აშშ-ის CDC-მ კორონავირუსის 6 ახალი სიმპტომი დაამატა
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, COVID-19-ს სხვადასხვა სიმპტომები ემატება. ზოგადად ახალი დაავადება პაციენტების სხვადასხვა ჯგუფებში განსხვავებულად მიმდინარეობს. არსებობს ბევრი სიმპტომატური ანომალია, რომელიც თავს იშვიათად იჩენს ხოლმე.
CDC-ის მიხედვით, რამდენიმე სიმპტომი, მათ შორის კანკალი, კუნთების და თავის ტკივილი, მშრალი ყელი, გემოს შეგრძნების და ყნოსვის დაქვეითება, COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში იმდენად ხშირად იჩენს თავს, რომ ისინი ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სიმპტომების სიას მიუმატეს.
ეს დამატებები, კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის გაგებაში უკეთ დაგვეხმარება. აშშ-ში და ბევრგან, იმისთვის, რომ SARS-Cov-2-ის ტესტირება გაიაროთ, სიმპტომების ჩვენება აუცილებელია.
ყველა სიმპტომი თუ ცნობილი იქნება, ტესტირების გავლას უფრო მეტი ადამიანი შეძლებს. მათ შორის ისინი, ვინც COVID-19-ის "არატრადიციულ" ან ნაკლებად გავრცელებულ სიმპტომებს აჩვენებენ.
კომენტარები