შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჰეროინი ამოიღეს. ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
შეძენა-შენახვა 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.