ჯიმ ჯარმუში: მე უბრალოდ მშვენიერების გადარჩენა მინდა
ფოტო: François Berthier/Paris Match/Contour by Getty Images
ჯიმ ჯარმუში ოჰაიოს შტატის ინდუსტრიულ ქალაქში, აკრონში გაიზარდა, რომელშიც ტოქსიკური მდინარე კუიაჰოგა მოედინებოდა. ქარხნები ნარჩენებს სწორედ მდინარეში უშვებდნენ, რამაც საშინელი შედეგი იქონია. 1969 წელს კი მდინარეს ცეცხლი წაეკიდა, რაც მის ზედაპირზე დაგროვებულმა ცხიმოვანმა მასამ, სხვადასხვა ნარჩენებმა და ამ ზედაპირზე მოხვედრილმა ნაპერწკალმა გამოიწვია. 50 წლის შემდეგაც ჯარმუშს საკმაოდ კარგად ახსოვს ეს ყველაფერი: "თუ თანამედროვე ამერიკული ცხოვრებისთვის მეტაფორას ეძებ, ამაზე აშკარა მაგალითის პოვნა ძნელია, როდესაც ადგილობრივ მდინარეს ცეცხლი უკიდია".
როგორც რეჟისორს, ჯარმუშს მოსწონს სამყაროს დეტალებზე დაკვირვება და მათზე ფილმების გადაღება. ის იღებს ისეთ კინოსაც, რომელიცდინებას მიჰყვება და ისეთსაც, რომელიც მუდმივად ეძებს სიახლეებს. ეს ინტერესი მას საკმაოდ კარგად გამოადგა 1984 წელს გადაღებული Stranger Than Paradise-დან 2016 წლის მედიტაციურ Paterson-მდე. თუმცა, როდესაც სრული სურათი ასეთი საშიშია, პატარა დეტალებზე კონცენტრირება რთულია. ამაზე ჯარმუში ამბობს: "ნათელია, რომ ეკოლოგიურ კრიზისში ვცხოვრობთ და სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება. საფრთხეს კი მეცნიერების უარყოფა და კორპორაციული სიხარბე გვიქმნის. თუ ეს ჩვენი გზაა, რომელსაც მივყვებით, მაშინ ეს ყველაფერი სამყაროს დასასრულამდე მიგვიყვანს".
კადრი ფილმიდან მკვდრები არ კვდებიან
ფოტო: Landmark Media/Alamy
თუ აპოკალიფსი მოხდება, The Dead Don’t Die გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ჯარმუში ფილმს კომედიად აღიარებს, თუმცა ისეთი მაინც არ არის, როგორიც უნდა ყოფილიყო.
"ტონი იმისგან განსხვავებულია, რაც მინდოდა რომ ყოფილიყო. უფრო მუქია ვიდრე წარმომედგინა, განსაკუთრებით დასასრული. ვცდილობ ასეთი რამეების ღრმა ანალიზი არ დავიწყო, თუმცა ეს იმ სამყაროს ანარეკლია, რომელშიც ვცხოვრობ. გარემოს მკრთალი კრიზისი ღრუბლად იქცა. ფილმზე ორი წელი ვმუშაობდი და მთელი ამ დროის განმავლობაში, პლანეტა ყოველდღიურად იცვლებოდა"
ფილმი ჯარმუშის სახლთან ახლოს გადაიღეს, ნიუ-იორკთან ახლოს, ქალაქ კინგსტონისა და ფლიშმანის მახლობლად. პროდაქშენი თითქოს უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. გადაღებას საშინელი განრიგი ჰქონდა, ადამ დრაივერი მხოლოდ სამი კვირით ჰყავდათ. ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ მუდმივად წვიმდა. ჯარმუშს გრიპი დაემართა, გადასაღებ მოედანზე კი ფეხის ცერა თითი მოიტეხა. "ამ ყველაფრის შემდეგ კი უნდა გვეჩქარა, რომ ფილმი დაგვემთავრებინა, რომ შემდეგ კანისთვის მიგვეცა. ფილმს საერთოდ არ შევცვლიდი, თუმცა დრო რომ მქონოდა, ალბათ უფრო მეტს ვიფიქრებდი იმაზე, თუ რას ვაკეთებდი. ჩემი ხელიდან ფილმი ისე გასხლტა, როგორც ბავშვი მდინარის ნაპირთან".
ბავშვობაში, აკრონში ცხოვრებისას, ისევე როგორც ყველა ჯარმუშიც ფიქრობდა წასვლაზე. პატარა და კონსერვატიული ქალაქი იყო. ყველა რეზინის კომპანიებში მუშაობდა: მამამისი BF Goodrich-ისთვის, ბიძამისი Goodyear-ისთვის, მისი მეზობელი Firestone-ისთვის. დედამისი ბეტი ფრენჩი აკრონ ბიკონ ჟურნალში რეპორტიორი იყო ხელოვნების მიმართულებით. მას მიმოხილვაც კი ჰქონდა დაწერილი ახალგაზრდა მარლონ ბრანდოზე, რომელიც ფილმში A Streetcar Named Desire-ში თამაშობდა. თუმცა შემდეგ გათხოვდა, ყოველდღიური სამსახური დაიწყო და მისმა კაბინეტმა სახლის ზედა პატარა ოთახში გადაინაცვლა. ჯარმუში იხსენებს ხმას, რომელსაც მისი საბეჭდი მანქანა გამოსცემდა, როდესაც ფრილანსერად მუშაობისას ადგილობრივი ჟურნალისთვის სტატიებს წერდა.
მისი თქმით, ხელოვნებისადმი, მუსიკისა და ფილმების მიმართ გაჩენილ ადრეულ ინტერესში დედამის ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. თუმცა იმასაც ამბობს, რომ მასზე დიდი ზეგავლენა იქონია სატელევიზიო პერსონაჟმა სახელად გოულარდი, რომელიც B კატეგორიის ფილმების კოსტუმირებული წარმდგენი იყო კლივლენდის სატეელვიზიო არხზე. გოულარდის პოსტერს ჯარმუშის ბოლო ფილმშიც მოკრავთ თვალს, რაც ჯარმუშის პატივიცემის ნიშანია. (სატელევიზიო პერსონაჟს ერნი ანდერსონი ასრულებდა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში პოლ ტომას ანდერსონის მამა გახლავთ).
"მას სატელევიზიო შოუ ჰქონდა, პარასკევს, საღამოს 11:30-ზე, სადაც საი-ფაის, ჰორორს ან მონსტრებზე გადაღებულ ფილმებს აჩვენებდა ხოლმე, ძირითადად მაინც მონსტრების ფილმებს. შუაში კი ათას სიგიჟეს აკეთებდა. ბიტნიკი იყო, ნიკაპზე მოშვებული წვერით, ლაბორატორიის თეთრ პალტოში გამოწყობილი. ეკეთა მუქი სათვალე, რომელსაც ცალი ლინზა არ ჰქონდა. იყენებდა ბევრ გამოგონილ ჰიპსტერულ ფრაზას. ის მანქანების პატარა მოდელებს ალუბლის ბომბებით აფეთქებდა და ადრეული კინესკოპურ ეფექტს იყენებდა, როდესაც საკუთარ თავს იმ ფილმში სვამდა, რომელსაც გვიჩვენებდა. ასე რომ, თუ ვინმე ისეთს ჰკითხავთ ვინ იყო გოულარდი, ვინც 60-იან წლებში ჩრდილო-აღმოსავლეთ ოჰაიოში ცხოვრობდა, აუცილებლად ეცოდინება და მოგიყვებათ რა გავლენა ჰქონდა მას ჩვენზე".
ჯიმ ჯარმუში, 1984 წელი.
ფოტო: Everett Collection/Rex
ჰიჩკოკმა ერთხელ თქვა, რომ დრამა - ეს არის ცხოვრება, რომელშიც მოსაბეზრებელი მომენტები ამოჭრილია. ჯარმუშის ფილმები კი თითქოს ამ აზრის გასატესტად არის შექმნილი, რომ ყველაფერი ყირაზე დააყენოს. მის ფილმებში სცენები ერთმანეთზე ისე გადადის, თითქოს უფრო ტრადიციული ფილმიდან ამოჭრილი, ცენტრალური სცენებს სამონტაჟოში მორჩენილი, იატაკზე დაყრილი დაზიანებული სცენები მიაბეს. 1986 წელს ის იღებს Down by Law-ს, დრამას ციხიდან გაქცევაზე, სადაც ციხიდან გაქცევას აიგნორებს. 1995 წლის ვესტერნისთვის Dead Man მას განსაკუთრებული ვნება ჰქონდა, ეპოვნა ყველაზე ბანალური ადგილები ორეგონსა და არიზონაში. თუმცა, საუკეთესო შემთხვევაში, მისი ფილმები დამაფიქრებელი და პოეტური, საყოველთაო ამერიკული ისტორიებია, რომლებსაც აზიური არტჰაუსის აუჩქარებელი ტემპი აქვს. 1989 გადაღებულ Mystery Train-ზე როჯერ ებერტი წერს - "ამ ფილმში საუკეთესო ის არის, რომ ამერიკის ისეთ ნაწილს გაჩვენებს, რომელსაც გრძნობ, რომ შენც აღმოაჩენდი, რომ გცოდნოდა საით გაგეხედა.
ჯარმუშის თქმით, ფილმები მისი ანარეკლია. "ვიცი, რომ ლაკონური მიდგომა მაქვს, დროის კუთხით. ვიცი, რომ ნელა ვსაუბრობ. ნელა ვფიქრობ. ნელი მუსიკა მომწონს. ნელი ფილმები მომწონს. ეს მუდმივია, სახასიათო. გოდარმა თქვა, რომ ყველა რეჟისორი ერთი და იგივე ფილმს იღებს, ისევ და ისევ. ჩემს შემთხვევაში ეს მართალია.
ერთი რაღაც არის, ყველა რეჟისორის დილემაა... კინოს სილამაზე იმაშია, რომ პლატონის გამოქვაბულში შედიხარ. ჩადიხარ ბნელ ოთახში და შედიხარ ისეთ სამყაროში, რომელზეც არაფერი იცი. მიდიხარ ისეთ მოგზაურობაში, რომელშიც არ იცი რა მოლოდინი უნდა გქონდეს. მაგრამ თუ სცენარი უკვე დაწერილი გაქვს, ფული შეაგროვე, გადაიღე ფილმი და შემდეგ სამონტაჟოში დაჯექი ექვსი თვის განმავლობაში, ამ სამყაროში ვეღარ დაბრუნდები. ეს გამოცდილება უკვე წაგართვეს, დაკარგე, რადგანაც რეზულტატს ვერ ნახავ, თუ რა გადაიღე. სხვების ინტერპრეტაციები უფრო ვალიდური იქნება, ვიდრე შენი საკუთარი.
თუ რამეს ზედმეტად დიდხანს უყურებ, მიხვდები, რომ ყველა ელემენტი ერთმანეთს რაღაცნაირად ეწინააღმდეგება. ეს ყველა ფილმის ჭეშმარიტებაა, ყველა ადამიანის. მაგალითად მე შემომხედეთ, ძალიან სერიოზულად ვუდგები პლანეტის მდგომარეობას. გრეტა სანბერგის ქმედებები და გადაშენების აჯანყება ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ჟანრულ, გასართობ ფილმს ვიღებ, დავდივარ ნავთობზე მომუშავე მანქანით. ვიყენებ საკრედიტო ბარათებს და პლასტმასს. რას ვაკეთებ? ეს ყველაფერი მხოლოდ თეთრია თუ შავი? მე უბრალოდ ამ პრობლემის ნაწილი ვარ, თუ ამ პრობლემის მოგვარების ნაწილიც? ნეგატივის მხარეს არ ვარ, არ ვარ ფატალისტი. მე უბრალოდ მშვენიერების გადარჩენა მინდა, მე ცხოვრების საიდუმლოებების მხარეს ვარ".
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
კომენტარები