10 საუკეთესო მუსიკალური სცენა სერიალებიდან
ფოტო: FX / HBO / HBO
ბოლო ათწლეული თამამად შეგვიძლია შევაფასოთ სატელევიზიო შოუების აღზევების ეპოქად: ყოველწლიურად იმდენი რაოდენობის ახალი სერიალი გამოდის, რომ ყველაზე აქტიური მაყურებლებიც კი ვერ ასწრებენ მათ დროულად ნახვას.
ასეთი მაღალი კონკურენციის გამო სხვადასხვა კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ისეთი პროდუქტი შექმნან, რომელიც ბაზარზე ახალი და განსხვავებული თემატიკით გაიბრწყინებს. შესაბამისად დღეს ჟანრობრივად თუ შინაარსობრივად მრავალგვარი სატელევიზიო შოუების ხილვა შეგვიძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მრავალფეროვნებას ვართ მიჩვეულნი, სერიალებში ხანდახან მაინც გადავაწყდებით ხოლმე ისეთ სცენებს, რომლებიც შემდეგ აგვეკვიატება და მუდმივად გვახსოვს. ასეთია, მაგალითად, მუსიკალური შესრულებები: უყურებ შენთვის მთელ სეზონს მშვიდად, ან სლუკუნით, ანდაც კიდევ სიცილით და უცებ ჰოპ - შენი საყვარელი პერსონაჟი სიმღერას იწყებს. მეტიც, შეიძლება სხეულის ენერგიული მოძრაობებიც კი მიახმაროს.
არა, რა თქმა უნდა, მიუზიკლებს ან მუსიკალურ შოუებს არ ვგულისხმობთ, მანდ ცეკვა და სიმღერა არავის უკვირს. სრულიად სხვა, დრამატული, დეტექტიური ან საშინელებათა ჟანრის შოუებზე ვსაუბრობთ, რომლებშიც წესით ასეთ სცენებს არ უნდა ელოდე.
ახლა სწორედ ათ ასეთ საუკეთესო მუსიკალურ შესრულებას შემოგთავაზებთ, რომლებმაც ცნობილი სერიალებიდან ყველაზე მეტად დაგვამახსოვრა თავი:
1. Stranger Things - NeverEnding Story
თუ რას ვგულისხმობდით მოულოდნელობაში, ამის გარკვევაში ეს სცენა საუკეთესოდ დაგეხმარებათ: Stranger Things-ის მესამე სეზონის ფინალურ ეტაპზე, როცა მაყურებელს დაძაბულობისგან ფრჩხილები უკვე დაკვნეტილი აქვს, რადგან მთავარ გმირებს ერთ მხარეს უზარმაზარი ურჩხული მოსდევს, მეორეგან კი მტრის ჯარისკაცების პირისპირ არიან, გადამწყვეტი მნიშვნელობის ეტაპზე უცებ სუზი და დასტინი სიმღერას იწყებენ.
ოღონდ ეს იმდენად შთამბეჭდავი სცენაა, რომ წარმოუდგენელია რომელიმეს გაუბრაზდეთ.
2. American Horror Story - The Name Game
ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ჟანრის სერიალი American Horror Story მთელს სატელევიზიო ინდუსტრიაში მარტო იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მისი წყალობით უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი, ჯესიკა ლენგი ეკრანებზე მთელი თავისი დიდებულებით დაბრუნდა.
ამაში თუნდაც სერიალის მეორე სეზონში მის მიერ შესრულებული ეს სცენაც დაგარწმუნებთ:
3. Big Little Lies - Wonder Of You
დრამატულობით სავსე სერიალის, Big Little Lies-ის პირველი სეზონი როცა ფინალურ აკორდს უახლოვდება და მაყურებელი მთელი სხეულით გრძნობს, რომ რაღაც საშინელება უნდა დატრიალდეს, სწორედ მაშინ ედ მაკენზი საოცრად სევდიანი ბალადის სიმღერას იწყებს. იმდენად სევდიანის, რომ სერიალთან და საყვარელ პერსონაჟებთან წინასწარ იწყებ გამომშვიდობებას.
4. Leftovers - Homeward Bound
რახან სევდა ვახსენეთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სწორედ მთელს სამყაროში სევდის, ალბათ, ყველაზე დიდი დოზით სავსე სერიალი Leftovers, რომლის მთავარი გმირი, კევინ გარვი აბსურდული მდგომარეობიდან სახლში დაბრუნებას საწყალობელი გალობით ცდილობს.
კი, ეს ზეციური ძალების წინაშე აღვლენილი ნამდვილად სასოწარკვეთილი გალობაა.
5. Sense8 - What's Up
ლილი და ლანა ვაჩოვსკებმა ნეტფლიქსთან თანამშრომლობით საკმაოდ მასშტაბური სერიალი გადაიღეს. ამას მოწმობს თუნდაც ეს სცენა, როცა Sense8-ის ერთ-ერთ ეპიზოდში კარაოკეში დაწყებული ერთი ჩვეულებრივი სიმღერა ბოლოს ნამდვილ დღესასწაულად იქცევა.
6. POSE - Never Knew Love Like This Before
რაიან მერფიმ თავის მრავალფეროვან შემოქმედებას კიდევ ერთი შესანიშნავი სერიალი შემატა - POSE, რომელიც საოცრად მძიმე სიუჟეტური ხაზის მიუხედავად, ამავდროულად მაინც საოცარი სიხალისითაა სავსე.
7. Euphoria - All Of Us
HBO-მ 2019 წელს ტრადიციულად კიდევ ერთი მაღალი ხარისხის პროდუქტი შემოგვთავაზა, რომელიც თინეიჯერებზე გადაღებულ სატელევიზიო შოუებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. აი, თუნდაც ზენდეიას ეს ფინალური შესრულება რად ღირს:
8. Game Of Thrones - Jenny of Oldstones
მილიონობით მაყურებლის დიდხნიანი ლოდინის შემდეგ 2019 საკულტო სერიალის, Game Of Thrones-ის ბოლო სეზონის პრემიერა შედგა, რომელმაც ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები დაიმსახურა, თუმცა ყველა იმაზე მაინც შეთანხმდა, რომ ბრძოლის წინ პოდრიკის ნამღერი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სცენა იყო სერიალის ისტორიაში.
9. Rick And Morty - Moonman
Rick And Morty-ის შეფასებისას ყველა ეპითეტი უადგილოა, ამიტომ უბრალოდ ამ სცენას შეგახსენებთ, რომელიც არა მარტო სერიალის ერთ-ერთი საუკეთესო მონაკვეთი, არამედ ერთი დამოუკიდებელი და სრულყოფილი ვიდეოკლიპიცაა.
10. Orange Is The New Black - Christmas Song
ეს სია აუცილებლად უნდა დასრულებულიყო ბოლო წლების ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო სერიალის ძალიან ემოციური სცენით:
ბონუსი:
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა

კომენტარები