ჯონ ლეჯენდმა Baby It's Cold Outside საკამათო მონაკვეთის გარეშე ჩაწერა
ფოტო: Scott Schafer
Baby It’s Cold Outside უამრავი ადამიანის საყვარელი ძველი საშობაო სიმღერაა, რომელიც 1944 წელს დაიწერა და დიდი ხნის განმავლობაში არ კარგავდა პოპულარობას, თუმცა, სიმღერის ტექსტი მუდამ რჩებოდა საკამათო თემად.
სიმღერა ხელმეორედ ჩაწერა ამერიკელმა მუსიკოსმა და მომღერალმა ჯონ ლეჯენდმა და მას კელი კლარკსონთან ერთად შეასრულებს. ახალი ტექსტი კი ნატაშა როთველს ეკუთვნის. სიმღერა ლეჯენდის განახლებულ საშობაო ალბომში შევა და 8 ნოემბერს გამოვა.
სიმღერა ამერიკელმა კომპოზიტორმა ფრენკ ლესერმა დაწერა. ის ისეთმა ვარსკვლავებმა შეასრულეს, როგორებიც არიან ელა ფიცჯერალდი, ლუის არმსტრონგი, დინ მარტინი, ლედი გაგა და ტომ ჯონსი.
Baby It’s Cold Outside-ს ქალისა და კაცის დუეტი ასრულებს, მისი შინაარსი მუდამ იყო კონტროვერსული, თუმცა განსაკუთრებული კრიტიკა #MeToo-ს ეპოქაში შეხვდა. სიმღერის ტექსტის მიხედვით, კაცი ქალს დაჟინებით სთხოვს, რომ ღამე მის სახლში გაატაროს, რადგან გარეთ ცივა. ქალი კი უამრავ მიზეზს პასუხობს, რატომაც არ შეუძლია, რომ დარჩეს.
ბოლო წლებში სიმღერის ტექსტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს და ის პაემანზე გაუპატიურების შემთხვევების სცენარს შეადარეს. ამის მთავარი მიზეზი ის მონაკვეთია, სადაც ქალი კაცს ეკითხება "Say, what’s in this drink?" [მითხარი, რა არის სასმელში?]
2018 წელს, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიების პარალელურად, ამერიკის რადიოებმა სიმღერა ბადიდან მოხსნეს, რაც დინ მარტინის შვილმა გააკრიტიკა:
"ეს უბრალოდ საყვარელი საშობაო სიმღერაა, ფლირტის ელემენტებით. მამაჩემი რომ ამას შესწრებოდა, ალბათ გაგიჟდებოდა".
ლეჯენდის თქმით, ახალ ვერსიაში იქნება ისეთი ფრაზები, როგორიცაა "ჩემს მეგობრებსაც დავპატიჟებ" და "შენი სხეული შენი არჩევანია".
სიმღერას წარსულშიც აკრიტიკებდნენ, თუმცა არიან ისინიც, ვინც მის შინაარსს მეორე მხრიდან ხედავენ. 2018 წელს Variety-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მწერალი კრის ვილმენი წერს, რომ სიმღერის შინაარსი იმ ეპოქაში დამახასიათებელ შეზღუდვებს ასახავდა, როცა ქალების მხრიდან სექსუალურობის გამომჟღავნება დაუშვებლად მიიჩნეოდა.
"ესაა ისტორია ქალზე, რომელიც ბრძოლობს — არა კაცთან, რომელმაც "არას" მნიშვნელობა არ იცის, არამედ საზოგადოების მოლოდინთან, რომელსაც თანხმობის მიღება არ უყვარს".
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები