იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე
22 აპრილი დედამიწის დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავე, ეკოსკოლის პროგრამის ფარგლებში ყველა სკოლის მოსწავლეს, 7 დან 14 წლამდე, გარემოსდაცვით კონკურსში იწვევს.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ადამიანები სახლებში რჩებიან, გარემოს დაბინძურების კუთხით სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. მეტიც, ერთჯერადი დამცავი საშუალებები დაბინძურების დამატებითი წყაროც აღმოჩნდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მრავალმხრივი საკომუნიკაციო აქტივობები, რომელთა პირველი ეტაპი, სახლიდან გაუსვლელად, სკოლის მოსწავლეების აქტიურობით და მათი ოჯახის წევრების ჩართულობით შეიძლება განხორციელდეს", — აცხადებს ორგანიზაცია.
სწორედ ამიტომ მას აქვს ინიციატივა და სკოლის მოსწავლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს, რომელშიც მათი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების ჩართვაც შეეძლებათ.
კონკურსის პირობები ასეთია:
- თუ თქვენი სახლის მახლობლად დაბინძურების ადგილი შენიშნეთ, აღწერეთ არსებული მდგომარეობა და დაფიქრდით, როგორ შეიძლება მოსახლეობას კარგად აუხსნათ, რატომ არ უნდა დავაბინძუროთ გარემო და რატომ არის თითოეული ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანი. ან დაფიქრდით, ხომ არ იცით ნარჩენების შესამცირებელი რაიმე ხერხი, რომელსაც გავიზიარებდით;
- შექმენით თქვენი საოჯახო ჯგუფი (ბებიის ან ბაბუის, დედის ან მამის, დის ან ძმის მონაწილეობით) და მათთან ერთად მოამზადეთ ორიგინალური საკომუნიკაციო პოსტერები (სლოგანების, მოწოდებების და ნახატების გამოყენებით), რომელთა დახმარებითაც ბევრ ადამიანს ჩართავდით გარემოსდაცვით აქტივობებში და ყურადღებას გაუმახვილებდით ამ საერთო პრობლემაზე;
- გაგვაცანით თქვენი ჯგუფის წევრები (ფოტოების ან ვიდეოს დახმარებით) და თქვენი ნამუშევარი ატვირთეთ სოციალურ ქსელში ჰეშტეგით, #ეკოსკოლა #იზრუნეგარემოზე #დარჩისახლში და გააგვიგზავნეთ მისამართზე: [email protected]
შემოსულ ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს და გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემათ ეკომეგობრული პრიზები. ნამუშევრების მიღება 23 მაისამდე გაგრძელდება.
ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამას საქართველო აპრილის დასაწყისში შეუერთდა. მისი რეგიონალური წარმომამადგენელია, ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავე, რომლის ინიციატივით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება კონკურსი იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები