საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 — თბილისში.

უწყების ცნობით, არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება. მათივე ინფორმაციით, შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი.