გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს ახლო კონტაქტს, ყველას ვნახავთ ვინც საჭიროა — იმნაძე ჩეხ ტურისტზე
ფოტო: დაავადებათა კონტროლის ცენტრი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, გუდაურში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ინფიცირებულ ჩეხ ტურისტთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. ამ თემაზე პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ვიცი, რომ ამაზე უკვე დიდი პანიკაა ატეხილი. გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ვინმე იქ ჩაეხუტა. ჩვენ მოვნახავთ ყველა იმას, ვინც არის საჭირო, დანარჩენები წყნარად, მშვიდად იყვნენ, თუ ძალიან ნერვიულობენ სახლებში თვითიზოლაციაში, თუ სიმპტომები გამოუმჟღავნდებათ მოგვმართონ სამედიცინო სამსახურებს", — თქვა პაატა იმნაძემ.
ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი სამშობლოში დაბურნების შემდეგ დაუდასტურდათ. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ტურისტმა სამინსიტროს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ფოტოსურათებთან ერთად იმ მარშრუტის აღსაწერად, სადაც ის იმყოფებოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფოს დაეხმარა კონტაქტების პოვნაში და ამჟამად 30 პირი იზოლაციაშია, მათგან 3-ს გამოხატული სიმპტომები აქვთ. მინისტრის თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტები დროებით ჩაიკეტება.
დღეს, 16 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს და არ იქნება იქამდე, სანამ ეს გადაწყვეტილებები აღსრულდება, რისთვისაც მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობაა საჭირო.
ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი დროებით ჩაიკეტა
- საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დროებით იკეტება
- მთავრობა 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს
- მთავრობამ რეკომენდაცია გასცა, კაფე-ბარებმა და რესტორნებმა მომსახურება შეზღუდონ
- სამ ე.წ მიმღებ ციხეში მედპუნქტები გარეთ განთავსდა და ახალ პატიმრებს იქ შეამოწმებენ
ასევე, იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ მიმართონ სერვისცენტრებს. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილი შეურაცხყოფას აყენებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, რომლებიც დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
- გთხოვთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებში ბავშვებთან და თანმხლებ პირებთან ერთად სიარული — წულუკიანი
- წულუკიანი: სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ვიდრე პირადობის მოწმობის გატანა
პანდემია და რეკომენდაციები
16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში — 54.
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები