ტესლამ მეორადი Model S-ის პატრონს ავტოპილოტი "გადაუხდელობის" გამო გაუთიშა
ტესლამ თავდაპირველი პატრონის მიერ გაყიდულ Model S-ს ავტოპილოტი დისტანციურად გაუთიშა. კომპანიის განცხადებით, გაყიდული მანქანის მფლობელს, რომელსაც მანქანა უშუალოდ ტესლასგან არ უყიდია, დამატებიით ფუნქციაში "თანხა არ გადაუხდია" და სწორედ ამიტომ ის ავტოპილოტით ვერ ისარგებლებს.
პირველმა მფლობელმა ავტოპილოტის მქონე მანაქანა ტესლასგან, ოფიციალურ აუქციონზე იყიდა.
სხვადასხვა მახასიათებელი, როგორც წესი, მანქანაში ფიზიკურადაა ხოლმე ცაშენებული და მათი შეცვლა კომპანიას მომხმარებლის სურვილის გარეშე არ შეუძლია. მაგალითად, კომპანიამ თუ 4x4 მოდელი გაყიდა და შემდგომ ეს მანქანა ხელმეორედ გაიყიდა, კომპანია გაყიდულ მანქანას ამ თვისებას ვერ გაუუქმებს.
თუმცა ტესლას ბევრი ფუნქცია, მაგალითად, ავტოპილოტი, მთლიანად პროგრამულია. კომპანიას კი თითოეული ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფა დისტანციურად შეუძლია.
მეორადი Model S-ის მფლობელს ტესლაში განუცხადეს, რომ ავტოპილოტის ფუნქციის აქტივაციისთვის მას დამატებითი თანხის — დაახლოებით 8 000$-ის გადახდა მოუწევდა.
ცხადია ოპერაციული სისტემა და მისი დისტანციურად განახლება დისტანციურად ახალი რამ არაა. ტელეფონის და კომპიუტერის მომხმარებლებს პროგრამული განახლებები მუდმივად მისდით. თუმცა მანქანებთან მიმართებაში მსგავსი რამ ამ დრომდე არ ხდებოდა.
უკვე გაყიდულ პროდუქციაზე კომპანიის მსგავსი კონტროლი მომხმარებლის და მიმწოდებლის ურთიერთობასა და მათ უფლებებზე ბევრ კთხვას აჩენს.
კომენტარები