წაიკითხეთ თბილისობა 2019-ის პროგრამა სრულად
ფოტო: თორნიკე მანდარია/On.ge
თბილისის მერია თბილისობა 2019-ის ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს. დედაქალაქის დღესასწაული 5-6 ოქტომბერს რამდენიმე ცენტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. მათ შორისაა: რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.
ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; მულტიეთნიკური თბილისი რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი გვიდიროჟორე; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.
ლეღვთახევში მოეწყობა მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.
5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი — მე ვარ თბილისი. ღონისძიებაში ძველთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ახალი თაობა.
წარმოდგენილი იქნება: დილის საარი, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე — გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო; საჰაერო კინტაური; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე კინტაური ხანუმადან; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია — ქართველი მხატვრები; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე — ქარი კვლავ არხევს; ნინო რამიშვილის ჯეირანი, სუხიშვილების დავლური და ყარაჩოღლური; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი — კომპოზიცია მოგონებები; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე — შენ, მხოლოდ შენ; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი — ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები — ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი — მონატრება; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე — მუხამბაზი და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს.
თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით. — მუარე იქსფირიენს.
პროგრამა
5 ოქტომბერი
რიყის პარკი 12:00-20:00
- ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი;
- ტკბილეულის ფესტივალი;
- საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები;
- საბავშვო კონცერტი;
- ინსტალაცია — ფიროსმანის პერსონაჟები;
- სპორტული აქტივობები;
- მულტიეთნიკური თბილისი.
ორბელიანის მოედანი 12:00-20:00
- ყვავილების ფესტივალი შემოდგომის თბილისი;
- ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები;
- თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
- ORBELIANI OPEN MARKET;
- მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი მაღალი აბელა და ხანუმა);
- პროექტი გვიდირიჟორე.
ლეღვთახევი 12:00-22:00
- მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
მეტეხის ხიდი 12:00-18:00
- სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა.
მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები — ორბელიანის მოედანი
- 14:00 - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - „Wayne McGregor“ და ქართველო ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში;
- 20:00 - თბილისობის გალა კონცერტი და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია.
6 ოქტომბერი
რიყის პარკი 12:0-20:00
- ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი;
- ტკბილეულის ფესტივალი;
- საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები;
- საბავშვო კონცერტი;
- ინსტალაცია—ფიროსმანის პერსონაჟები;
- სპორტული აქტივობები.
ორბელიანის მოედანი 12:00-20:00
- ყვავილების ფესტივალი შემოდგომის თბილისი;
- ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები;
- თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
- ORBELIANI OPEN MARKET;
- მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,მაღალი აბელა და ხანუმა);
- პროექტი გვიდირიჟორე.
ლეღვთახევი 12:00-22:00
- მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
მეტეხის ხიდი 12:00-18:00
- სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა.
მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები — ორბელიანის მოედანი
- 17:00 თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი.
მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები — ევროპის მოედანი
- 20:00 სპექტაკლი MUARE EXPERIENCE — საჰაერო თეატრი როკ მუსიკის თანხლებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები