m2 გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა
დეველოპერული კომპანია m2 უძრავი ქონება გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა. ერთგული და მომავალი კლიენტებისთვის კომპანიამ გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა, რომელიც ფუნქციონალურად, ტექნოლოგიურად და სერვისით სრულად ინოვაციურია, პასუხობს თანამედროვე ადამიანის ყველა მოთხოვნას და მორგებულია მის ცხოვრების სტილზე. წერეთლის 118-ში მდებარე სივრცე დეველოპმენტის მომავალში გამავალი ერთგვარი კარია, რომელიც აქამდე არსებულ წარმოდგენებს ამსხვრევს და უძრავი ქონების გაყიდვების უახლეს შესაძლებლობებს ბოლომდე წარმოაჩენს.
გაყიდვების ახალი ოფისის ნოვატორული შინაარსი გარე სივრციდანვე იგრძნობა, სადაც კომპანიის ყველაზე კომპაქტური, 27 კვადრატულ მეტრიანი ბინის ნატურალური ზომის გარემონტებული და სრულიად კეთილმოწყობილი ბინა დაგხვდებათ. კონსტრუქცია თითქოს დეკორატიული ამწით არის ჩადგმული, რაც იმის სიმბოლოდ შეგვიძლია განვიხილოთ, რომ m2 თქვენს ბინას ასე ერთი ხელის მოსმით — ზედმეტი ფორიაქისა და დროის კარგვის გარეშე მოგართმევთ.
ბილიკს მივუყვებით და ნებისმიერ სტუმარზე ადაპტირებული გაყიდვების ცენტრალურ ოფისში შევდივართ. ინტერიერის დიზაინი და განწყობა ზუსტად იმეორებს m2-ს ფილოსოფიას: არის თანამედროვე, ფუნქციონალურად მოსახერხებელი და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი. თუმცა მთავარი მაინც აქ არსებული განწყობაა, პოტენციური მომხმარებლისადმი დამოკიდებულება, მის კომფორტსა და დროზე ზრუნვაა. მხოლოდ ერთხელ მისვლა სრულიად რეალურს ხდის იმის შესაძლებლობას, რომ აქ მოსვლიდან ერთ საათში ახალი ბინის მფლობელი გახდეთ.
ამისთვის კი ზედმეტი ფიქრიც არ დაგჭირდებათ, რადგან შოურუმში გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიებით ზუსტად შეიქმნით წარმოდგენას m2-ს უახლესი ამბიციური გეგმების შესახებ. ფოიეში დგას m3-ის მაკეტი, ის ჰორიზონტალურად განთავსებულ ე.წ. ვიდეოკედელზეა გაშლილი, რაც საშუალებას მოგცემთ, კომპლექსებს შორის მანქანებისა თუ ადამიანების მოძრაობას, სტადიონებსა თუ საბავშვო ზონებში მოთამაშეებსა და ტყეპარკში დამსვენებლებს ადევნოთ თვალი. თან არა მხოლოდ დღე-ღამის, არამედ წელიწადის ოთხივე დროის განმავლობაში. მაკეტი შეგიქმნით განწყობას რომ კარგად დაინახოთ და შეიგრძნოთ, თუ სად არის თქვენი სახლი.
m2-ს ახალი გალერეა, ზოგადად გაყიდვების სფეროში, ერთგვარი რევოლუციის მაგალითია, რომელიც მთლიანად ანგრევს ძველ სტანდარტებს და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახალ კულტურას ამკვიდრებს. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რომ გყავთ ოჯახი, შვილები, რაც ნიშნავს, რომ ერთზე მეტი საძინებელი, იზოლირებული სამზარეულო და სხვა დამატებითი ფართიც გჭირდებათ. ასევე, ამჯობინებთ კონკრეტულ სართულს, სადარბაზოსა და ხედს. ასეთ შემთხვევაში, გაფილტვრის მეთოდს მიმართავთ და მხოლოდ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ ბინას შეარჩევთ. ნამდვილი ჯადოქრობა კი სწორედ აქედან იწყება — როგორც კი არჩევანს დაადასტურებთ, ფოიეში განთავსებულ კომპლექსების მაკეტზე თქვენი მომავალი ბინის ფანჯრები განათდება. ამის მერე უკვე იმის განსაზღვრასაც შეძლებთ, რეალურად, როგორი ხედი იშლება თქვენი ბინიდან, როგორია მზის ტრაექტორია, როგორ ემიჯნებით მეზობელს და ა.შ.
ცენტრალურ ფოიეს გაივლით და ერთგვარ "სართულზე" მოხვდებით, სადაც ყველა მოცულობის ბინა არა მხოლოდ ნატურალური ზომის მაკეტის სახით დაგხვდებათ, არამედ ბოლომდე აღჭურვილიც. თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ, ცხოვრების ამ ეტაპზე 27 კვადრატულ მეტრიანი ბინა გჭირდებათ თუ უკვე მზად ხართ, ოჯახთან ერთად 90 კვადრატულიანში შესახლდეთ; აქვე აირჩევთ m2-ს დიზანერების მიერ შექმნილ ხუთი ტიპის რემონტსაც: მუსკატს, დარიჩინს, ვანილს, ჯინჯერს თუ ფისტაჩიოს. არ გაკმაყოფილებთ ჩამოთვლილი მენიუ? მაშინ მეორე სართულზე უნდა გადაინაცვლოთ და კომპანიის გამოცდილი დიზაინრების მომსახურებით ისარგებლოთ, რომლებიც იქვე გაჩვენებენ ინტერიერში გამოსაყენებელი მოსაპირკეთებელი მასალის დიდ არჩევანს და შედეგად უმოკლეს ვადაში, შექმნიან მხოლოდ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ სრულიად ახალ ბინას.
ბინის მოცულობისა და რემონტის ტიპის არჩევის შემდეგ მისი ყიდვის დრო დგება. არც ამისთვის მოგიხდებათ ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა, რადგან საბანკო და ყველა სახის იურიდიულ მომსახურებასაც ადგილზე მიიღებთ. ამის შემდეგ კი, შეგიძლიათ, ბინაზე ცოტა ხანს საერთოდ აღარ იფიქროთ, რადგან როდესაც დათქმული დრო მოვა, m2 გამზადებული ბინის გასაღებს გადმოგცემთ და თქვენც ცხოვრების ახალი ეტაპისკენ მიმავალ კარს შეაღებთ. ეს კი გარდაუვალია, რადგან m2-ს გალერეაში მიღებული შთაბეჭდილება ამ მოგზაურობაში ბოლომდე გადანაცვლების შეუქცევად სურვილს გაგიჩენთ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
კომენტარები