ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. ის აპირებს გიორგი გახარიას მთავრობის დამტკიცების დროს სიტყვით გამოვიდეს.

"მთავარ სათქმელს ვიტყვი იქ", — თქვა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნიკა მელია მისთვის 20 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალის წაყენებისა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ პირველად მივიდა პარლამენტში.

დღეს, 8 სექტემბერს მინისტრ გიორგი გახარიას, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი თითქმის 80 დღეა ითხოვს, უმრავლესობა პრემიერად ირჩევს.