მსოფლიოში უამრავ ადამიანს სჯერა, რომ დედამიწაზე მცხოვრები 7 მილიარდზე მეტი ადამიანი 12 ჯგუფად იყოფა და თითოეულ ჯგუფში შემავალ წევრებს მკაცრად განსაზღვრული საერთო დამახასიათებელი შტრიხები აქვთ. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც მსგავსი დაყოფის არ სჯერათ - ამ დამოკიდებულებას კი საუკეთესოდ აღწერს გამოგონებული და კომიკური, მაგრამ მაინც, უდიდესი თეორიული ფიზიკოსი შელდონ კუპერი.

Big Bang Theory-ს პირველივე ეპიზოდში, შელდონსა და ლენარდს ახალი მეზობელი პენი ასეთი სიტყვებით ეცნობა: "მე მშვილდოსანი ვარ და ამით ჩემ შესახებ ყველაფერი ნათქვამია!" შელდონი კი, რომელსაც სარკაზმის აღქმაც კი არ აქვს, პენის სარკასტულად პასუხობს: "რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვიცით, რომ შენც იმ მასობრივი ილუზიის მიმდევარი ხარ, რომლის მიხედვითაც, შენი დაბადების მომენტში მზის მდებარეობა თანავარსკვლავედებთან მიმართებაში, რაღაცნაირად განსაზღვრავს შენს პიროვნულ თვისებებს".

ფოტო: CBS

მაგრამ, #ვინცარუნდაიყო, თეორიული ფიზიკოსივით მაძიებელი თუ მშვილდოსანივით ხუმარა, თანამედროვე სამყაროში საბანკო მომსახურება ყველას სჭირდება.

სწორედ ამ მესიჯის მოტანა სურს თიბისი ბანკს ჩვენამდე, რომელმაც იუნგის 12 არქეტიპი გაიხსენა, მაგრამ არა იმისთვის, რომ გაზეთის ბოლო გვერდზე გაიგოთ, რა გადაგხდებათ თავს, თუ დღეს ან ნებისმიერ დროს, ბანკში შეივლით.

#ვინცარუნდაიყოთ, მეამბოხე, კეთილი, მზრუნველი, ბრძენი, მოსიყვარულე, ჯადოსნური, ხელოვანი, მმართველი, ხუმარა, მაძიებელი, გმირი თუ გულუბრყვილო, თიბისი ბანკი, განურჩევლად თქვენი ხასიათისა, იმიჯისა და თვისებებისა, საქართველოში საუკეთესო სერვისს შემოგთავაზებთ.

ამ 12 ჯგუფს ერთმანეთისგან თითქმის ყველაფერი განასხვავებთ, მათ აქვთ ჩაცმის განსხვავებული სტილი, იმიჯი, ქცევა, დამოკიდებულებები, ცხოვრების წესით და, რა თქმა უნდა, მუსიკალური გემოვნება.

ეს უკანასკნელი კი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხია მათთვის, ვისაც მუსიკა თავდავიწყებით უყვარს. თუ ასეთი ხარ, როცა ახალ ადამიანს გაეცნობი და საყვარელი ჯგუფისა და სიმღერის შესახებ ჰკითხავ, მიღებული პასუხი თითქმის ამომწურავ ინფორმაციას გაძლევს და უკვე ზუსტად იცი, ვისთან გაქვს საქმე, ვინ არის ის, გმირი თუ ბრძენი, მზრუნველი თუ მოსიყვარულე, კეთილი თუ ჯადოსნური, მმართველი თუ მეამბოხე, მაძიებელი თუ გულუბრყვილო, ხელოვანი თუ ხუმარა.

რას უსმენ? ამ კითხვაზე შეიძლება ასეთი ზოგადი პასუხიც გაგცენ — "ყველაფერს, რაც კარგია". ეს ცოტა დამაბნეველია, მაგრამ ერთი რამ ზუსტი და ცხადია: #ვინცარუნდაიყო, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა და, მით უმეტეს, სიმღერა #მოდიაქ, არავის ტოვებს გულგრილს.

სწორედ ამიტომ, #ვინცარუნდაიყო, შენთვის ამ სიმღერის 12 განსხვავებული და ინდივიდუალური ვერსია შეიქმნა.

ბლუზი

როკი

კლასიკა: ოპერა

კლასიკა: გუნდი

ჰიპ-ჰოპი

ელექტრონული

ჯერ-ჯერობით სიმღერის მხოლოდ 5 ვერსიაა გამოქვეყნებული, დანარჩენები ყოველდღიურად გამოქვეყნდება სპეციალურად შექმნილ საიტზე modiaq.ge და თიბისი ბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

სიმღერების სრული ვერსია ახალ ალბომში შევა, რომელიც ნოემბერში გამოვა. მანამდე კი, როგორც აქამდე, #ვინცარუნდაიყო, ნუ წახვალ იქ, #მოდიაქ და ისარგებლე საქართველოში საუკეთესო საბანკო მომსახურებით.