კორონავირუსთან დაკავშირებით ტელეკომპანია ფორმულა სპეციალურ გადაცემას იწყებს.

8-საათიანი ფორმულა ნიუსის შემდეგ ეკა სამხარაძე გადაცემით COVID-19 მაყურებელს ყოველდღიურად განახლებულ სტატისტიკას, პრაქტიკულ რჩევებს და რეკომენდაციებს მიაწვდის. გადაცემის ფარგლებში ფორმულას მაყურებელს საშუალება ექნება ფეისბუქის საშუალებით დასვას კითხვები, მათ კითხვებს კი მოწვეული სტუმრები უპასუხებენ.

ახალი კორონავირუსი (CoV) კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა. მას ოფიციალურად ეწოდა კორონავირუსით დაავადება 2019 (CO - შემოკლებული კორონა, VI - შემოკლებული ვირუსი და D - შემოკლებული დაავადება).

ვირუსი COVID-19 ვირუსების იმავე ჯგუფს უკავშირდება, რომელსაც განეკუთვნება მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) და გაციების ზოგიერთი ფორმა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: