Facebook კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ რეკლამებს დაბლოკავს
ოთხშაბათს Facebook-მა განაცხადა, რომ ისინი წაშლიან ნებისიმიერ რეკლამას, რომელიც შეიცავს კორონავირუსთან და მასთან საბრძოლველ პროდუქტებთან დაკავშირებულ ცრუ ინფორმაციას.
სოციალური ქსელის თქმით, წაიშლება ყველა ის რეკლამა, რომელიც ქმნის აზრს, თითქოს ესა თუ ის პროდუქტი თავდება და მათი გამოწერა სასწრაფოა — ასეთი შეიძლება იყოს აირწინაღები, პირბადეები თუ სხვა ჰიგიენური ნივთები. ასევე დაიბლოკება რეკლამები, რომლებიც იძლევიან გარანტიას კორონავირუსის განკურნების შესახებ.
ამ ზომების მიღება იმიტომ გახდა საჭირო, რომ იმ ქვეყნებში სადაც კორონავირუსი ოფიციალურად დაფიქსირდა, გამოჩნდა რეკლამები, რომლებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას თითქოს გარკვეული სახის ნიღბები იყო 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ვირუსით არ დაინფიცირდებოდით და არც გაავრცელებდით მას.
რეკლამების დაბლოკვა ამ კვირაში დაიწყო. ფეისბუქს შეცდომაში შემყვანი რეკლამები აქამდეც დაუბლოკავს, ხშირია ისეთი პოსტები, როდესაც ადამიანებს ჰომეოპათიით მკურნალობასა და სხვა ხალხურ მეთოდებსაც კი სთავაზობენ.
ფეისბუქმა რეკლამების დაბლოკვა მას შემდეგ დაიწყო, რაც WHO-ს განცხადება გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ სამშაბათს ჩინეთის გარეთ ვირუსის უფრო მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე ქვეყნის შიგნით. COVID-19 ოფიციალურად ახლა უკვე 39 ქვეყანაშია გავრცელებული.
კომენტარები