პატრიოტთა ალიანსისა და სხვა პარტიების ხმები გაიზარდა, პროცენტები კი იგივე დარჩა
უკანასკნელ წუთებში ცესკოდან მიღებული განახლებული მონაცემებით, პარტია პატრიოტთა ალიანსი 5 პროცენტს იმ შემთხვევაში აგროვებს, თუ ხმების პროცენტულ მაჩვენებელს მეასედებამდე დავამრგვალებთ.
ბოლო განახლებამდე პატრიოტთა ალიანსს ჰქონდა 88 032 ხმა (4,993%), ახლა კი აქვს 88 132. ეს არის დამუშავებული ხმების 4,998%. ცესკოს საიტზე კი ორივე მონაცემის შემთხვევაში, განახლებამდეც და განახლების შემდეგაც, პატრიოტთა ალიანსს ეწერა 5%. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მონაცემთა ბოლო განახლების დროს არ შეცვლილა დათვლილი უბნების რაოდენობა და ის კვლავ 99,92%-ია.
ცესკოს მონაცემებით, სხვა პარტიებსაც გაეზარდათ ხმების რაოდენობა:
- ნაციონალური მოძრაობა - 106 ხმა;
- თავისუფალი დემოკრატები - 95 ხმა;
- ზვიადის გზას - 8 ხმა;
- ქართულ ოცნებას - 536 ხმა.
ამავდროულად, 30 ნომერს, ჩვენ საქართველოს მოაკლდა 611 ხმა.
On.ge-ს საიტზეც სწორედ მეასედებამდე დამრგვალებული პროცენტია ასახული. თუმცა, სისტემა ბარიერის გადალახვას დაუმრგვალებელი პროცენტის მიხედვით აფასებს, რაც ჯერ კიდევ არ უდრის 5 პროცენტს. ჩვენი სისტემა საქართველოს საარჩევნო კოდექსის ზედმიწევნით დაცვის შედეგად არის შემუშავებული, სადაც ბარიერის გადალახვისას, დამრგვალების გათვალისწინება განსაზღვრული არ არის.
ჩვენ მივმართეთ ცესკოს შეკითხვით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში - თვლის თუ არა საარჩევნო ადმინისტრაცია ამ შედეგს, როგორც ბარიერის გადალახვას. On.ge-ს შეკითხვას, ამ დროის მონაცემებით, შევიდა თუ არა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში და ამრგვალებს თუ არა ზემოაღნიშნულ მონაცემებს ცესკო, უწყების პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ვერ უპასუხა და განაცხადა, რომ ცესკო მონაცემებს ახლაც ამუშავებს:
"ყოველ წუთს ახლდება მონაცემები. დამრგვალება არ ხდება და დეტალებს შეგატყობინებთ".
ჩვენ ასევე ვუთხარით მიქელაძეს, რომ ცესკოს საიტზე იმ საარჩევნო უბნების რაოდენობა საიდანაც ცესკოს მონაცემები აქვს, არ შეცვლილა, თუმცა ზოგიერთი პარტიისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა გაიზრდა, ზოგიერთის კი შემცირდა და ვთხოვეთ ამ ფაქტის ახსნა, რაზეც მან გვიპასუხა:
"მონაცემები ხომ მოწმდება, მონაცემი შედის ბაზაში. ზოგიერთ ოქმს თავისი შემოწმების ოქმი აქვს და იმას ამოწმებენ ოპერატორები".
ჩვენ ვთხოვეთ მიქელაძეს დაეზუსტებინა მისი პასუხი, თუმცა გვითხრა, რომ სხვას ვერაფერს გვეტყოდა და დამატებით ინფორმაციას ნახევარ საათში მოგვაწვდიდა.
განახლება: სტატიის თავდაპირველ სათაურში ეწერა, რომ ცესკომ პატრიოტთა ალიანსს ხმები 100 ერთეული გაუზარდა. უფრო მეტი სიზუსტისთვის შეიცვალა სათაური, რადგან ხმების რაოდენობა გაეზარდა სხვა რამდენიმე პარტიასაც.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა

კომენტარები