შეგახსენებთ, რომ ინსტაგრამში მიმოწერის ვებ-ვერსიის ტესტირება წლის დასაწყისში დაიწყო და დღეიდან სიახლე უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვებ-ვერსიაში მიმოწერის სამომხმარებლო გამოცდილება მაქსიმალურად იმეორებს მობილურ აპლიკაციაში არსებულ შესაძლებობებს, როგორებიცაა ემოჯი კლავიატურის გააქტიურება, ფოტო-ვიდეო ფაილების გადაგზავნა და სხვა.

ფოტო: Instagram

ვებში მიმოწერის მხარდაჭერა ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისთვის და სოც.მედია მენეჯერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ აღნიშნული სოც.ქსელის აქტიურ მომხმარებლებს დღეში ათასობით წერილზე უწევთ პასუხის გაცემა, რაც დესკტოპ კომპიუტერის მომხმარებლებისთვის ბრაუზერში ბევრად მოსახერხებელია.

ფეისბუქში, ინსტაგრამსა და WhatsApp-ში კომუნიკაციის საშუალებები სულ უფრო მეტ ახალ ფუნქციას იძენს. ცუკერბერგის განცხადებით, მომავალში სამივე პლატფომის მომხმარებლებს ერთმანეთთან მიმოწერის შესაძლებლობაც ექნებათ.