კორონავირუსის გამო ფეისბუქი თანამშრომლებს $1 000-ს დაურიგებს
Facebook გეგმავს, რომ კორონავირუსთან გასამკლავებლად თითოეულ თანამშრომელს $1 000 დაურიგოს. ამ ნაბიჯის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა შიდა აღრიცხვის დროს გაავრცელა. ფეისბუქმა The Verge-ს განუცხადა, რომ თანხების გაცემა აპრილში დაიწყება.
ასევე, კომპანიის 45 000-ვე თანამშრომელი 2020 წლის პირველი ექვსი თვის რეიტინგში მაქსიმალურ შეფასებას მიიღებს, რაც სერიოზული ბონუსების გარანტია.
ფეისბუქის თანამშრომლის საშუალო წლიური შემოსავალი 228 651 დოლარს შეადგენს.
კომპანიამ იმ თანამშრომლებს, ვისაც ხელფასი საათობრივად აქვთ და სახლიდან გამოსვლა არ შეუძლიათ, ანაზღაურებაც შეუნარჩუნა.
იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე თავიდან არიდებულ იქნას, ფეისბუქმა სიეტლსა და სან-ფრანცისკოში მცხოვრებ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა და ოფისებში ვიზიტორების შესვლაც აკრძალა.
კომენტარები