Adobe სტუდენტებს რთული პერიოდის გადაგორებაში ეხმარება.

მათი გარკვეული ნაწილი კორონავირუსის გამო სახლს ვერ ტოვებს, სწორედ ამიტომ, ისევე როგორც სხვა კომპანიებმა, გულისხმიერება Adobe-მაც გამოიჩინა და თავისი Creative Cloud და მასთან დაკავშირებული ისეთი პროგრამები, როგორიცაა, მაგალითად, ფოტოშოპი, უფასო რეჟიმზე გადაიყვანა.

უფასო ლიცენზიის მიღებისთვის მოთხოვნის დაფიქსირება მხოლოდ სასწავლო დაწესებულების IT წარმომადგენლებს შეუძლიათ. შემდეგ კი პროგრამებზე უფასო წვდომას თქვენი სკოლა ან უნივერსიტეტი გაგიზიარებთ. უფასო ლიცენზიები 2020 წლის მაისამდე გესტანს.

მაგრამ თუკი თქვენ სტუდენტი ხართ და თქვენმა სკოლამ ან უნივერსიტეტმა ამ შემოთავაზების შესახებ არ იცის, სჯობს განაცხადი თქვენი სასწავლო დაწესებულების IT განყოფილებას გაუზავნოთ.

Adobe-ს თქმით ისინი განიხილავენ თითოეულ შემთხვევას და ლიცენზიას ამის შემდეგ გასცემენ.