Bosch-ის ახალი სწრაფი ტესტი კორონავირუსს 2,5 საათზე ნაკლებ დროში ადგენს
კომპანია Robert Bosch GmbH-მა COVID-19-ის ახალი ტესტი შექმნა, რომელსაც დიაგნოზის დასმა 2,5 საათზე ნაკლებ დროში შეუძლია. ტესტი კომპანიის მიერ შექმნილ მოლეკულური დიაგნოსტიკის პლატფორმა Vivalytic-ს იყენებს.აღნიშნული მოწყობილობა ჰოსპიტალებსა და ლაბორატორიებში სხვადასხვა დაავადების იდენტიფიცირებისთვის უკვე გამოიყენება.
იგი გერმანიაში აპრილში იქნება ხელმისაწვდომი და საერთაშორისო ბაზარზეც გავა.
"ინფიცირებული პაციენტების ამოცნობა და იზოლაცია ბევრად სწრაფად მოხდება", — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა ოფიცერმა ვოლკმარ დენერმა.
ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა გერმანია და სამხრეთ კორეა, ტესტირება დაავადების გავრცელებისთანავე დაიწყეს, ამ ქმედებით კი სიკვდილიანობის მაღალი დონე თავიდან აიცილეს. ხოლო იტალიასა და აშშ-ში, სადაც მასობრივი ტესტირება არ მომხდარა, დაავადებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება.
ძალიან ბევრგან ადამიანებს ტესტის პასუხის ლოდინი რამდენიმე დღეც კი უწევთ. სწორედ ამიტომ სხვადასხვა კომპანიამ სწრაფი ტესტების წარმოება დაიწყო.
Roche-ს ტესტს დღეში 4 000-ზე მეტი ადამიანის შემოწმება შეუძლია.
აღნიშნულმა მოლეკულური დიაგნოსტიკის სწრაფმა ტესტებმა მსოფლიოს გარშემო 470 000 შემთხვევა დაადასტურა. ტესტი ინფექციის შესახებ დიაგნოზს ადამიანის ნიმუშზე ვირუსის ნუკლეინის მჟავის ძებნის შედეგად სვამს.
Bosch-ის სწრაფი ტესტი ექვს კვირაში შეიქმნა და მას ერთდროულად 10 რესპირატორული პათოგენის ამოცნობა 95% სიზუსტით შეუძლია.
მეცნიერები ასევე სისხლზე დაფუძნებული ტესტების სანდოობას განიხილავენ. აღნიშნული ტესტები მოლეკულურ ტესტებთან შედარებით ნაკლებად ზუსტია, მაგრამ იგი ბევრად იაფი და მარტივად დასამზადებელია.
კომენტარები