რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენის შეწყალება კანონით არ უნდა აიკრძალოს — თეა წულუკიანი
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენის შეწყალება კანონით არ უნდა აიკრძალოს. ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ირგვლივ მიმდინარე პროცესს.
"უბრალოდ, უნდა დადგინდეს მკაფიო კრიტერიუმები, როდის და რა პირობებში შეიძლება გახდეს შესაძლებელი ამა თუ იმ ტიპის დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება", — განმარტა წულუკიანმა.
მინისტრმა მაგალითად მოიყვანა მკვლელობისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯის შემთხვევა. მისი თქმით, ისეთი კრიტერიუმები უნდა გაიწეროს, რომ გამოირიცხოს მსგავსი დამნაშავის ორ წელში შეწყალება.
პატიმრების შეწყალება
პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.
მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.
ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
რამდენიმე კვირის წინ თვითონ სალომე ზურაბიშვილმა მაშინ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.
"ეს უცებ გახდა რაღაც სალაპარაკო პრობლემა იმ დროს, როცა აქ ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში", — თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. 18 სექტემბერს მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
-
₾54 მლნ-მდე ღირებულების ფსიქოტროპული წამლების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს, 3 ძებნაშია ₾54 მლნ-მდე ღირებულების ფსიქოტროპული წამლების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს, 3 ძებნაშია
გადახედვა
-
რა კონკრეტული ცვლილებების ხილვა სურს ვაშინგტონს "ქართული ოცნებისგან" — რაზე ისაუბრა ჯეიმს კარაფანომ Independent Avenue Media-სთან ? რა კონკრეტული ცვლილებების ხილვა სურს ვაშინგტონს "ქართული ოცნებისგან" — რაზე ისაუბრა ჯეიმს კარაფანომ Independent Avenue Media-სთან ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
-
ყოველთვის ვიცოდი, რომ ეიმონდი ამაზე წამსვლელი იყო — იუენ მიტჩელი კოცნის სცენაზე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეიმონდი ამაზე წამსვლელი იყო — იუენ მიტჩელი კოცნის სცენაზე
გადახედვა
-
რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა
გადახედვა
-
გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
რატომ გვინდება მოძრაობა, როცა ვნერვიულობთ რატომ გვინდება მოძრაობა, როცა ვნერვიულობთ
-
გარემოსთვის რომელი უფრო საზიანოა: ელექტრომობილები, თუ საწვავზე მომუშავე მანქანები? — კვლევა გარემოსთვის რომელი უფრო საზიანოა: ელექტრომობილები, თუ საწვავზე მომუშავე მანქანები? — კვლევა
გადახედვა
-
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად გია მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად გია მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩიეს
გადახედვა
-
სკამი, რომელზეც ილია თოფურია თეთრ სახლში გამართული ბრძოლის დროს იჯდა, აუქციონზე გაიყიდება სკამი, რომელზეც ილია თოფურია თეთრ სახლში გამართული ბრძოლის დროს იჯდა, აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
Politico: ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი 1-ელ ივლისს სომხეთს ეწვევიან Politico: ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი 1-ელ ივლისს სომხეთს ეწვევიან
გადახედვა
-
ქართული მოცვის ინდუსტრიის საერთაშორისო აღიარება — IBO-ს პრეზიდენტმა საქართველოში სექტორის განვითარების პოტენციალი შეაფასა ქართული მოცვის ინდუსტრიის საერთაშორისო აღიარება — IBO-ს პრეზიდენტმა საქართველოში სექტორის განვითარების პოტენციალი შეაფასა
-
გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამების გამო, სტრასბურგმა რუსეთს 395 000 ევროს გადახდა დააკისრა გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამების გამო, სტრასბურგმა რუსეთს 395 000 ევროს გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რუსეთში, საწვავის დეფიციტის ფონზე, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება რუსეთში, საწვავის დეფიციტის ფონზე, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება
გადახედვა
-
ალან გაგლოევი პუტინის მრჩეველი გახდება — მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი დატოვა ალან გაგლოევი პუტინის მრჩეველი გახდება — მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეზე დაწერილი კომენტარისთვის 4 000 ლარით მეორე მოქალაქე დაჯარიმდა მამუკა მდინარაძეზე დაწერილი კომენტარისთვის 4 000 ლარით მეორე მოქალაქე დაჯარიმდა
გადახედვა
-
ZEG Storytelling Festival ZEG Storytelling Festival
-
ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგა რუგინიენე გადადგა ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგა რუგინიენე გადადგა
გადახედვა
-
ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ
გადახედვა
-
საია-მ სტრასბურგში კარვის დადგმისთვის დაკავებული აქტივისტის, ზურაბ ქარჩავას საქმე მოიგო საია-მ სტრასბურგში კარვის დადგმისთვის დაკავებული აქტივისტის, ზურაბ ქარჩავას საქმე მოიგო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც "იმედს" და არც "პოსტვ-ის" არ შეექმნება არავითარი პრობლემები ირაკლი კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც "იმედს" და არც "პოსტვ-ის" არ შეექმნება არავითარი პრობლემები
გადახედვა
კომენტარები