თბილისის მერმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საახალწლო კონცერტიდან მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა.

"სხვა პატარებთან ერთად ჩემი შვილებიც აქ იმყოფებიან თქვენ ერთად. მინდა მივმართო მათ, სამშობლო ის ქუჩაა, სადაც ყოველდღე თამაშობთ, ის სახლია, სადაც დედის ალერსი გაღვიძებთ, სამშობლო არის ღმერთი, რომელსაც უყვარხართ და რომელიც უნდა გიყვარდეთ ყველაზე მეტად. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს", —მიმართა კალაძემ მოსახლეობას.