ცნობილი რეჟისორების 10 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც ახლავე შეგიძლიათ ნახოთ
ფოტო: STEVE GRANITZ / GETTY IMAGES / Jeff Kravitz / CHRISTINE POUJOULAT
მაშინ, როცა რეკომენდირებულია, რომ თითოეული ჩვენგანი სახლში დარჩეს და სხვებთან ურთიერთობას მოერიდოს, დროის გაყვანის მრავალგვარი საშუალების გამოძებნა გვიწევს.
თუ სერიალების ყურების ნებისყოფა ჯერ არ გაქვთ და არც წიგნებისკენ მიგიწევთ გული, მაშინ იმ მოკლემეტრაჟიან ფილმებს გთავაზობთ, რომელთაც აქვე, სულ მარტივად და უფასოდ ნახავთ.
იმასთან ერთად, რომ ეს დაგეხმარებათ დროის მცირე მონაკვეთები საინტერესოდ გაიყვანოთ, ამავდროულად ისეთი ცნობილი რეჟისორების შედარებით უცნობ შემოქმედებასაც გაიცნობთ, როგორებიც არიან მარტინ სკორსეზე, კრისტოფერ ნოლანი თუ ტაიკა ვაიტიტი.
1. Pioneer — რეჟისორი დევიდ ლოური
დევიდ ლოური ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თანამედროვე კინოხელოვანია, რომელმაც უკვე გადაიღო ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა Ain’t Them Bodies Saints და A Ghost Story. მისი ეს 2011 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მამის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავის შვილს ძილის წინ შემზარავ ისტორიას უყვება.
2. Six Shooter — რეჟისორი მარტინ მაკდონაჰი
Three Billboards Outside of Ebbing, Missouri-ის რეჟისორმა, მარტინ მაკდონაჰმა 2004 წელს გადაღებული ამ მოკლემეტრაჟიანი სურათით, რომელშიც ბრენდან გლისონი შესანიშნავად თამაშობს, ოსკარი დაიმსახურა.
3. Two Cars, One Night — რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი
სანამ ეს ცნობილი ახალ ზელანდიელი რეჟისორი მარველის ფილმებს გადაიღებდა, მანამდე 2004 წელს ეს მოკლემეტრაჟიანი ემოციური ფილმი შექმნა, რომელმაც ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა.
4. Wasp — რეჟისორი ანდრეა არნოლდი
ანდრეა არნოლდი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე რეჟისორი ქალია, რომელმაც 2016 წელს ცნობილი სრულმეტრაჟიანი ფილმი American Honey გადაიღო. Wasp კი მისი ასევე გახმაურებული ნამუშევარია, რომელმაც ოსკარიც მოიპოვა.
5. Doodlebug — რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი
კრისტოფერ ნოლანი მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი უჩვეულო სიუჟეტური ხაზის მქონე ფილმებით და გამონაკლისი არც მისი 1997 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი სურათი Doodlebug-ია.
6. The Big Shave — რეჟისორი მარტინ სკორსეზე
მარტინ სკორსეზემ ეს ფილმი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლაში ყოფნისას გადაიღო, როგორც მეტაფორა ამერიკისა, რომელიც ვიეტნამის ომის დროს საკუთარ თავს ანადგურებდა.
7. Small Deaths — რეჟისორი ლინ რემსი
სანამ ლინ რემსი ცნობილ სრულმეტრაჟიან ფილმებს You Were Never Really Here-სა და We Need to Talk About Kevin-ს გადაიღებდა, მანამდე ეს მოკლემეტრაჟიანი სურათი შექმნა 1996 წელს, რომელმაც კანის კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა.
8. Vincent — რეჟისორი ტიმ ბარტონი
1982 წელს გადაღებული ეს საშინელებათა ჟანრის ფილმი ტიმ ბარტონისა და დისნეის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია. Vincent მოგვითხრობს ბიჭზე, რომელიც მწერალ ედგარ ალან პოს იდეებით შეპყრობილია.
9. Welcome Home — რეჟისორი სპაიკ ჯოუნზი
სპაიკ ჯოუნზმა ეს შთამბეჭდავი ვიდეო მომღერალ FKA Twigs-ის მონაწილეობით Apple-სთვის გადაიღო.
10. The Alphabet — რეჟისორი დევიდ ლინჩი
და ბოლოს მისტიკის დიდოსტატის, დევიდ ლინჩის კიდევ ერთი ექსპერიმენტალური ნამუშევარი.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები