როგორ იცვლება და ერგება გადახდის სისტემები კორონავირუსის პანდემიას
ცნობილი საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ს ცნობით, კორონავირუსის მიმდინარე პანდემია გლობალურ ეკონომიკასა და გადახდების ინდუსტრიაზე ხანგრძლივ უარყოფით გავლენას მოახდენს.
კორონავირუსის გავრცელებას საზოგადოებასა და ინდუსტრიებზე მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ მძიმე შედეგები მოაქვს. მრავალი კომპანია, მათ შორის ფინანსური სერვისების სექტორიც, დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, უპირველესი მიზანი, რა თქმა უნდა, თანამშრომლებისა და მომხმარებლების დაცვაა.
McKinsey-ს თქმით, ეს მიდგომა ტრანზაქციების ინდუსტრიაში მონაწილე ყველა მხარემ მკაცრად უნდა გაატაროს. რეპორტის მიხედვით, საგადადახდო სისტემები საკამოდ მოქნილი გამოდგა — დატვირთვის და შეცვლილი მიდგომების მიუხედავად ამ კუთხით სისტემურად მსოფლიოში ხარვეზები არ ფიქსირდება.
ბზარი ეკონომიკაში
კორონავირუსის გამო გატარებული შეზღუდვები, რომლის დროსაც დისტანციურმა მუშაობამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, კვლავ გრძელდება. მოსალოდნელია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში, გლობალური მშპ, შესაძლოა, 40 პროცენტამდე შემცირდეს — მსგავსი პროგნოზი კეთდება გადახდების სექტორის მიმართაც.
მიუხედავად ამისა, McKinsey-ს მიხედვით, ტრანზაქციებისა და გადახდების სექტორის სტაბილურობა გლობალური ეკონომიკის აღდგენაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ამის გათვალისწინებით, კომპანიამ განსაზღვრა, როგორ უნდა ადაპტირდეს და შეეგუოს გადახდების ინდუსტრია ახალ ნორმას.
შეგუება და განვითარება
კომპანიის ექსპერტების თქმით, გლობალურად, მოგების ზრდა უარყოფით ნიშნულზე გადავა. "2019-ში გაკეთებული 6%-იანი ზრდის პროგნოზის ნაცვლად, მოგება, შესაძლოა, 8-10 პროცენტით, ანუ 165-210 მილიარდი დოლარით შემცირდეს".
ეს კლება შეგვიძლია შევადაროთ 2008-2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს მოგების 11%-იან შემცირებას.
პროგნოზის მიხედვით, საცალო გაყიდვები და საგადასახადო სერვისები მნიშვნელოვნ დარტყმას მიიღებენ, ასევე შემცირდება ქვეყნებს შორის მიმდინარე B2B და მომხმარებლებსა და ბიზნესებს შორის მიმდინარე ტრანზაქციები.
ამ ცვალებად გარემოში, როდესაც ამ სექტორს ეკონომიკის გამოცოცხლებაში უმნიშვნელოვანესი როლი ექნება, McKinsey ამბობს, რომ საგადასახადო კომპანიებმა საკუთარი პორტფოლიოები შესაბამისად უნდა გადააწყონ, შეცვალონ სამოქმედო მოდელები და ფოკუსირდნენ მომხმარებლების მხარდაჭერაზე.
კომენტარები