ფოტოები ვან გოგის ყოველწლიური აღლუმიდან ჰოლანდიაში
როცა ჰოლანდიაში გამგზავრებაზე ფიქრობთ, ალბათ, პირველი, რაც გახსენდებათ ამსტერდამია, თუმცა, როგორც ჩანს, პატარა ქალაქ ზუნდერტსაც ბევრი რამ აქვს შემოსათავაზებელი.
კორსო ზუნდერტი ყოველწლიური ლეგენდარული აღლუმია, რომლის დროსაც ჰოლანდიური ქალაქის ქუჩებს გეორგინებისგან აწყობილი უზარმაზარი ფიგურები იპყრობენ. წელს ფიგურები გენიალური ვან გოგის შემოქმედებას ეხმიანებოდა: სწორედ ზუნდერტში დაიბადა ვან გოგი 162 წლის წინ.
ნამუშევრებზე 19 გუნდი მუშაობდა. მათ სურდათ, ვან გოგის უნიკალური სტილი და ავტოპორტრეტები ხელშესახებად ექციათ.
აღლუმი სათავეს 1936 წლიდან იღებს და თავიდან საკმაოდ მოკრძალებული იყო. ქუჩებში უბრალოდ ყვავილებით სავსე ეტლები გადაად
გილდებოდნენ. წლების განმავლობაში კი შოუ ნიდერლანდების მთავარ სანახაობად იქცა.
ნახეთ ეს არაჩვეულებრივი ფოტოები:
კომენტარები