძახილებით საკმაოდ ცნობილები არიან — ისინი ამ მეთოდით საკუთარ ტერიტორიას ნიშნავენ. მოზრდილი წყვილები კი განთიადისას დუეტში მღერიან, რათა მათი კავშირი გაამყარონ.
ადგილობრივი სოფლის მოსახლეებმა გასული წლის ბოლოს ორი გიბონის შეძახილების ხმა გაიგეს, რომლებიც სახეობის ძირითადი ადგილმდებარეობიდან მოშორებით ცხოვრობენ. მოგვიანებით კი მამრი და მდედრი შენიშნეს, რომლებიც ერთად მღეროდნენ.
გიბონების ოჯახი ერთი მამრისგან, ორი მდედრისგან და მათი ახალგაზრდა ნაშერებისგან შედგება.
ფილიპ ლოს თქმით, გიბონი ჯერ კიდევ უიშიათეს პრიმატს წარმოადგენს, თუმცა გადაშენების საფრთხის თავიდან აცილება და მათი რაოდების აღდგენა კვლავ შესაძლებელია.
კონსერვაციული საქმიანობა ჰაინანში 2003 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც პირველმა აღწერამ სახეობის მხოლოდ 13 წარმომადგენელი დააფიქსირა. პროგრამის ფარგლებში კონსერვაციონისტებმა კუნძულზე პატრულირება და მონიტორინგი, მკვლევრებმა კი პრიმატის ქცევის შესწავლა დაიწყეს. ასევე, საკვებისა და თავშესაფრის არსებობისთვის ათასობით ხე დარგეს.
კომენტარები