პატრიოტთა ალიანსის ერთ ერთმა ლიდერმა საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. დავით თარხან-მოურავის აცხადებს, რომ ეგზიტპოლები ყალბია და არასანდო:

"ეს არ არის პირველადი შედეგები, ეს არის ეგზიტპოლის შედეგი. ჩვენი პარტიის 7 ათასი აქტივიდან გვაინტერესებდა რომელიმეს თუ ჰკითხეს რაიმე და ხმის მიცემის შემდეგ არცერთს არ დაუსვეს ერთი შეკითხვაც კი. მე ვამბობ რომ ეს ეგზიტპოლები სიყალბეა. ცუდი ის კი არ რომ რუსთავი 2 ამას აკეთებს, ცუდია ის რომ ხელისუფლებაც ამას აკეთებს. მე ვეუბნები ხელისუფლებას, რომ ამაზე უგუნური ნაბიჯი არ შეიძლებa მოიფიქროთ. თუ გაბედავთ უბრალოდ, რომ ეს შედეგები დარჩეს, ეს ხელისუფლება გადაყვება ამ ამბავს".