მეცნიერებმა წითელი ჭარხლისგან ახალი, უსაფრთხო ლურჯი პიგმენტი შექმნეს
ლურჯი ფერი ადამიანებისთვის სიმშვიდესთან ასოცირდება, თუმცა მისი შექმნა საკმაოდ რთული პროცესია. ლურჯის მიღება გარკვეული მინერალების ისეთ ელემენტებთან გაზავებით შეიძლება, როგორიც ვერცხლისწყალი და ტყვიაა, მაგრამ ისინი მომწამვლელები არიან. ლურჯი საღებავის შექმნის სხვა მეთოდებიც ხშირად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.
თუმცა, შესაძლოა, ლურჯი ფერის შექმნის სხვა გზაც არსებობდეს, მაგალითად ისეთი, სადაც ბუნებრივად წითელ ნივთიერებას გამოვიყენებთ. სწორედ ასეთი რამ სცადა ბრაზილიელმა ქიმიკოსმა ერიკ ბასტოსმა.
"მოლეკულების სტრუქტურებს ხშირად ვამოწმებ და ვცდილობ წარმოვიდგინო მის დასამორჩილებლად რა ტიპის ცვლილებები შემიძლია განვახორციელო. მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთულია", — განაცხადა ბასტოსმა.
ბასტოსმა ჭარხლისგან პიგმენტი გამოყო, მისი მოლეკულური სტრუქტურა შეისწავლა და იგი ლურჯ პიგმენტად გადააქცია. ბასტოსმა მას BeetBlue უწოდა.
ბასტოსი ჭარხლისგან ლურჯი ფერის გამოყვანით დაინტერესებული მას შემდეგ გახდა, რაც იგი ბეტალაინთან, ჭარხლის ფესვებში არსებულ უიშვიათეს პიგმენტთან მუშაობდა. როგორც ირკვევა, ჭარხლის ფესვების წვენის ძალიან მცირე რაოდენობითაც კი ძალიან დიდი რაოდენობის ლურჯი საღებავის მიღება შეიძლება. სწორედ ამიტომ, ბასტოსმა საკუთარი ბეტალაინების შექმნა გადაწყვიტა. შემდეგ მან ეს პიგმენტები რამდენიმე სხვა ინგრედიენტს შეურია და ქიმიური რეაქცია დაიწყო, შედეგად კი ფერი წითლიდან ჯერ ყვითელი, შემდეგ მწვანე და ბოლოს ლურჯი გახდა.
ბასტოსს თავდაპირველად BeetBlue-ს ბიოსამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება სურდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ გამოვიდა. სამაგიეროდ, მან წარმატებულად შეღება მალტოდექსტრინი, სახამებლიდან მიღებული ნივთიერება, რომელიც საკვებ დანამატად გამოიყენება, ასევე იოგურტი, აბრეშუმი, ბამბა და თმის ნიმუშებიც.
ხოლო როდესაც მას სხვადასხვა ტესტირება ჩაუტარეს, აღმოჩნდა, რომ BeetBlue მომწამვლელი არ არის, თუმცა იმის დასამტკიცებლად, რომ იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა, დამატებითი ტესტებია საჭირო.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები