გააჩნია შემთხვევას — გახარიას პასუხი, საჭიროა თუ არა ხალხის გაფრთხილება აქციის დაშლამდე
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
"გააჩნია შემთხვევას", — ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია კითხვას იმაზე, საჭიროა თუ არა აქციის დაშლამდე ხალხის გაფრთხილება. ევროპული საქართველოს დეპუტატის, ელენე ხოშტარიას კითხვაზე, იცნობს თუ არა ის კანონს პოლიცისაა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ და იყენებს თუ არა ინტერპრეტაციას, გახარია პასუხობს: "თქვენ არ იცნობთ კანონს, არსებობს გადაუდებელი მოგერიების აუცილებლობა".
მისი განმარტებით, ეს აძლევს პოლიციელს უფლებას გამოიყენოს სპეციალური საშუალებები აქციის დასაშლელად. მანვე მოუწოდა ხოშტარიას "კარგად" წაეკითხა კანონი.
"იმ შემთხვევაში, როცა 300 პოლიციელს გასტაცეს ფარი, როდესაც 30 პოლიციელი თქვენი მოწოდებით გაიტაცეს ბრბოში და რომელსაც სცემდნენ, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ საშუალება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში გამოეყენებინათ ყველა სპეცსაშუალება", — განაცხადა მან.
დამაზუსტებელ კითხვაზე, საჭირო იყო თუ არა 20 ივნისს გაფრთხილება პრემიერობის კანდიდატი პასუხობს: "არა". მისი თქმით, გაფრთხილების საჭიროება არ არსებობდა დაპირისპირებისას, როცა პოლიცია იყენებდა რეზინის ტყვიებს. მისივე თქმით, ხალხი გააფრთხილეს შორის მაშინ, როცა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მორიგ კითხვაზე გააფრთხილეს თუ არა ხალხი დაშლის დაწყების წინ გახარია ამბობს: "დიახ, რამოდენიმეჯერ მოხდა, ბევრჯერ".
დეპუტატმა აღნიშნა, რომ გახარიას, მის მოადგილე კახაბერ საბანაძეს და ქალაქის მერს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ქონდათ დაშლაზე გაფრთხილების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ აინტერესებდა რომელი იტყუებოდა. გახარიამ კი უპასუხა: "ქალბატონო ელენე, თქვენ იტყუებით. გპასუხობთ და არ გინდათ შინაარსი გაიგოთ".
20 ივნისის აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ დაშლამდე გაფრთხილება არ მიუღიათ. აქციის დაშლის დაწყებამდე ადგილზე მუშაობდა On.ge-ს სამი ჟურანლისტი, მსგავსი ინფორმაციის გაჟღერება არც მათ გაუგიათ.
20 ივნისის აქცია
19-22 ივნისს ზაქარია ქუცნაშვილის ორგანიზებით თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უნდა გამართულიყო, რომლის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოში ჩამოვიდნენ. 20 ივნისს ორგანიზაციის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ასამბლეის სესიის წაყვანისთვის პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა. ეს ფაქტი გააპროტესტა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. თავდაპირველად, უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ", მოგვიანებით კი განმარტა, რომ "თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს". ოპოზიციის პროტესტის შემდეგ ასამბლეა შეწყდა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს დატოვებდა.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა სამოქალაქო სექტორშიც. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავეს ღამეს სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები