საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს
საქართველოს ბანკმა 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა. პირველად მთელს რეგიონში, საქართველოს ბანკის მომხმარებელი მეტროთი მგზავრობას კამერის იდენტიფიკატორის ე.წ. Face Recognition-ით იგივე, "ღიმილით გადახდით" შეძლებს. გადახდის ახალი სისტემა არის ინოვაციური პროდუქტი, რომლის ანალოგიც არათუ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც კი არ არის დანერგილი. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი, ვინც "ღიმილით გადახდა" არამხოლოდ საქართველოში, არამედ CEMEA-ს (ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის) ქვეყნებში პირველმა დანერგა. Face Recognition-ით გადახდა ინოვაციური, უსაფრთხო, მარტივი და სწრაფია. "ღიმილით გადახდისას" 0,5 წამიც კი საკმარისია, რომ მომხმარებელმა ბარათის გამოყენების ნაცვლად ტურნიკეტის კამერასთან მარტივად გაიაროს იდენტიფიკაცია და მგზავრობის საფასურიც გადაიხადოს. "ღიმილით გადახდა" უკვე ავლაბრის მეტროშია შესაძლებელი. გადახდის ინოვაციური სისტემა Visa-სთან პარტნიორობის შედეგად დაინერგა.
იმისათვის რომ მომხმარებელმა შეძლოს ამ ულტრათანამედროვე პროდუქტით სარგებლობა, ის უნდა ფლობდეს საქართველოს ბანკის Visa-ს, Mastercard-ის ან American Express-ის ბარათს. იმისათვის რომ მომხმარებელმა დაუბრკოლებლად შეძლოს მგზავრობა, საჭიროა მან გადაიღოს ე.წ. სელფი მობილბანკში და დაუკავშიროს სასურველ ბარათს. მას შემდეგ, რაც მოხდება მისი ფოტოს მონაცემთა ბაზაში ასახვა, ის შეძლებს ისარგებლოს "ღიმილით გადახდით". გადახდის ახალი სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია 3D კამერებისა და უსაფრთხოების სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.
"ღიმილით გადახდის" გარდა სულ მალე საქართველოს ბანკის მეშვეობით "ღიმილით განაღდება" გახდება შესაძლებელი. ბანკომატიდან თანხის განაღდების შემთხვევაშიც საჭირო აღარ არის ბარათის გამოყენება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბანკომატის კამერასთან იდენტიფიკაციის გავლა, რის შემდეგაც მომხმარებელი კრეფს პინკოდს და ანაღდებს სასურველი ოდენობის თანხას.
საქართველოს ბანკი სულ მალე კიდევ ერთ, სრულიად ახალ, ინოვაციურ პროდუქტს — "გატერმინალებას" წარადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი ხდება. სიახლე განსაკუთრებით უწყობს ხელს ბიზნესს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის მფლობელი გადახდების მიღებას მისი კუთვნილი ტელეფონით შეძლებს. ეს კი კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი, მოქნილი და სწრაფია. ამისათვის კი საჭიროა, Android 5.0 სისტემის ტელეფონი NFC მხარდაჭერით. ახალი პროდუქტის მეშვეობით მომხმარებელი გადახდას შეძლებს ყველგან (იქაც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა). მომხმარებელი და ბიზნესის წარმომადგენელი შეძლებს, გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია. ამისთვის საჭიროა საბანკო ბარათის ან ტელეფონის მხოლოდ ერთი შეხება.
კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი, რასაც საქართველოს ბანკი პირველი ნერგავს, სავაჭრო და მომსახურების წერტილებში თანხის ტერმინალით განაღდებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელს ხელთ საჭირო თანხა არ აღმოაჩნდება, მას აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის მერჩანტთან, სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად, ტერმინალით გაანაღდოს თანხა. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ საბანკო ბარათი. მერჩანტის დახმარებით ბარათიდან შესაძლებელი იქნება სასურველი ნივთის ან მომსახურების შეძენა და ამავდროულად, თანხის განაღდებაც. მომსახურების დანერგვა 2020-ში მარკეტებში, აფთიაქებსა და სხვა სავაჭრო წერტილებში იგეგმება.
კიდევ ერთი პროდუქტი, რასაც საქართველოს ბანკი 2020-ში დანერგავს, ეს უნაღდო ანგარიშსწორებით ე.წ. "თიფის", იგივე "სამადლობელი"-ს დატოვებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კვების ობიექტებში — კაფეში, ბარში, რესტორანში მომსახურების სათანადოდ გაწევის შემდეგ მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი გასამრჯელოს დატოვება გსურთ, მაგრამ საჭირო თანხა არ აღმოგაჩნდათ ნაღდი ფულის სახით, ამ პრობლემას "სამადლობელი"-ს ფუნქციის მქონე ტერმინალი მოაგვარებს. ამისათვის კი საჭიროა, მოითხოვოთ საქართველოს ბანკის ტერმინალი და მასზე ბარათის მხოლოდ ერთი მარტივი შეხებით გადაიხადოთ მომსახურების საფასური და დატოვოთ "სამადლობელი". ე.წ. "თიფის" გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი, თუმცა, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე.
"საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამჯერად ჩვენ მათ ინოვაციური პროდუქტების მთელ სერიას ვთავაზობთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს. საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ბიზნესს მის სამომავლო განვითარებაში", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები