ზაქარეიშვილი: ქართული ოცნების დუმილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეჭიაურის განცხადება
"ქართული ოცნების დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე მეჭიაურის განცხადება", - ასე გამოეხმაურა რუსთავი 2 -თან საუბარში შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი თამაზ მეჭიაურის დღეს გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარს არ იტყვის, ნატოში ვერ შევა.
ჟურნალისტის შეკითხვას, რას უკავშირებს ზაქარეიშვილი მეჭიაურის განცხადებას, მინისტრმა უპასუხა:
"ძნელი სათქმელია. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. ბატონი მეჭიაური, თავისთავად, არა როგორც მარტო ადამიანი არაფერი არაა ანუ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ უყურებს ამას ქართული ოცნება".
პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით კი, ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებულია:
"საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას საქართველოს მთავრობის, მისი აზრით, დუმილის გამო. ეს არის მისი გადაწყვეტილება. თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი, ადამიანური გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ მთავრობის წევრის მხრიდან მმართველი ძალის, მითუმეტეს არაობიექტური კრიტიკა, არის ძალიან გასაკვირი და მიუღებელიც".
პრემიერი განცხადებას გამოეხმაურა ფრაქცია რესპუბლიკელების თავჯდომარე, დავით ბერძენიშვილი და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი მეჭიაურის განცხადებაში პრობლემას უნდა ხედავდეს. ბერძენიშვილმა მეჭიაურის პარტიიდან გარიცხვაც მოითხოვა:
"საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დუმს რამდენიმე დღეა მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია, რა შეტევა მიმდინარეობს საქართველოს საგარეო კურსზე. როდესაც რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, რესპუბლიკელმა მინისტრმა, ზაქარეიშვილმა თქვა, რომ მას მეჭიაურის განცხადება კი არ აკვირვებს, მას პარტია ქართული ოცნების დუმილი აკვირვებს. დღეს გამოეხმაურა ამ თემას პრემიერი კვირიკაშვილი და თქვა, რომ მეჭიაურის ხაზი კი არ არის ქართული ოცნების ხაზი, ეს გასაგებია, მაგრამ მას ძალიან აკვირვებს და არ მოსწონს რესპუბლიკელი მინისტრის, ზაქარეიშვილის განცხადება".
ამავე ფრაქციის თავდჯომარე, ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, პასუხი გაეცეს მეჭიაურის განცხადებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ქვეყანას საკუთარი ანტიდასავლური და საფრთხისშემცველი განცხადებებით. მისი განმარტებით, პრემიერის განცხადება არაობიექტურია, რადგან ზაქარეიშვილმა პასუხი პარტია ქართული ოცნების ლიდერებისგან მოითხოვა და არა მთავრობის წევრებისგან, როგორც ეს პრემიერის მხრიდან გაჟღერდა.
მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება პარლამენტის თავჯდომარე, დავით უსუფაშვილიც და განმარტავს, რომ საქართველოს აქვს დასავლური კურსი და ვისაც ამ კუთხით პრობლემა აქვს, ის ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც თავად არის ჩამოსაყალიბებელი.
დღეს, 9 მაისს, უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ თუ საქართველო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნებაზე უარს არ იტყვის, ის NATO-ში ვერ შევა.
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
გადახედვა
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
კომენტარები