Apple-მა კორონავირუსის სკრინინგის ვებგვერდი და აპლიკაცია შექმნა
Apple-მა დღეს ახალი აპლიკაცა და ვებგვერდი გაუშვა, რომელიც კორონავირუსის სკრინინგში დაგვეხმარება. საიტსა და აპლიკაციაში თავმყორილია ონლაინ სკრინინგ საშუალებები, ინფორმაცია ეპიდემიის შესახებ და სხვა საჭირო რესურსები, რომლებიც დაგვეხმარება მივხვდეთ, გვჭირდება თუ არა COVID-19-ის ტესტის ჩატარება ან სასწრაფო გადაუდებელი დახმარება.
ეფლმა საიტი და აპლიკაცია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან, გადაუდებელი მართვის ფედერალურ სააგენტოსთან და თეთრ სახლთან მუშაობით შექმნა.
სკრინინგის სისტემა კითხვების მეშვეობით არკვევს თქვენს სიმპტომებს, მოგზაურობის ისტორიასა და კონტაქტებს, რომელიც შეიძლება დაინფიცირებულ ადამიანთან გქონოდათ.
სკრინინგის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ თქვენ გადახვალთ ახალ გვერდზე, სადაც აპლიკაცია ავტომურად გირჩევთ გჭირდებათ თუ არა COVID-19-ზე ტესტის გაკეთება. Apple-მა პრესრელიზში აღნიშნა, რომ სკრინინგის ხელსაწყო "არ არის იმ ინსტრუქციების ჩამნაცვლებელი, რასაც ჯანდაცვის ორგანიზაციები და სხვა ავტორიტეტული წყაროები გასცემენ."
კომენტარები