პროზით დანახული საქართველო: როგორ ეცნობა ახალი თაობა ისტორიას
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, რომელმაც, სამწუხაროდ, მხოლოდ სამ წელიწადს, საბჭოთა ოკუპაციამდე იარსება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა კი მხოლოდ 1991 წლის 9 აპრილს აღდგა.
ახალი თაობა საქართველოს ბოლო საუკუნის ისტორიას სკოლის სახელმძღვანელოებისა თუ უფროსების მონაყოლით ეცნობა. ის, რაც უფროსი თაობისთვის ყოველდღიურობა იყო, ახალგაზრდებისთვის უკვე ისტორიაა, რომლის ნაწილიც თავად არ ყოფილან, მაგრამ მისი შედეგები მათ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს.
ქართულ პროზაში ხშირია ისტორიული სიუჟეტი; თანამედროვე ავტორებიც აქტიურად აღწერენ ბოლო საუკუნის მოვლენებს. ეს დამატებითი საშუალებაა ახალგაზრდებისთვის, უკეთ და განსხვავებული კუთხით გაიცნონ თავიანთი ქვეყნის ისტორია.
ერთია, ისწავლო ისტორიული ფაქტები, მაგრამ ბევრად საინტერესოა, იკითხო ტექსტები, ეძიო კონტექსტები და ამ გზითაც გაიაზრო, რა გავლენას ახდენდნენ ეს მოვლენები მოქალაქეებზე, მათ ყოველდღიურობასა თუ მენტალიტეტზე; როგორი იყო მათი საქართველო.
სტატიაში წარმოგიდგენთ ახალგაზრდების შთაბეჭდილებებს 8 თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნის შესახებ. საინტერესოა, როგორ გაიცნეს მათ საქართველოს უახლესი ისტორია მხატვრული ლიტერატურის საშუალებით.
ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა — ბესო სოლომანაშვილი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ბესო სოლომონაშვილის რომანი, რომელსაც ავტორი "ალუზიურ მისტიფიკაციასაც" უწოდებს, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდზე მოგვითხრობს, პერიოდზე, როცა 1921 წელს ბოლშევიკი წითელარმიელები საქართველოში შემოიჭრნენ და სულ რამდენიმე წლის მოპოვებული დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ წაგვართვეს.
ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, კითხვის პროცესი განსაკუთრებით მძიმე გამოდგა, რადგან სიუჟეტი ვითარდება ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ავტორი იმდენად რეალურად აცოცხლებს ერთი საუკუნის წინანდელ ამბებს, რომ თვალწინ მიდგება ყოველი ნაცნობი ქუჩის იმდროინდელი სისხლიანი სახე, კითხვის პროცესში წარმოვიდგენ, რას ვიზამდი 100 წლით ადრე რომ მეცხოვრა სტალინის გორში, სადაც, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში ადამიანები ჯალათებად იქცნენ, შევძლებდი რამის შეცვლას? თავად ვინ ვიქნებოდი, სისხლიანი ჯალათი თუ მორიგი დახვრეტილი? მესმის, რთულია ამ წიგში მოყოლილი სისხლის სუნით გაჟღენთილი ამბების წაკითხვა, თუმცა, ალბათ, —აუცილებელიც. ამ ტექსტის წერას რომ დავამთავრებ, გავალ გარეთ და დიდხანს ვისეირნებ ქალაქში, რომელსაც ბელადი აღარ ჰყავს.
ვა, სოფელო — ზაირა არსენიშვილი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
სკოლაში ისტორიის სწავლა არასდროს მიყვარდა, რადგან არაფრისმთქმელი რიცხვებით დაწერილი წლების მიღმა თითქოს ვერ ვხედავდი რეალურ ამბებს. ზაირა არსენიშვილის წიგნმა, "ვა, სოფელომ", ჩემთვის ეს ყველაფერი შეცვალა და იმდროინდელი საქართველოს ისტორიის თითოეული ამბავი უფრო ხელშესახები გახადა. ზოგადად, მიჭირს ხოლმე გონებაში ფაქტების, ეპოქების სწორად დალაგება და დამახსორვება, ზაირა არსენიშვილის ეს ნაწარმოები კი ჩემთვის, შეიძლება ითქვას, ამ ეპოქის სახელმძღვანელოდ იქცა.
ძალიან მძაფრად და მტკივნეულად აღვიქვი ის ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა და მივხვდი, რომ ახლა სადმე თუ მოვკრავდი ამ პერიოდის აღმნიშვნელ წლებს თვალს, ეს თარიღები აღარ იქნებოდა უბრალოდ რიცხვები, რადგან მათ უკან იდგა ადამიანური ისტორიები და გრძნობები,რომლებიც წიგნის საშუალებით უბრალოდ კი არ დავიმახსოვრე, არამედ მთლიანად შევიგრძენი. მეც განვიცადე, მეც ძალიან გავბრაზდი, მეც ამეტირა და მეწყინა ჩვენი ქვეყნის ის ტრაგედია, რომელიც ამ წიგნში სამი თელაველი ქალის მონათხრობითაა გადმოცემული.
კუპიდონი კრემლის კედელთან — აკა მორჩილაძე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ამ წიგნს ერთ უცნაურობას შეამჩნევთ — კითხულობ გვერდებს ერთმანეთის მიყოლებით და პარტიული დაპირისპირებების, დახვრეტისა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარების ისტორიებს მიღმა მთავარი ქალი პერსონაჟი და იმისი ამბავი ხანდახან სადღაც ქრება. მერე თავად მთხრობელი მიხვდება, რომ დაიკარგა და შენც ლამის დაგკარგა, მოგიბოდიშებს ამისთვის და განმარტავს — "ჩვენ ხო ყოველივეს ვუყურებთ ერთი კუთხით: ჩვენი სამშობლო,საქართველო სულ გადასარჩენია". რადგან წიგნი ერთი ბრიჯებიანი გოგოს ამბავია, ავტორიც დიდ ყურადღებას უთმობს სტალინის ეპოქაში ქალების ცხოვრების, მათზე მოყოლილი მითებისა და აკიდებული პასუხისმგებლობების, ქვეყნისა თუ ოჯახის წევრების გადარჩენის მცდელობაში ხან ამაღლებული და ხან ჩაკარგული ხმების აღწერას.
"კუპიდონი კრემლის კედელთან" ისეა დაწერილი, რომ მუსია ერისთავის პერსონაჟიც სწორედ ავტორიტეტების, იდეოლოგიებისა თუ ქვეყანაში გამეფებული ცვალებადი კონტექსტის პარალელურად ვითარდება. მკითხველი ცხადად ხედავს და აფასებს თითოეული გადასხვაფერების კვალს არა მხოლოდ ზოგადი, ისტორიული და ხშირად უცხო მნიშვნელობით, არამედ რეალურ ისტორიებსა და პერსონაჟების განცდებზე დაყრდნობით.
მზე, მთვარე და პურის ყანა — თემურ ბაბლუანი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
თემურ ბაბლუანის წიგნი "მზე,მთვარე და პურის ყანა" წიგნი-ენციკლოპედიაა მეოცე საუკუნების ბოლო ათწლეულების თბილისის, საქართველოს შესახებ. ავტორი თითქმის დეტალურად აღწერს ყველა ამბავს, რომელიც ამ დროში ვითარდება და გვაწვდის ინფორმაციას ადამიანების, მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულებისა თუ ურთიერთობების შესახებ. გვიყვება ეთნიკურად განსხვავებული ადამიანების სიყვარულსა და მათ თანაცხოვრებაზე თბილისის ძველ უბანში.
პოლიტიკა და ამ კუთხით განვითარებული მოვლენები, ადამიანები, რომლებიც საკუთარი სტატუსით სარგებლობენ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ამ დიდ ამბავში. ისტორიული ამბების "ადამიანური" ენით გადმოცემული ამბები მთავარ გმირთან ერთად გვამოგზაურებს საქართველოში, მოსკოვსა თუ ციმბირში.
ჯინსების თაობა — დათო ტურაშვილი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ყველაზე მეტად, რამაც წიგნში გამაოცა, გარდა გეგასა და თინას უპირობო სიყვარულისა, იყო თვითონ ის გარემო, საქართველოს იმდროინდელი ყოფა, რომელშიც მათ ცხოვრება უწევდათ — ინფორმაციული ვაკუუმი, შეზღუდული თავისუფლება, მილიცია, რომელიც ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა და ყველგან გხვდებოდა.
ჩემთვის, როგორც დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ადამიანისთვის, ეს ყველაფერი რთული წარმოსადგენია და წიგნის კითხვისას ყოველთვის ღრუბლიან, წვიმიან, რაღაც ჭუჭყიან სურათს ვხედავდი, რომელშიც დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოსურნე ახალგაზრდები სინათლის სხივივით გამოჩნდნენ.
პატარა ქვეყანა — ლაშა ბუღაძე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
საინტერესო იყო იმ მოვლენების შესახებ კითხვა, რომლებიც ჩემს დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე მოხდა, ან იმ პერიოდში, როცა ძალიან პატარა ვიყავი საიმისოდ, რომ ეს ისტორიული პერიპეტიები აღმექვა. ორმაგად საინტერესოა იმ რეალური ადამიანების პერსონაჟებად დანახვა, რომელთაც თითქმის ყოველდღე ვუყურებდი ტელევიზორში.
არასდროს მქონია ნათელი წარმოდგენა მეოცე საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულ ამბებზე. ამ წიგნიდან ბევრი ჩემთვის უცნობი ფაქტიც შევიტყვე, რაც დამეხმარა, ერთგვარად, მთლიანი სურათი ამეწყო იმ ისტორიისა, რომელზეც ბუნდოვანი შეხედულება მქონდა.
კანიბალიადა — მიშა ბახსოლიანი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მიშა ბახსოლიანის რომანი კანიბალიადა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდის შესახებ მოგვითხრობს. წიგნის პერსონაჟები იმ საზოგადოების წევრები არიან, რომელიც ეპოქამ პერვერსიის სიმბოლოდ აქცია. რომანში მაქსიმალური სიმძაფრითაა ნაჩვენები ომის ზეგავლენა ადამიანების ცხოვრებაზე.
გადარჩენისთვის ბრძოლამ ისინი ოდიოზურ პიროვნებებად აქცია. შიში, შიმშილი, უშუქობა, ცხოვრება დამახინჯებული მენტალიტეტით — ეს იყო ყოველდღიურობა იმ თაობისა, რომელიც უსასრულოდ იდგა პურის რიგში. ირონიულია, ამ წიგნის პერსონაჟები აფხაზეთის ომს გაექცნენ, უკეთესი ბედის საძებნელად დედაქალაქს მიაშურეს, მაგრამ აქაც ომი დახვდათ, თანაც ბევრად უფრო სასტიკი — ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდი საქართველოს ისტორიიდან — ბრძოლა, რომელშიც მამებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარეს. რთულია, მოისმინო ამბები ოთხმოცდაათიანებიდან. არ აქვს მნიშვნელობა, გიცხოვრია თუ არა იმ დროს, ამ წიგნში ყველა ამბავი ისეთია, საერთოდ რომ არ გაგეგონოს ტყვიის გასროლის ხმა, თითოეული სიტყვა მაინც ავტომატის კაკანივით ჩაგესმის ყურში.
მიბრუნება — მიხეილ იოჰანი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ხშირად ვკითხულობთ წიგნებს, რომლებიც წინა საუკუნეების, განვლილი წლებისა და დეკადების შესახებ გვიყვებიან, თუმცა მცირედი იწერება საქართველოს თანამედროვე ისტორიაზე. ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, მნიშვნელოვანია იმ თანამედროვე ამბების ლიტერატურული რეფლექსია, რომლის ნაწილიც თავად ვიყავი. ვფიქრობ, რომ მიხეილ იოჰანმა ბოლო წლების მოვლენებიდან ზუსტად შეარჩია ის კონკრეტული, რომელიც გვეხმარება, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, თუ რამდენად განსხვავდება ადამიანების შეხედულებები მათი პირადი გამოცდილების მიხედვით.
სიუჟეტი 2018 წლის მაისში ვითარდება და კლუბების დარბევისა და ახალგაზრდების პროტესტის შესახებ მოგვითხრობს. თითქოს გმირებზე ბევრი არაფერი ვიცით და მათ გასაცნობადაც ცოტა დრო გვაქვს, წიგნში აღწერილი მოვლენები სულ რამდენიმე დღე გრძელდება. მიუხედავად ამისა, მარტივი ამოსაცნობია თითოეულის ხასიათი და მათი ქმედებების საფუძველი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გარშემო, სამეგობროში, სანათესაოსა თუ სამეზობლოში, ყველას გვყავს მათი პროტოტიპები. ყველა ვიცნობთ ბებიას, რომელიც შვილიშვილის აქციაზე ყოფნის წინააღმდეგი იყო; ყველამ ვიცით იმ რადიკალური დაჯგუფებების წევრების შესახებ, რომლებიც მშვიდობიანი აქციის დარბევას აპირებდნენ; ყველანი ვიცნობთ ადამიანს, რომელიც (შეიძლება ჩვენთან ერთადაც კი) ცეკვით იბრძოდა იმისთვის, რისაც სწამდა. მგონია, რომ ამ ერთი შეხედვით კარგად ნაცნობი პერსონაჟების განზოგადებისა და საერთო სურათის შეფასებისათვის, "მიბრუნება" ძალიან კარგი საშუალებაა, რომელიც მნიშვნელოვან მოვლენებთან კიდევ ერთხელ მიგვაბრუნებს.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
26 მაისთან დაკავშირებით, სტატიაში აღნიშნული წიგნები სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტსა და მაღაზიებში შეგიძლიათ ფასდაკლებით შეიძინოთ.
ავტორები წერენ ისტორიას და გვაძლევენ შესაძლებლობას, გავიხსენოთ თუ გავიცნოთ სხვადასხვა დროის საქართველო. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და შემოგვთავაზეთ პოსტები თქვენი საყვარელი ქართული ტექსტების შესახებ ჰეშთეგით #იკითხექართული.
-
ილია II-ის პანაშვიდზე მისვლას მრევლი 22 მარტის 02:00 საათამდე შეძლებს — დაკრძალვის განრიგი ილია II-ის პანაშვიდზე მისვლას მრევლი 22 მარტის 02:00 საათამდე შეძლებს — დაკრძალვის განრიგი
გადახედვა
-
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ
გადახედვა
-
პაპი ლეო XIV: "უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა" პაპი ლეო XIV: "უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა"
გადახედვა
-
ქვიზი: არჩევ თუ ვერა მწვანილებს? ქვიზი: არჩევ თუ ვერა მწვანილებს?
-
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს
გადახედვა
-
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
გადახედვა
-
UK, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია და კანადა ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებენ UK, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია და კანადა ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებენ
გადახედვა
-
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
ფაშინიანის თქმით, თუ საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, სომხეთი ომში აღმოჩნდება ფაშინიანის თქმით, თუ საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, სომხეთი ომში აღმოჩნდება
გადახედვა
-
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები
-
თიბისი კაპიტალი და On.ge ინვესტიციების ვაჭრობის ტურნირს იწყებენ — ჩაერთე და მოიგე წილი $3000-იანი საპრიზო ფონდიდან თიბისი კაპიტალი და On.ge ინვესტიციების ვაჭრობის ტურნირს იწყებენ — ჩაერთე და მოიგე წილი $3000-იანი საპრიზო ფონდიდან
-
ტრამპის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა ტრამპის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მსოფლიო საპატრიარქო: ილია II-ის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება მსოფლიო საპატრიარქო: ილია II-ის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
გადახედვა
-
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
იტალია, გერმანია და საფრანგეთი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დახმარებას მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გასწევენ იტალია, გერმანია და საფრანგეთი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დახმარებას მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გასწევენ
გადახედვა
-
Freedom House: საქართველოში თავისუფლების ინდექსი ბოლო ერთ წლის განმავლობაში 4 ქულით შემცირდა Freedom House: საქართველოში თავისუფლების ინდექსი ბოლო ერთ წლის განმავლობაში 4 ქულით შემცირდა
გადახედვა
-
ილია II-ის დაკრძალვაზე, ვატიკანიდან ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა ილია II-ის დაკრძალვაზე, ვატიკანიდან ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა
გადახედვა
-
ხანდაზმულ კურიერს ხალხმა მილიონი დოლარი შეუგროვა ხანდაზმულ კურიერს ხალხმა მილიონი დოლარი შეუგროვა
გადახედვა
-
გიგი უგულავა: მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელორუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ გიგი უგულავა: მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელორუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ
გადახედვა
-
ნახეთ — ბობ დილანის უცნობი და შთამბეჭდავი მხატვრული ნამუშევრები ნახეთ — ბობ დილანის უცნობი და შთამბეჭდავი მხატვრული ნამუშევრები
გადახედვა
კომენტარები