სამედიცინო კომპანია Abbott-ის მიერ დამზადებულ ახალ ტესტს კორონავირუსის გამოვლენა 5 წუთში შეუძლია, თანაც ტესტის გაკეთება ექიმთან ვიზიტისას (ან გადაუდებელ მიმღებში) შეიძლება. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ტესტი "გადაუდებელი გამოყენებისთვის" გუშინ დაუშვა.

ტესტი Abbot-ის პლტაფორმა ID NOW-ს იყენებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ პასუხის მისაღბად ნიმუშის ლაბორატორიაში გადაგზავნა საჭირო არაა, რაც პასუხის მიღების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ტესტის გასაკეთებლად პაციენტის ცხვირიდან ან ყელიდან ნაცხის აღებაა საჭირო. დადებითი პასუხის მიღებას 5 წუთი სჭირდება, უარყოფითისას კი 13.

ეს ამ ტიპის მეორე ტესტია, რომელიც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ დაუშვა.

Abbot-ის მიერ დამზადებული ტესტი სტანდარტული PCR მეთოდისგან განსხვავდება. PCR მეთოდისას ნიმუშის გარკვეული პერიოდულობით გაცხელებაა საჭირო, Abbot-ის მიერ დამზადებული ტესტი კი ტემპერატურის ცვლილებას არ საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ის ზომაში უფრო პატარა და პრაქტიკულია.

ამჟამინდელი გეგმით, კომპანია მომავალი კვირიდან დღეში 50 000 ტესტის გამოშვებას აპირებს.