რას ჰყვებიან ქალები, რომლებიც ექიმს კარანტინის დროს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
ფოტო: AJC
29 წლის მარიამ ქ. საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გავლით 24 მარტს, დილით შემოვიდა. ის მარნეულის სასტუმროს კარანტინში მოათავსეს.
მარიამი On.ge-სთან ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში არავის გაუსინჯავს და არც ტემპერატურა გაუზომეს, ექიმის კონსულტაცია კი ღამის საათებში შესთავაზეს. სპეციალისტი მის ნომერში საღამოს 10 საათისთვის შევიდა. თავდაპირველად კორონავირუსის სიმპტომების არსებობით დაინტერესდა, რაზეც მარიამმა უპასუხა, რომ არაფერი აწუხებდა.
"საბაბი არ მიმიცია, რომ ჩემზე რამე განსაკუთრებული კვლევა ჩაეტარებინა. დაიწყო ყელის დათვალიერება, მერე სასუნთქი გზები უნდა გავსინჯოთო. გზადაგზა მეკითხებოდა, უი, რამდენი წლის ხარ, სად სწავლობ. ასე ღიად არ მაწვებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არა იყო. მერე მითხრა, ზედა უნდა გაიხადო, რომ სუნთქვა შევამოწმოთო. ეგ ჩვეულებრივ ამბად მივიჩნიე, მაგრამ თავი უკვე უხერხულად ვიგრძენი. ვუთხარი, ლიფს ჩავიცვამ და მოვალ-მეთქი", — ამბობს მარიამი.
ის ჰყვება, რომ შემდეგ ექიმმა, გასინჯვის გაგრძელების მოტივით, ლოგინზე დაწოლა მოსთხოვა. მარიამის თქმით, კაცმა განუმარტა, რომ ზურგზე დაწოლა სახსრების შესამოწმებლად იყო საჭირო, რადგან სახსრების ტკივილი კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომია.
"მაცვია უთხელესი ელასტიკი და მითხრა, რომ ეს ელასტიკიც უნდა გაიხადოო. ჩავიწიე ელასტიკი კოჭებამდე [...] შემოწმება დაიწყო ნეკნებიდან. ყველაზე დიდი ხანი საშოს არეში გაჩერდა. ზედ საშოზე ხელი არ დაუდია, მაგრამ ასე ჩაუყვა ბარძაყის გვერდებს. მერე გადმომატრიალა მუცელზე. საჯდომის ქვემოთაც ჩამიყო ხელები, მერე კოჭები და მუხლებიც გამისინჯა, ხელებზე არაფერი შეუმოწმებია. მითხრა, ღრმა სახსრების გამტარობაც გამოვიკვლიეთო", — ჰყვება მარიამი.
მისივე თქმით, მთელი პროცესის განმავლობაში თავს უხერხულად გრძნობდა, ამიტომ აქეთ-იქით იყურებოდა და ელოდა, როდის დამთავრდებოდა შემოწმება. მარიამი იხსენებს, რომ ამის გამო ექიმმა ერთგვარი შენიშვნაც მისცა — უთხრა, რომ შემოწმების დროს მისთვის თვალებში შეეხედა და მზერა სხვა რამეზე არ გადაეტანა. მისივე თქმით, გასიჯნვის დროს ექიმმა რამდენჯერმა ჰკითხა, ცხოვრობდა თუ არა მარტო, რადგან იზოლაციაში გადასვლის შემდეგ მარტო უნდა ყოფილიყო:
"ვუთხარი, რომ დედასთან ერთად ვცხოვრობდი და ის გადადიოდა. შემდეგ ნომერი ჩამაწერინა, როცა გინდა დამირეკე, გაწერილიც რომ იყოო. ბოლოს, ალბათ, ვერ მოითმინა და რომ გადიოდა, მითხრა, რომ მეუღლე ან შეყვარებული თუ გყავს, ხომ იცი, ორი კვირა არ უნდა ნახოო", — ამბობს მარიამი.
ის არ არის ერთადერთი, ვინც იგივე სასტუმროში, იმავე ექიმს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. On.ge ესაუბრა 17 წლის გოგოსაც, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს.
არასრულწლოვანი ჰყვება, რომ ექიმი მასთან ღამის 11 საათზე, გაუფრთხილებლად მივიდა. ანას (სახელი შეცვლილია) თქმით, კაცი მთლიანად ეკიპირებული იყო და ნომერში შესვლის დროს სახელითა და გვარით არ გაცნობია.
"მითხრა, რომ წელს ზემოთ ყველაფერი გამეხადა. თავიდან ყელი და სუნთქვა შემიმოწმა, შემდეგ მითხრა დაწექიო. შარვალი გაიხადეო. თავიდან ოდნავ ჩავიწიე, თუმცა მთლიანად გამახდევინა. ძალიან უხერხულად ვიყავი, რადგან ასეთი შემოწმება არსად გამიგია. მითხრა, სახსრები უნდა შეგიმოწმოთო, რადგან ევროპაში ეს გამოეპარათ და ჩვენ არ უნდა გამოგვეპაროსო. როცა მუცელზე დავწექი, კინაღამ გადამიწია საცვალი და ძალიან უხერხულად მეხებოდა. შემდეგ ფეხზე ჩაასრიალა ხელები, ძალიან უხერხულად ვიყავი. სულ ირონიულად მელაპარაკებოდა, რატომ ნერვიულობ და ეგეთები. წასვლის წინ მითხრა, შეყვარებული თუ გყავს, დაგელოდოს ათი დღეო. იცინოდა", — იხსენებს ანა.
17 წლის გოგო ამბობს, რომ თავიდან ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა, რადგან გასინჯვა დიდხანს არ გაგრძელებულა.
"შემდეგ მეგობრებს ვკითხე, ვინც მსგავსი პროცესი გაიარა და ასეთი არავის გადახდენია. თავიდანვე მივხვდი, რომ არ იყო სწორი", — ამბობს ის.
მარიამისგან და ანასგან განსხვავებულად გასინჯა იმავე ექიმმა სხვა პაციენტი. ნათია (სახელი შეცვლილია), რომელიც კარანტინში შვილთან ერთად იყო, On.ge-ს უყვება, რომ კაცს მისთვის სახსრები არ შეუმოწმებია და ფილტვების გასინჯვის დროს არც სამოსის გახდა მოუთხოვია. მისი თქმით, ექიმმა მხოლოდ კოჭები, მუხლები და ხელები შეუმოწმა. მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ეძინა, ექიმს საერთოდ არ გაუსინჯავს.
მარიამ ქ. უკვე თბილისშია, თვითიზოლაციაში. მარნეულის სასტუმროდან დაბრუნების შემდეგ მან სახალხო დამცველს მიმართა. ომბუდსმენის აპარატში საკითხის მოკვლევა უკვე დაწყებულია და დაუკავშირდნენ ექიმსაც, თუმცა მისგან ოფიციალური პასუხის შესახებ ჯერ უცნობია. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.
ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე On.ge-სთან აღნიშნავს, რომ ექიმების მხრიდან პაციენტების სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართვიანობა იშვიათია.
"ჩვენი მთავარი ტენდენცია მაინც სამუშაო სივრცეში სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება", — ამბობს ის.
სხილაძე აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა მომართვიანობა ზოგადადაც დაბალია, მთავარ გამოწვევად კი კვლავ საზოგადოების დამოკიდებულება რჩება.
ექიმის მხრიდან პაციენტის სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ კაცი სამინისტროს ან გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი არ არის, თუმცა არ აკონკრეტებენ, როგორ მოხვდა ის კარანტინის ზონაში. მათი ინფორმაციით, საქმეს აკვირდებიან და გამოძიების შემდეგ შესაბამისი რეაგირება ექნებათ.
On.ge დაუკავშირდა ექიმს, რომელსაც ორი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ის ადასტურებს, რომ 24 მარტს მარნეულში მარიამ ქ. გასინჯა, თუმცა ბრალდებებს უარყოფს.
მისი თქმით, გაიდლაინით იხელმძღვანელა და ყველა პაციენტი ერთნაირად შეამოწმა. 31 წლის კაცი მიუთითებს, რომ პაციენტს შეეძლო პროცედურაზე უარი ეთქვა.
"სახსრებში შევამოწმე, ფილტვებში მოვუსმინე, ტემპერატურა გავუზომე, გამოვკითხე... სახსრებზე ხელით გავსინჯე, ერთი დადებით. დავადე, გტკივა? არა. "ვსიო". მეტი რა უფლება მაქვს ხელი მოვკიდო ზედმეტად... რაღაცაზე ხომ უნდა მომეჭირა ხელი, რომ მეთქვა? მე გავსინჯე მენჯ-ბარძაყის სახსარი, მუხლების სახსარი, ხელის სახსარი, თითის დადებით... ინტიმურ ადგილებში არ შევხებივარ, ინტიმურ ადგილებში არაა სახსარი", — ამბობს ის.
On.ge დაინტერესდა, აგრძელებს თუ არა ის სამედიცინო საქმიანობას და სად. ჯანდაცვის სამინისტროში ამ კითხვას არ პასუხობენ. თავად ექიმი ამბობს, რომ ამ დროისთვის თავისი სურვილით ისვენებს და მუშაობას რამდენიმე დღეში განაახლებს. სამუშაო ადგილს არც ის აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კონკრეტული სპეციალიზაცია არ აქვს და სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომელია. ჯანდაცვის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ის სახელმწიფო სასწრაფო დახმარებაში დასაქმებული არ არის. სახელმწიფოს გარდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ქვეყანაში რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას ჰყავს.
უცნობია, ექიმს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, რატომ არ შეუჩერდა სამედიცინო საქმიანობის უფლება დროებით მაინც, სანამ სახალხო დამცველი საკითხს სწავლობს.
-
აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა
-
უკრაინამ ევროკავშირისგან €2,3 მლრდ მიიღო უკრაინამ ევროკავშირისგან €2,3 მლრდ მიიღო
გადახედვა
-
მეცნიერებმა ლიმონის ფორმის პლანეტა აღმოაჩინეს — სრულიად ახალი ტიპის კოსმოსური სხეული? მეცნიერებმა ლიმონის ფორმის პლანეტა აღმოაჩინეს — სრულიად ახალი ტიპის კოსმოსური სხეული?
გადახედვა
-
ლაშა აბაშიძე: საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს ლაშა აბაშიძე: საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს
გადახედვა
-
ზურა ჯაფარიძე: კოალიციამ შეაგროვა ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტებზე და გადაიგზავნა 9 საერთაშორისო სტრუქტურაში ზურა ჯაფარიძე: კოალიციამ შეაგროვა ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტებზე და გადაიგზავნა 9 საერთაშორისო სტრუქტურაში
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ბათუმის ტექნოპარკში Travel Tech ჰაკათონი გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით ბათუმის ტექნოპარკში Travel Tech ჰაკათონი გაიმართა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა
-
საირმეს რეკრეაციული ფერმა ნიკა ლებანიძის ობიექტივში საირმეს რეკრეაციული ფერმა ნიკა ლებანიძის ობიექტივში
-
გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს — კახა კალაძე “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს — კახა კალაძე “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით
გადახედვა
-
შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში
-
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
-
მაკა ბოჭორიშვილი: "ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა უკვე დიდი ხნის წინ შეაჩერა" მაკა ბოჭორიშვილი: "ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა უკვე დიდი ხნის წინ შეაჩერა"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI- ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI- ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება
-
რატომ უყვარს შენს სხეულს რუტინა (მაშინაც კი, როცა შენ არა) რატომ უყვარს შენს სხეულს რუტინა (მაშინაც კი, როცა შენ არა)
-
ქეთი თავართქილაძე: დახურულ დაწესებულებას, სადაც ბავშვი ოჯახს იძულებით ჩამოშორებულია, არ შეიძლება ერქვას "სახლი" ქეთი თავართქილაძე: დახურულ დაწესებულებას, სადაც ბავშვი ოჯახს იძულებით ჩამოშორებულია, არ შეიძლება ერქვას "სახლი"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობისა და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები, საქართველოსთვის მნიშნველოვან გამოწვევას წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობისა და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები, საქართველოსთვის მნიშნველოვან გამოწვევას წარმოადგენს.
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს EU-ს და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს EU-ს და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს
გადახედვა
-
დიღომში მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად 25 წლის კაცი გარდაიცვალა დიღომში მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად 25 წლის კაცი გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა
-
მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე გენერალი აფეთქების შედეგად დაიღუპა მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე გენერალი აფეთქების შედეგად დაიღუპა
გადახედვა

კომენტარები